Connect with us

ტესტები

ფსიქოლოგიური ტესტი დოქით: რა გიშლით ხელს მიზნების მიღწევაში

საიდუმლო არაა, რომ ფსიქოლოგიური ტესტები საკუთარი თავის უკეთ შეცნობაში გვეხმარება. ზოგჯერ გვეხმარება დავინახოთ პრობლემის არსი, რომლის არსებობის შესახებ არც ვიცოდით. ასეთი პრაქტიკა ბევრ კითხვაზე პასუხს იძლევა. მაგალითად, ფსიქოლოგიური ტესტი დოქით დაგეხმარებათ გაიგოთ, რა გიშლით ხელს წარმატების მიღწევაში. თუ მსგავსი თემა გაინტერესებთ, მოკლე, მაგრამ ზუსტი დახასიათების გასაცნობად მოემზადეთ.

პასუხის მისაღებად აირჩიეთ დოქი, დიდხანს არ იფიქროთ. ზემოთ მოცემულ ფოტოზე გამოსახული დოქებიდან ერთ–ერთი აირჩიეთ. თუ უკვე არჩევანი გააკეთეთ, მაშინ გაიგეთ, რა გიშლით ხელს დასახული მიზნების მიღწევაში.

ფსიქოლოგიური ტესტი დოქით: რომელი აირჩიეთ

1–ელი დოქი

ძლიერი ემოციურობა თქვენი აქილევსის ქუსლია. ყოველთვის გულს უსმენთ, გონებას უგულებელყოფთ. ასე მიზნების მიღწევა გიჭირთ, რადგან მოულოდნელად შექმნილი გარემოება და გარე ფაქტორები გაბნევთ. ეს დაუშვებელია.

მე–2 დოქი

ყველაფრის გაკონტროლება მოგწონთ. სერიოზულ საქმეში სხვებს არ ენდობით. ამოცანების დელეგირების უუნარობა წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ხელს გიშლით. სხვების მიმართ თქვენი უნდობლობის დონე ოდნავ შეამცირეთ და ცხოვრების მკვეთრად შეცვლას შეძლებთ.

მე–3 დოქი

გარკვეული მიზნის დასახვის შემდეგ სხვა წინადადებების შეფასება არ შეგიძლიათ. არადა ხშირად ძალიან წარმატებული შეიძლება იყოს. ზედმეტი შეუპოვრობა თქვენი ბოროტი მტერია. გახსოვდეთ, რომ ზოგჯერ სჯობს შეაფასოთ, ხომ არ არის მოკლე გზა მიზნის მისაღწევად. უფრო ეშმაკი იყავით და წინ ნუ გაიჭრებით. ასე პერსპექტიული წინადადებების შეფასებას შეძლებთ.

მე–4 დოქი

ცვლილებების მოყვარულს ვერ გიწოდებთ, რადგან რაღაც ახლის გამოცდა არ გიყვართ. რესურსების შეზღუდვას უფრო დათანხმდებით, ვიდრე რაიმე ცვლილებას. კომფორტის ზონის დატოვების სურვილის არ ქონა ჩარჩოში გაქცევთ, რომელიც წინსვლაში ხელს გიშლით. თუ წარმატების მიღწევა გსურთ, გარისკვის დროა!

მე-5 დოქი

დამთავრებამდე საქმის მიტოვება თქვენზეა. ამის მიზეზი მოუთმენლობაა. გზიდან უხვევთ მხოლოდ იმიტომ, რომ ერთიდან მეორე საქმეზე მარტივად გადადიხართ. მაშინაც კი, თუ ყველაფერი რიგზე არაა, დაწყებული საქმე დაასრულეთ. შედეგი ამად ღირს, როგორი დაბრკოლებაც არ უნდა შეგხვდეთ.

მე–6 დოქი

წარმატებას მარტივად მიაღწევთ, თუ თანამოაზრეების მხარდაჭერას მოიპოვებთ. დიდ გუნდში მუშაობა მოგწონთ. სხვა ხალხის ენერგია დაგეხმარებათ, რომ მიღწეულზე არ გაჩერდეთ.

მე–7 დოქი

ამ დოქის არჩევა საუბრობს მსხვერპლის გაღებაზე, რამაც ბოროტად შეიძლება გეხუმროთ. სხვების დახმარების მუდმივი სურვილი სასურველის მიღწევაში ხელს გიშლით. მზად არ ხართ, რომ საკუთარი ინტერესები სხვებზე მაღლა დააყენოთ.

მე–8 დოქი

არჩეული დოქი მფლანგველობაზე მიგანიშნებთ. ეს სასურველის მიღწევაში ხელს გიშლით. ზოგჯერ გაცილებით მეტს გასცემთ, ვიდრე იღებთ და ქმნით. ასე მუდმივად რესურსები არ გყოფნით, რომ წინ იაროთ.

თუ ფსიქოლოგიური ტესტი დაგეხმარათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ. მათაც დაეხმარეთ, რომ პრობლემები გამოავლინონ და წარმატებას მიაღწიონ.

Advertisement