Connect with us

ჯანმრთელობა

ფრჩხილის ცვლილება შეიძლება დაავადების განვითარების შესახებ 8 გაფრთხილებას გაძლევდეთ

ფრჩხილები ძალიან მნიშვნელოვანი დაავადებების გამოვლენაშიც კი გვეხმარება, როგორიცაა დიაბეტი და გულის შეტევა.

ფრჩხილების გამოკვლევა საკმაოდ ადვილია, მაგრამ ექიმი ამ ნიშნების შესახებ კარგად ინფორმირებული უნდა იყოს. პაციენტმა კი უნდა იცოდეს, რომ ნებისმიერი ცვლილება ექიმთან უნდა განიხილოს. ფრჩხილების ნებისმიერი ცვლილება ონიქომიკოზი, სოკოთი გამოწვეული ინფექცია არაა.

მუქი ლაქა, ღია ლაქა, თხელი თეთრი ზოლები, ყვითელი ფერი, აშრევება, აქერცვლა, ზრდის შეფერხება, გადაჭარბებული სიმრუდე, სისქის გამჭირვალობამდე შემცირება, წამოზრდილი ბოლოები, სისხლდენა, კიდეების ანთება ან ვარდისფერი ზოლები იმის დამახასიათებელი ნიშანია, რომ ექიმთან კონსულტანციის გავლა ღირს.

ისინი, როგორც დაავადების დაწყების ნიშანი შეიძლება ერთ ან რამდენიმე ფრჩხილზე გაჩნდეს.

აი, როგორ უნდა გაშიფროთ შემდეგი სიგნალები:

1. ფრჩხილის მოღუნული ფორმა

როცა ფრჩხილი მოღუნულ ფორმას იღებს და ბოლოები აწეული აქვს, ეს შეიძლება რკინის დეფიციტის ან ანემიის ნიშანი იყოს. ასევე გულის იშემიური დაავადების, ჰიპოთირეოზის ან მკვებავი ნივთიერებების დეფიციტის ნიშანი. თუ ფრჩხილების ქვეშ სისხლდენა გაქვთ, რაც სისხლძარღვების გაწყვეტით არის გამოწვეული, ეს 10-20 %-ის შემთხვევაში შინაგან პრობლემაზე საუბრობს.

2. გამრუდება და ქსოვილების გადაჭარბებული ზრდა

ფრჩხილის გამრუდება, რომელსაც თან შემაერთებელი ქსოვილების გადაჭარბებული ზრდა და მთელი თითის შეშუპება ახლავს, სისტემურ დაავადებას უკავშირდება. ჩვეულებრივ, ფილტვების, გულის, ღვიძლის, კუჭ-ნაწლავის და თირკმლების უკმარისობის ნიშანია.

3. თეთრი ხაზები

ეს თეთრი ხაზები შეიძლება სამკურნალო საშუალების ნეგატიურ რეაქციაზე, ნივთიერებათა ცვლის დარღვევაზე, სიმსივნეზე, ინფექციურ დაავადებებსა (ტუბერკულოზი ან მალარია) და თირკმლების, ასევე გულ-სისხლძარღვთა პრობლემებზე უთითებდეს.

ფრჩხილის ბოლოში ვარდისფერი ზოლი ციროზის ან გულის უკმარისობის ნიშანი შეიძლება იყოს. როცა ფრჩხილები ყვითლდება, თხელია და ნელა იზრდება ასთმა, ტუბერკულოზი ან ქრონიკული ბრონქიტის არსებობა არ უნდა გამორიცხოთ.

4. ფრჩხილების ავთვისებიანი მელანომა

ერთ-ერთი ყველაზე ცუდი დარღვევა ფრჩხილების ავთვისებიანი მელანომაა. ის შეიძლება გამოჩნდეს ფრჩხილებზე შავი ლაქით, რომელიც ჩვეულებრივ დარტყმასთან ან დაზიანებასთან ასოცირდება.

5. გაუფერულებული ფრჩხილები

ჯანსაღ ფრჩხილს ვარდისფერი ან მოთეთრო-ვარდისფერი (მთვარე) შეფერილობა უნდა ჰქონდეს. თუ თქვენს ფრჩხილს გამჭვირვალე ან სხვა ფერის ზოლები აქვს, შეიძლება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული ფარული პრობლემა გქონდეთ.

  • მწვანე ფრჩხილები ბაქტერიული ინფექციის ნიშანი შეიძლება იყოს.
  • წითელი ზოლები ნახევარწრესთან გულის სარქველის ინფექციის გამაფრთხილებელ ნიშანს წარმოადგენს.
  • ლურჯი ფრჩხილები სისხლში ჟანგბადის დაბალ დონეზე მიუთითებს.
  • მოღუნული ფრჩხილები ვიტამინების დეფიციტის ნიშანია.
  • თეთრი ფრჩხილები ღვიძლის დაავადებებზე, მაგალითად ჰეპატიტზე შეიძლება უთითებდეს.
  • მუქი ზოლები ფრჩხილის ზედა ნაწილში დაბერებას და გულის უკმარისობას უკავშირდება.

6. მშრალი და მტვრევადი ფრჩხილები

თუ მშრალი და მტვრევადი ფრჩხილები გაქვთ, ჰორმონების და ჯანსაღი ბაქტერიების დონე შეამოწმეთ.

ფარისებრი ჯირკვლის და სოკოს პრობლემები სამკურნალოდ დროს მოითხოვს, ამიტომ სრულ განსხვავებას ფრჩხილზე ვერ შეამჩნევთ.

7. ნაწილობრივი აშრევება (ონიქოლიზი)

ეს შეიძლება ჰიპოთირეოზის ან ჰიპერთირეოზის, მიელომას, ანემიის, ფილტვის სიმსივნის ან დიაბეტის ნიშანი იყოს.

8. ფრჩხილის ფირფიტის შემცირება (ონიქომადეზი)

ეს ციებ-ცხელების დაავადების, ცუდად გაკონტროლებული დიაბეტის გამოვლენაში დაგეხმარებათ. ასევე სტრესის, პნევმონიის, ფსორიაზის ან მედიკამენტების გვერდითი რეაქციის ნიშანი შეიძლება იყოს.

თუ ფრჩხილებზე ასეთი ცვლილებები გაქვთ, ეს პრობლემის მოძებნაში დაგეხმარებათ, რადგან ეს დაავადების განვითარების პირველი ნიშნები ხშირად არის. სჯობს ამა თუ იმ სხეულის ნაწილის სპეციალისტს ეწვიოთ, რომელიც უფრო დეტალურად შეგამოწმებთ.