Connect with us

ჯანმრთელობა

ფრჩხილის სოკო 14 დღეში დავამარცხე. ლიმონის შემადგენლობაში შედის ძლიერმოქმედი ნივთიერება

სოკო ძალიან უსიამოვნო დაავადებაა. ვისაც ერთხელ მაინც ჰქონია, მისთვის ნაცნობია: ქავილი და აქერცლილი კანი, მიკრობზარები და წყლულები, თუმცა ეს ყველაზე უარესი არაა. მთავარია, რაც სოკოს შესახებ უნდა იცოდეთ – ის, თავისით არასდროს ქრება და ამასთან კანის სხვა ნაწილზე გამრავლებას იწყებს.

გთავაზობთ სოკოს საწინააღმდეგო 10 საუკეთესო ხალხურ საშუალებას. ის არა მხოლოდ უსაფრთხო და ეფექტურია, არამედ ოჯახური ბიუჯეტის დაზოგვაშიც დაგეხმარებათ.

როგორ მოვიშოროთ სოკო

1. დათვის კენკრა და ქრისტესისხლა გამოიყენეთ

50-60 გრ ქრისტესისხლას 1-1,5 ლ მდუღარე წყალი დაასხით. ცოტა ხნით დააყენეთ, შემდეგ 50 მლ 3%-იანი წყალბადის ზეჟანგი დაასხით. ფეხები (ან სხეულის სხვა დაზიანებული ნაწილი) ამ ნარევში ჩაყავით, შემდეგ გაჭრილი დათვის კენკრა დაიდეთ.

შედეგი ქრისტესისხლას შიგნით მიღებით გააძლიერეთ. ამისთვის ქრისტესისხლას 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და თერმოსში 1 საათით დააყენეთ. დილით, შუადღეს და საღამოს 1 ს/კ დალიეთ. ერთ კვირაში სოკო უკვალოდ გაქრება!

2. მუხის ქერქის აბაზანა გაიკეთეთ

ქვაბში 200-250 გრ დაქუცმაცებული მუხის ქერქი ჩაყარეთ, 1 ლ ცივი წყალი დაასხით, დაბალ ცეცხლზე 15 წუთით დადგით. ოდნავ გააგრილეთ და ამ ნარევში ფეხები დაიორთქლეთ.

3. ძმრის მჟავა წაისვით

ბამბის ჩხირი ძმარში დაასველეთ, შემდეგ დაზიანებულ ადგილზე ფრთხილად წაისვით. თუ წვას იგრძნობთ, იცოდეთ: საშუალება მოქმედებს. პროცედურა მანამ გააგრძელეთ, სანამ უსიამოვნო შეგრძნება არ გაქრება.

ეს პროცედურა ღამით არ შეასრულოთ, რომ სერიოზული დამწვრობა არ მიიღოთ.

4. იოდის გამოყენება სცადეთ

1 წვეთი იოდი დაზიანებულ კანზე დღეში 2-ჯერ შეიზილეთ. თუ კურსის დროს ტკივილს იგრძნობთ, როგორც წესი, ეს გამოჯანმრთელების ნიშანია.

თუ დისკომფორტი ყოველდღე იზრდება, იოდის გამოყენებაზე უარი თქვით.

5. ჩაის ხის ზეთი წაისვით

წინასწარ გასუფთავებულ დაზიანებულ კანზე ჩაის ხის ზეთი წაისვით. ეს ქავილს მოხსნის და დაზიანებულ ადგილს შეხორცებაში ხელს შეუწყობს.

6. ეფექტური საშუალება – პროპოლისის ხსნარი

სოკოს მოშორება პროპოლისის სპირტიანი ხსნარით სცადეთ. რაც შეიძლება ხშირად წაისვით და სასიამოვნოდ გაოცებული დარჩებით, რომ სოკოს სწრაფად და ეფექტურად  მოშორება შესაძლებელი ყოფილა.

დაავადების გარეგნული ნიშნების გაქრობის შემდეგ პროცედურის გაკეთება რამდენიმე დღით გააგრძელეთ. ეს სოკოს ხელმეორე გაჩენისგან დაგიცავთ.

7. ნივრის და ხახვის წვენი გარედან მიიღეთ

თუ სოკოს ერთხელ და სამუდამოდ მოშორება გსურთ – დაზიანებული ადგილი ხახვის და ნივრის წვენით დაიმუშავეთ. ასეთი სპეციფიკური სუნის ატანა ყველას არ შეუძლია.

8. ძმრის და სტაფილოს წვენი წაისვით

100-150 მლ სტაფილოს წვენი 1 ჭიქა 7% ძმარში გახსენით. კანის დაზიანებული ადგილას დღეში 5-6-ჯერ სრულ გამოჯანმრთელებამდე შეიზილეთ. ძმრის გამოყენების დროს ფრთხილად იყავით, კანი არ დაწვათ.

9. ნედლი კარტოფილი გამოიყენეთ

კარტოფილი გაასუფთავეთ და სახეხზე გახეხეთ. პლასტირის დახმარებით კარტოფილის კომპრესი დაზიანებულ ადგილზე დაიდეთ. დღეში 3-ჯერ 30 წუთით გაიჩერეთ. პროცედურა მინიმუმ 1 თვე, სრულ გამოჯანმრთელებამდე გააგრძელეთ.

10. ჩაის სოკო წაისვით

ჩაის სოკოს მცირე ნაჭერი მოჭერით. ფირი მოხადეთ და ფაფის მიღებამდე დაჭყლიტეთ. ეს ნარევი დაზიანებულ ადგილზე დღეში 3-4-ჯერ წაისვით. ყოველ ჯერზე ახალი კომპრესი გამოიყენეთ. საუკეთესო ეფექტის მისაღებად პროცედურის ჩატარებამდე ფეხები კარგად დაიორთქლეთ.

სოკო უსიამოვნო დაავადება, რომელიც ადამიანს ყოველ ფეხის ნაბიჯზე ხვდება. სამწუხაროდ, სოკოთი დაავადების ბევრი რისკი არსებობს: ოთახის ჩუსტები, პირსახოცი, მანიკიურის და პედიკურის ნაკრები.

სოკო შეიძლება სტუმრად ყოფნის დროს, აუზზე, აბანოში ან საუნაში აიკიდოთ. თუმცა კარგი ამბავი ისაა, რომ სოკოს სრულად მოშორება ძვირადღირებული სააფთიაქო საშუალებების გარეშე შესაძლებელია.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.