Connect with us

ტესტები

ფსიქოლოგიური ტესტი, რომელიც სწორ მიმართულებას გაჩვენებთ

საოცარია, მაგრამ შერჩეულ ფერს ადამიანის შესახებ ბევრი რამის თქმა შეუძლია. Alltime.ge-ს რედაქცია გთავაზობთ ფსიქოლოგიურ ტესტს, რომელიც დაგეხმარებათ  საქმიანობის სფეროს არჩევაში, ადამიანებთან ურთიერთობაში და ბევრ რამეში. მარტივი ტესტი გაიარეთ და საკუთარ თავზე მეტი გაიგეთ.

ფუნჯებს ყურადღება მიაქციეთ. აირჩიეთ ის, რომლითაც დახატვა გსურთ. დიდხანს არ იფიქროთ. ფუნჯი, რომელიც პირველი მოგეწონათ, ჭეშმარიტი არჩევანია, რომელიც თქვენს შესახებ მოგიყვებათ.

ფერების ფსიქოლოგია: რას ნიშნავს არჩეული ფუნჯი

ყავისფერი

თუ ყავისფერი ფუნჯი აირჩიეთ, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ნამდვილ ემოციებს ოსტატურად მალავთ. ნებისმიერ სიტუაციაში გარეგნულად სიმშვიდეს ინარჩუნებთ. რა თქმა უნდა, ეს ღირსებაა, რომლითაც უნდა ამაყობდეთ. არ დაგავიწყდეთ, რომ სიცივე და გულგრილობა, რომელსაც სხვები თქვენ გვერდით გრძნობენ, ხალხთან ურთიერთობაში უარყოფითად აისახება.

ყვითელი

კარგი სტრატეგი ხართ. ყვითელი ფერი ადასტურებს, რომ ყოველთვის მოქმედების საკუთარი გეგმა გაქვთ. ეს დაიმახსოვრეთ. სხვების გავლენის ქვეშ არ მოექცეთ და შინაგან „მეს“ მოუსმინეთ.

მწვანე

არჩეული მწვანე ფუნჯი ამბობს, რომ ჰარმონიის პოვნა გსურთ. ადამიანები, რომლებიც პირველად გხედავენ, თქვენი სიმშვიდით გაოცებულნი არიან. ცოტამ თუ იცის, რა ტიტანური შრომა დგას ამის უკან. საკუთარი თავის უკეთესი ვერსიის განვითარება გააგრძელეთ და ეს ნაყოფს აუცილებლად გამოიღებს.

თეთრი

საკმაოდ მგრძნობიარე ადამიანი ხართ, რადგან თეთრი მაღალ ემოციურობაზე საუბრობს. ყველაფერი გულთან ახლოს არ მიიტანოთ, რადგან ასე თავს დაიღუპავთ.

ნარინჯისფერი

ნარინჯისფერი ფუნჯის არჩევა ამბობს, რომ ყოველთვის საღად აზროვნებთ. თქვენზე ვერ ვიტყვით, რომ ღრუბლებში დაფრინავთ. დასახულ მიზანს ყოველთვის აღწევთ. ბევრი პუნქტისგან შემდგარ გეგმას ადგენთ, რადგან იცით, რომ ძალისხმევის გარეშე რაიმეს მიღწევა შეუძლებელია.

ლურჯი

ლურჯი ფუნჯი ნიშნავს, რომ ისეთ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნებით, ვინც პრიორიტეტებს ზუსტად ისახავს. სწორედ ამიტომ, ეს არ უნდა დაივიწყოთ. თუ გარკვეული გზა აირჩიეთ, მიჰყევით! სხვების ნათქვამს ყურადღება არ მიაქციოთ.

იასამნისფერი

დღევანდელი დღით ცხოვრობთ. გსურთ, რომ ცხოვრებიდან მაქსიმუმი მიიღოთ, შთაბეჭდილებებით აივსოთ. მნიშვნელოვანია, რომ ამან მომავალში ხელი არ შეგიშალოთ. ყველა ნაბიჯი წინასწარ გათვალეთ. ასე პრობლემების თავიდან აცილებას შეძლებთ.

წითელი

წითელი ფერი მიუთითებს, რომ გსურთ წარმატებული და გავლენიანი ადამიანი იყოთ. ძალაუფლებისკენ ისწრაფვით და აღიარება გსურთ. სწორედ ამიტომ, აირჩიეთ პროფესია, სადაც შეგიძლიათ ჯილდოები და ქება მიიღოთ.

Advertisement