Connect with us

ტესტები

ფსიქოლოგიური ტესტი, რომელიც თქვენი ქვეცნობიერის საიდუმლოებებს გაგიმხელთ

რა დაინახეთ პირველად: კურდღელი, პეპელა, ბუ თუ დათვი? ვიზუალური აღქმის დახმარებით ქვეცნობიერს თქვენი პიროვნების საიდუმლოებების გამხელა შეუძლია.

1. კურდღელი

თქვენ ძლიერი ინტუიცია გაქვთ, მაგრამ ადამიანებს ზედმეტად ენდობით, რის გამოც მათ გულს უხსნით და თქვენს ჭეშმარიტ გრძნობებს უმხელთ. თუმცა არ გიყვართ იმის თქმა, თუ არ მოგწონთ. დაპირისპირებას ნებისმიერ ფასად თავს არიდებთ.

2. პეპელა

ზოგჯერ ძალიან მარტივად აზროვნებთ, ზოგიერთ სიტუაციაში უპასუხისმგებლობას იჩენთ. ამავდროულად შემოქმედებითი პიროვნება ხართ და გსურთ სამყარო უკეთესობისკენ შეცვალოთ.

თქვენ წარმოუდგენლად კრეატიული ხართ. სამყაროს ახალი აღმოჩენებით და მიღწევებით სავსე ადგილად თვლით. ინტუიცია, სიბრძნე, ბედნიერება და უშრეტი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება  – თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. შესანიშნავი გემოვნება და ხელოვნების, პოეზიის, მუსიკის და ლიტერატურის კარგი აღქმა გაქვთ.

3. ბუ

სიტუაციას ყოველთვის ისეთად იღებთ, როგორიც არის და მათ ნამდვილი ღირებულების მიხედვით აფასებთ. მათ შეცვლას ან გაშიფვრას არ ცდილობთ. გირჩევნიათ, რამდენიმე ნაბიჯი უკან გადადგათ, რომ მთელი სურათი დაინახოთ. ყოველთვის ინფორმაციას აგროვებთ და სიტუაციას დეტალურად სწავლობთ, სანამ იმოქმედებთ.

4. დათვი

თქვენ ყველაფერზე ისე ლაპარაკობთ, როგორც არის. დროს გაფორმებაზე არ ხარჯავთ მაშინაც კი, თუ ეს მკაცრი სიყვარულის გამოხატვას გულისხმობს. ამას ახლობლების სასიკეთოდ აკეთებთ. ამასთან, ასეთი ქცევა კრიტიკის კარგად გააზრებაში გეხმარებათ.

თქვენ ყურადღებას აქცევთ იმას, თუ რას ფიქრობს ხალხი თქვენზე არა იმისთვის, რომ მათი მოლოდინები გაამართლოთ, არამედ იმისთვის, რომ ყოველთვის არსებობს გაუმჯობესების შესაძლებლობა.