Connect with us

თავის მოვლა

ფოლგის ბურთს ყოველთვის ჯიბით ვატარებ. დამუხტული თმა პრობლემა აღარაა

ზამთარი ჩემი ფავორიტი სეზონია, რომელიც გემრიელ კონსერვებთან, ფეხქვეშ თოვლის ხრაშუნთან და თხილამურებით სრიალთან ასოცირდება. თუმცა მეორე მომენტიც აქვს. მრავალფენიანი მძიმე ტანსაცმელი, დამუხტული თმა, ნაკლები მზიანი დღეები ზამთრის უარყოფითი მომენტებია.

ვიცი, როგორ მოვიშორო ერთ–ერთი უსიამოვნება. თუ ქუდის მოხდის შემდეგ მარაოსავით გაშლილი დამუხტული თმა გაწუხებთ, მარტივი და გამოცდილი მეთოდით ამ პრობლემას მოიშორებთ. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ განმუხტოთ თმა ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.

ერთი მოქმედება დამუხტული თმის მოსაშორებლად

ზამთარში, ასევე სეზონებს შუა პერიოდში თმა ძლიერ იმუხტება. ხშირად ამის მიზეზი სინთეტიკურ ქსოვილებზე, როგორიცაა ქურთუკი, შარფი, ქუდი, თმის ხახუნია. ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება და შენობაში ცხელი ჰაერი თმას აზიანებს.

ჯიბით დაგუნდავებული ფოლგა ატარეთ, თუ დამუხტული თმის მოშორება გსურთ. როცა შენობაში შეხვალთ და ქუდს მოიხდით, ფოლგა გაშალეთ და თმაზე ზემოდან ქვემოთ გადაისვით. თმა თავის ადგილს დაუბრუნდება. იდეალური ვარცხნილობა არ დაიშლება. ფოლგა მზადდება ლითონისგან, რომელიც კარგი გამტარია და თმას ზედმეტ მუხტს აშორებს.

მეთოდები დამუხტული თმის წინააღმდეგ

1. თმის ანტისტატიკური საშუალება სცადეთ. ნებისმიერ მაღაზიაში შეგიძლიათ შეიძინოთ.

2. დაადგინეთ თმის ტიპი და შესაფერისი პროდუქტები გამოიყენეთ. მშრალ თმას შესაბამისი შამპუნი და კონდიციონერი სჭირდება, ხოლო ცხიმიან სკალპს სპეციალური მოვლის საშუალებები.

3. თმის დატენიანება არ დაგავიწყდეთ. ამაში შრატები და ნიღბები დაგეხმარებათ.

4. მკვებავი ზეთი გამოიყენეთ.

5. მშრალი შამპუნი გამოგადგებათ, თუ თავის დაბანას ვერ ასწრებთ. ხშირად არ გამოიყენოთ, რადგან თმას ზედმეტად აშრობს.

6. პლასტმასის სავარცხლის ნაცვლად ნატურალური მასალისგან დამზადებული გამოიყენეთ.

7. თმის დასასწორებელი, დასახვევი მოწყობილობების და ფენის გამოყენება შეამცირეთ. მათ გამოყენებამდე თმაზე თერმოდამცავი საშუალება წაისვით.

8. ფენი იონიზაციის ფუნქციით კარგი ნივთია. მის შეძენას გირჩევთ.

თმის დამუხტვა და ვარცხნილობის შენარჩუნების სურვილი მიზეზი არაა, რომ ქუდის დახურვაზე უარი თქვათ. ქუდის დახმარებით დაავადებების თავიდან აცილებას შეძლებთ, თმას გამოშრობისგან დაიცავთ. ფოლგის ხრიკი სცადეთ და დამუხტული თმა პრობლემა აღარ იქნება.

Advertisement