Connect with us

ვიდეო

ფრანგი მამაკაცი გატეხილ თეფშებს წლობით აგროვებდა. მისი შემოქმედება შედევრის სტატუსს ნამდვილად იმსახურებს

ფრანგმა მეზობლებს გატეხილი თეფშების მოტანა სთხოვა. აი, საბოლოოდ რა გამოვიდა

საფრანგეთის ქალაქ ლუვში, ნორმანდიის ჩრდილოეთით, 20 ათასი ადამიანი ცხოვრობს. გზამკვლევები გვითითებენ, რომ ლუვი პირველ რიგში, ქსოვილის ქარხნებით არის ცნობილი, თუმცა ეს ადგილი ტურისტებს სულ სხვა მიზეზის გამო იზიდავს.

ქალაქის ერთ-ერთ წყნარ ქუჩაზე საოცარი მოზაიკის შენობაა, რომელიც ათასობით ნიჟარის, კერამიკული ფრაგმენტების და მოზაიკის ნაწილებისგან არის შექმნილი. ტურისტები მას საყოფაცხოვრებო ჭურჭლის სასახლეს უწოდებენ. მის სანახავად უამრავი ტურისტი ჩამოდის.

ნამდვილად უჩვეულოა!

სახლი საკმაოდ ექსტრავანტულად გამოიყურება. სახურავიდან გამვლელებს მღელვარებით, შიშით და სიხარულით ათობით კერამიკის ფიგურა უყურებს.

კედლები მთლიანად თეფშების და თასების ფირფიტებითაა დაფარული. ზოგიერთ გამოძერწილ ნიჟარას შორის ნამდვილიც გვხვდება, რომლებიც თითქოსდა ზღვის სანაპიროდან პირდაპირ ლუვში ჩამოიტანეს.

აბსოლუტურად ყველაფერი ნამსხვრევებით არის დაფარული

საყოფაცხოვრებო ჭურჭლის სახლის ინტერიერი ნაკლებად გასაოცარი არაა. სახლის მფლობელმა დიდი ძალისხმევა ჩადოს, რომ თითოეული კვადრატული სანტიმეტრი ნამსხვრევებით და ნიჟარებით დაეფარა. ბილიკი, გრძელსკამი და ღობეც კი ამ ბედს ვერ გადაურჩა.

უბრალო ადამიანის შემოქმედება

ბევრი ფიქრობს, რომ იდუმალებით მოცული სახლი თანამედროვე ხელოვნების რომელიმე გენიოსის მიერ არის შექმნილი. მისი შემქმნელი მაღალი კულტურის სამყაროსგან საკმაოდ დაშორებულია. რობერტ ვასერი, რომელიც 1908 წელს დაიბადა, უბრალო მერძევე იყო.

თვითნასწავლი მოზაიკის გამკეთებელი

1952 წელს მან ცემენტის ნიჟარის თვითნაკეთი მოზაიკით მორთვა გადაწყვიტა. მასალის სახით ვასერმა ნიჟარები და გატეხილი თეფშის ნამსხვრევები გამოიყენა. მოზაიკაზე მუშაობა რობერტს ძალიან მოეწონა და ცოლი მისი შემოქმედებით აღფრთოვანებული იყო.

დაუღალავი მშრომელი

ნიჟარის მორთვის შემდეგ სამზარეულოს მოწყობა გადაწყვიტა. სამზარეულოს შემოსასვლელი და სხვა ოთახები მოჰყვა. როცა შიდა კუთხეების მოწყობა დაასრულა, რობერტმა შემოქმედება სახლის გარეთ გამოიტანა და ეზოს მორთვა დაიწყო.

საწყალი ძაღლი?

დაუღალავმა ფრანგმა ძაღლს მოზაიკის სახლი აუშენა. ყურადღება მიაქციეთ: აქ მცხოვრები ძაღლები ნამდვილად კომფორტულად ცხოვრობენ.

მერძევეს მემკვიდრეობა

სახლისა და ეზოს მოწყობას ვასერმა მთელი ცხოვრება დაუთმო. ცოლი როგორც შეეძლო ეხმარებოდა. შემდეგ კი საქმე შვილებმა და შვილიშვილებმა გააგრძელეს.

რობერტი და მისი მეუღლე ცოცხლები უკვე აღარ არიან, მაგრამ მემკვიდრეები ექსპერიმენტულ შემოქმედებას აქტიურად აგრძელებენ.

ეხმარებოდნენ, რითიც შეეძლოთ

ვასერი მასალის ნაკლებობას არ უჩიოდა. ოჯახის მეზობლები წლების განმავლობაში უკვე მიეჩვივნენ: თუ სახლში თეფში ან ჭურჭელი გატყდა, შეეძლოთ უბრალოდ რობერტის ან მისი ცოლისთვის მიეცათ. ისინი კი მათ მოზაიკის მოსართავად იყენებდნენ.

დროთა განმავლობაში სახლის შესახებ მთელმა ქალაქმა გაიგო და მის დასახმარებლად მსურველთა რიცხვი ათჯერ გაიზარდა.

ტურისტული სატყუარა

ლუვში ჩამოსული ტურისტები ამ სახლთან სურათის გადასაღებლად აუცილებლად მოდიან. ზედმეტად თამამები კარს დაკაკუნებას და სახლის მფლობელთან გასაუბრებასაც ახერხებენ.

ქვემოთ მოცემულ ვიდეოში სახლის უფრო მეტ პანორამულ ხედს დაინახავთ. მათ, ვისაც სახლის პირადად ნახვა სურს, მისამართს მოგცემთ: 80 rue du Bal-Champetre, 27400 Louviers, South of Rouen!