Connect with us

ტესტები

ფსიქოლოგიური ტესტი „სავარცხელი“. გაიგეთ, როგორია თქვენი ხასიათი და დამოკიდებულება მამაკაცის მიმართ

ყველა ქალი საიდუმლოა და ყველა ვერ იგებს ქალის ბუნების არსს. საბედნიეროდ, თანამედროვე სამყაროში ქალებს შეუძლიათ აირჩიონ, ვინ გახდნენ: კეკლუცი მოდის მიმდევარი თუ თავგადასავლების მაძიებელი, წარმატებული კარიერისტი თუ მოსიყვარულე დედა, ბიზნეს ლედი თუ შემოქმედებითი პიროვნება. თითოეულ ჩვენგანს ბუნებამ გარკვეული თვისებები გვარგუნა და დღეს Аlltime.ge–ს რედაქცია ამის შესახებ გიამბობთ.

ჩვენი ხასიათი და აღზრდა ყველაფერში ვლინდება, როგორც ტანსაცმელში, ასევე პირად ნივთებში. მაგალითად, სავარცხელი, რომელსაც ქალი ხშირად იყენებს, მის შესახებ ბევრ რამეს ამბობს. ამ ფაქტზე დაყრდნობით სპეციალისტებმა შეადგინეს მარტივი ფსიქოლოგიური ტესტი „სავარცხელი“, რომლის წყალობით ქალის ხასიათის თვისებების განსაზღვრა და მამაკაცების მიმართ მისი დამოკიდებულების გაგება შეიძლება.

ფსიქოლოგიური ტესტი „სავარცხელი“

უჩვეულო ტესტი მხოლოდ ერთ წუთს წაგართმევთ, მაგრამ ბევრ საინტერესო რამეს გაიგებთ. უბრალოდ აირჩიეთ სავარცხელი, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებთ და შედეგებს გაეცანით.

№1 მომხიბვლელი

კაცების უმეტესობა სწორედ ასეთ ქალზე ოცნებობს. საყვარელი, ნაზი, სუსტი, უნაკლო მანერებით, თითქმის მისაბაძი მაგალითი. ჩვეულებრივ, ასეთი სავარცხლის მოყვარულს ძალიან მსუბუქი და ქალური გარდერობი აქვს, ძირითადად, კაბები, დახვეწილი ქვედაბოლოები და აბრეშუმის ბლუზები. ტაქტის ბუნებრივი გრძნობა და მიმზიდველი ქარიზმა ისაა, რითაც სხვა ქალებისგან გამოირჩევა.

№2 ძლიერი და დამოუკიდებელი

ფსიქოლოგები შეთანხმდნენ, რომ ეს ლიდერის არჩევანია. ძლიერი და მიზანდასახული ქალია, რომელიც ყველაფრის და ყოველთვის მართვას მიჩვეულია. ასეთი სავარცხლის მფლობელი მმართველობით პოზიციას იკავებს ან, როგორც მინიმუმ, წარმატებული კარიერისკენ მიისწრაფვის. ნათელი და დასამახსოვრებელი ხართ, მარტოობა არ გაშინებთ. თითქმის ყოველთვის მხოლოდ საკუთარი თავის, ყველაზე სანდო ადამიანის, იმედზე ხართ. რჩეულს 100%–ით არასდროს ენდობით. მაშინაც კი, როცა ურთიერთობაში ყველაფერი რიგზეა, მუხთლობას ეძებთ. დამშვიდდით და სიამოვნება მიიღეთ. თქვენ ხართ ქალი, რომლის გადაყვარება შეუძლებელია.

№3 მინიმალისტი

წესრიგის მოყვარული ხართ. სახლშიც, როგორც თავში, ყველაფერი თაროებზე დალაგებული უნდა იყოს. ფულს არ ფლანგავთ და სახლს უსარგებლო ნივთებით არ ავსებთ. მსგავსი სავარცხლის მოყვარული ფინანსებს სწორად მართავს. თვითგანვითარება, მოგზაურობა, ჯანმრთელობა და განათლება – ისაა, რაზეც ფულს სიამოვნებით ხარჯავთ. სხვა დანარჩენს მნიშვნელობა არ აქვს. თქვენს გარდერობში მხოლოდ ხარისხიანი ნივთები და კარგი ფეხსაცმელია, რომელიც არა ერთი სეზონი გემსახურებათ. გარემოცვაში შემთხვევით ადამიანს ვერ იპოვით. მეგობრებს, როგორც ცხოვრების მეგზურს დიდი სიფრთხილით ირჩევთ. „არაფერი ზედმეტი“ – თქვენი ცხოვრების დევიზია.

№4 რაციონალური

საკუთარ ბიუჯეტს ყოველთვის რაციონალურად ანაწილებს და ფულს ზოგავთ. პატარა, მაგრამ დამაჯერებელი ნაბიჯებით დამოუკიდებლად შეგიძლიათ შეიძინოთ ის, რაზეც ოცნებობთ, იქნება ეს მანქანა თუ ბინა. ყველას ახლოს არ ვუშვებთ, თუმცა სხვების თვალში საკმაოდ კომუნიკაბელური და სასიამოვნო პიროვნება ხართ. ასეთი ტიპის ქალს ყველაფერში იდეალური წესრიგი უყვარს: გარეგნობაში, ყოფაში, სამსახურში და პირად ცხოვრებაში. პარტნიორის არჩევას ზედმეტად სერიოზულად ეკიდებით, რამაც ბოროტად შეიძლება გაგეხუმროთ. პირველივე პაემანზე გასაუბრების გავლა არავის სიამოვნებს. მოდუნდით, ნამდვილად შეგიყვარებენ.

