სახლი და დიზაინი
ფრთხილად იყავით ამ მცენარეებთან! ისინი ბავშვებისა და შინაური ცხოველებისთვის საშიშია
ვის არ უყვარს ოთახის მცენარეები? ისინი ხომ სახლს სიახლეს ანიჭებენ. თუმცა, ყველაფერი ასე მარტივად როდია. არსებობს უამრავი მცენარე, რომლებიც ზედმეტად ტოქსიკურია. ეს უნდა გაითვალისწინოთ, თუ ბავშვები ან შინაური ცხოველები გყავთ, რომლებმაც შეიძლება მცენარის ღეროები ან ფოთლები დაღეჭონ.
წარმოგიდგენთ იმ მცენარეების სიას, რომლებიც სადმე ზედა თაროზე უნდა მოათავსოთ(თუ მაინცდამაინც), მათი ტოქსიკურობის გამო.
1. ფილოდენდრონი
ადამიანებს, ჩვეულებრივ, ამ მცენარეზე მსუბუქი რეაქცია აქვთ, რომელიც პირის შეშუპებითა და დერმატიტით ვლინდება. კატებსა და ძაღლებზე კი მას გაცილებით სერიოზული გავლენა აქვს – კუნთების უკონტროლო კუმშვები(კრუნჩხვა), ტკივილი და შეშუპება.
2. პოტოსი
პოტოსი უმნიშვნელოდ მავნე მცენარედ ითვლება, თუმცა შეუძლია უსიამოვნო და, ხანდახან, სერიოზული გვერდით მოვლენები ცხოველებსა და ადამიანებში. ბავშვებში იგი პირის ღრუში წვით, კანის გაღიზიანებით, ტუჩების, ენისა და ყელის შეშუპებით, ღებინებითა და დიარეით გამოიხატება. ხოლო ცხოველებში – ნერწყვდენით, ქოშინით, პირისა და ენის შეშუპებით, გართულებული სუნთქვითა და კუჭის გაღიზიანებით.
3. ეროუჰედი
ახალგაზრდა მცენარე სქელ ბუჩქს ჰგავს გულის ფორმის ფოთლებით. მოხუც მცენარეებზე კი ჩნდება მცოცავი ღეროები და ისრის ფორმის ფოთლები. ადამიანებსა და ცხოველებში ამ მცენარით მოწამლვა იწვევს კანის გაღიზიანებას, კუჭის აშლილობასა და ღებინებას.
4. შროშანი
ადამიანები: კუჭის აშლილობა, გულისრევა, თავის ტკივილი, მხედველობის დარღვევა და კანის გაღიზიანება. კატები: დაღლილობა და უმადობა; შეიძლება გაჩნდეს ღვიძლის ან თირკმლების უკმარისობა.
5. კალა(ფრთათეთრა)
ადამიანებში ამ მცენარით მოწამლვა თავს იჩენს ტუჩების, პირისა და ენის წვითა და შეშუპებით, მეტყველებისა და ყლაპვის გართულებით, გულისრევითა და დიარეით. ცხოველებში მას მოსდევს ჭარბი ნერწყვდენა, წვა პირის ღრუში, დიარეა, გაუწყლოება, უმადობა და გულისრევა.
6. დიფენბახია
ადამიანები და ცხოველები: ძლიერი ტკივილი პირის ღრუში, ნერწყვდენა, წვის შეგრძნება, შეშუპება და კისრის გაბუჟება.
7. ოლეანდრი
ადამიანებში: არითმია, თავბრუსხვევა და ციებ-ცხელება.
ცხოველებში: არითმია, გულისრევა და კიდურების გაციება.
8. კალადიუმი
ადამიანებში ამ მცენარით მოწამლვა იწვევს მტკივნეულ წვასა და შეშუპებას პირის ღრუში, ტუჩებსა და კისერზე, გართულებულ სუნთქვას, საუბარსა და ყლაპვას. ხოლო ცხოველებში გულისრევას, ღებინებას, თავის ქნევას, ნერწყვდენასა და გართულებულ სუნთქვას.
9. გველისებრი მცენარე
ადამიანებში იგი იწვევს ისეთ ხანმოკლე სიმპტომებს, როგორებიცაა ტკივილი პირისღრუში, ნერწყვდენა და ღებინება.
ხოლო ცხოველებში მას შეუძლია ჭარბი ნერწყვდენის, ტკივილების, გულისრევის, ღებინებისა და დიარეის გამოწვევა.
10. ინგლისური სურო
ადამიანებში სურო იწვევს კანის ძლიერ გაღიზიანებას, წვას პირის ღრუსა და ყელში, კრუნჩხვებს, სიცხესა და გამონაყარს.
ცხოველებში იგი თავს იჩენს დიარეით, ჰიპერაქტიურობით, გართულებული სუნთქვით, სისუსტით, გულისრევით.
თქვენ გაქვთ ეს მცენარეები სახლში? როგორ უთავსებთ მას შინაურ ცხოველებსა და ბავშვებს? გაგვიზიარეთ გამოცდილება.