№5 მომხიბვლელი უბრალოება

ასეთი სავარცხლის მოყვარული გულახდილობით და სიკეთით გამოირჩევა. ზოგი ზედმეტად უბრალოდ მიგიჩნევთ, მაგრამ გულის სიღრმეში ძალიან ღრმა და ნათელი ადამიანი ხართ. ასეთ ქალს არ შეუძლია დიდხანს გაბრაზება, წყენის ან ნეგატივის დამახსოვრება. ეს საკუთარ თავთან და გარე სამყაროსთან ჰარმონიულ ცხოვრებაში ძალიან გეხმარებათ. უპირატესობაა ისიც, რომ იდეალური დიასახლისი ხართ. სტუმრებს სითბოთი და სიხარულით იღებთ. თქვენთვის დედობა უმაღლესი ბედნიერებაა. სხვა ტიპის ქალებს შორის ყველაზე ბრძენი ცოლი ხართ, რადგან რჩეულისთვის არა მხოლოდ საყვარელი ქალი, არამედ საუკეთესო მეგობარი ხართ.

№6 სამართლიანი ემანსიპი

ასეთ ქალზე ამბობენ: „სიტყვას ჯიბეში არ ეძებს“. ძლიერი და თავდაჯერებულია, რომელიც ყოველთვის პირდაპირ ამბობს სიმართლეს შელამაზების გარეშე. გულახდილი, პირდაპირი და მიზანდასახული ადამიანი ხართ. ყოველდღიურად უპირატესობას ანიჭებთ კომფორტს, ამიტომ საცხოვრებლის სილამაზეს და სისუფთავეს ყურადღებას აქცევთ. ასეთი სავარცხლის მოყვარულს სძულს ინტრიგობა, ჭორაობა, თავხედობა ან ტრაბახობა. ურთიერთობაში მაქსიმალურად გულწრფელი და გახსნილია, იმავეს პარტნიორისგან ითხოვს.

№7 კონსერვატიული

თუ ამ სავარცხელს იყენებთ, ნებისმიერი სიურპრიზი და სიახლე თქვენთვის უცხოა. საკმაოდ კონსერვატიული, პრაგმატული და რეალისტი ქალი ხართ. ყველაფრის გადამოწმება და გაკონტროლება გიყვართ, ამიტომ ყოველთვის სტაბილურობას ირჩევთ. მოულოდნელი ცვლილებები ფეხქვეშ მიწას გაცლით. ამავდროულად, ძალიან საიმედო პარტნიორი ხართ, რომელზეც დაყრდნობა შეიძლება. ეს ვრცელდება მეგობრებზე, ნათესავებზე და პირად ურთიერთობაზე. ასეთი სავარცხლის მოყვარული მშვიდ და რაციონალურ მამაკაცს ირჩევს, რომელთანაც ღრმა სიბერემდე იცხოვრებს.

№8 ბრძენი ოპტიმისტი

ფსიქოლოგიური ტესტი ამბობს, რომ ჰარმონიული, გულახდილი ადამიანი ხართ. ასეთი ქალი „საკუთარ ტალღაზე“ ცხოვრობს და საერთოდ არ შეუძლია წყენინება. ისწავლეთ, რომ ყველაფერი გულთან ახლოს არ მიუტანოთ. დარწმუნებული ხართ, რომ ნებისმიერი სიტუაციიდან გამოსავალი არსებობს. სხვის ცხოვრებაში ჩარევა არ გახასიათებთ, ამავდროულად, ვერ იტანთ, როცა თქვენს ცხოვრებაში ერევიან. თქვენზე ამბობენ: უშრეტი პოზიტივი. როგორც გარეგნულად, ასევე შინაგანად ნათელი პიროვნება ხართ, ყოველთვის აქტიური და ბუნებით ძალიან ბრძენი. რამდენი წლისაც არ უნდა იყოთ, 20, 45 ან 70, ზუსტად იცით, რომ უნდა დააფასოთ ყოველი წუთი, იხაროთ ყოველი დღით. ცხოვრება ზედმეტად ხანმოკლეა, ამიტომ არ ხარჯავს დროს იმაზე, რაც არ მოსწონს. ასეთ ქალს კაცები განსაკუთრებული ინტერესით ეპყრობიან. ანცი, საინტერესო, იუმორით სავსე და მარდი ხართ. ასეთი სიგიჟემდე უყვართ!

მნიშვნელოვანია: ტრიქოლოგები პლასტმასის და ლითონის სავარცხლის მუდმივად გამოყენებას არ გირჩევთ. სქელი ხუჭუჭა თმისთვის სხვადასხვა სიგრძის კბილანების მქონე სავარცხელი შესაფერისია. თხელ და იშვიათ თმაზე რბილი ჯაგრისი უკეთესია. ცხიმიანი თმისთვის ნატურალური ხის სავარცხელი შესაფერისია.

Advertisement