საკითხავი
ფოლგა მოქმედებაში: ნამწვი წამებში ქრება და ჭურჭელი ახალივითაა
ალბათ, ცხოვრებაში ერთხელ მაინც მიმწვარ ქვაბთან საქმე ყველას გვქონია. კარგია, თუ პრობლემას ლითონის საფხეკით და ჭურჭლის სარეცხი საშუალებით გაუმკლავდით. ხშირად ასეთი ჭურჭელი ნაგავში ან აგარაკზე, მაგალითად მწვადის დასამარინადებლად ხვდება.
სანამ უვარგისობაზე დასკვნებს გამოიტანთ, ყველა შესაძლო მეთოდით მისი ძველებური ფორმის დაბრუნება სცადეთ. რამდენიმე ხრიკით მიმწვარ ქვაბს და სხვა ჭურჭელს, რომელშიც ძველი ცხიმია ჩამჯდარი, სწრაფად და მარტივად გაწმენდთ. Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ, როგორ გახადოთ ჭურჭელი კრისტალურად სუფთა და პრაქტიკულად ახალი რამდენიმე საყოფაცხოვრებო ნივთის გამოყენებით.
როგორ გავწმინდოთ მიმწვარი ქვაბი ფოლგით
დაგჭირდებათ ალუმინის ფოლგა და სოდა. მიმწვარ ლაქას 3 ს/კ სოდა დააყარეთ, ცოტა წყალი დაუმატეთ. მიღებული პასტა ფოლგით კარგად შეაზილეთ. ქვაბი მანამ გახეხეთ, სანამ ნამწვი არ მოშორდება. ახლა თხევადი საპნით გარეცხეთ და კარგად გაამშრალეთ. ნახავთ, რომ ქვაბმა ძველებური სისუფთავე დაიბრუნა.
როგორ მოვაშოროთ ჭურჭელს ჩამჯდარი ცხიმი
ძველ ცხიმებთან „თამაში“ მოგიწევთ. ჩვეულებრივი ჯაგრისი ან ღრუბელი არ გამოგადგებათ. გაზქურის და რთული ზედაპირების საწმენდი ქიმიური საშუალება შეგიძლიათ გამოიყენოთ. უსაფრთხოების მიზნით თვალები დაიცავით, რესპირატორი და ხელთათმანი გაიკეთეთ. ასეთი საშუალება ძალიან აგრესიულია. უფრო ეკოლოგიური მეთოდიც არსებობს: ქვაბი სპეციალურ ხსნარში მოხარშეთ. დიდ ჭურჭელში, მაგალითად, დიდ ტაშტში ან ქვაბში 3 ლ წყალი აადუღეთ. ადუღებულ წყალს გახეხილი მჟავე ვაშლი და ნახევარი დიასახლისის საპონი დაუმატეთ. მიმწვარი ქვაბი ჩადეთ და დაახლოებით 30 წუთით ხარშეთ. ასეთი დამუშავების შემდეგ ძველი ცხიმი მარტივად მოშორდება.
როგორ მოვაშოროთ ჭურჭელს ნამწვი
დროთა განმავლობაში ნებისმიერ ჭურჭელზე უსიამოვნო ჭუჭყიანი ყვითელი ნადები ჩნდება. მისი გარეცხვა ადვილია საშუალებებით, რომლებიც სახლში ნამდვილად გაქვთ. ლიმონის ან ძმრის მჟავა სოდას აურიეთ. უხეში ღრუბელით მიღებული შუშხუნა მასა ტაფას წაუსვით. 10-15 წუთით გააჩერეთ. ახლა სარეცხი საშუალებით და ჩვეულებრივი ღრუბლით გაწმინდეთ.
კიდევ ერთი ეფექტური მეთოდი 2 ლიმონით: ლიმონი ოთხად გაჭერით და ქვაბში ჩადეთ. წყალი დაასხით და ადუღებამდე მიიყვანეთ. 5-10 წუთიანი დუღილის შემდეგ ნახავთ, რომ ქვაბის შიგნით მიმწვარი ნაწილები ზემოთ ამოცურდება. ახლა უბრალოდ ჩვრით გაწმინდეთ.
როგორც ხედავთ, ახალი ჭურჭლის და სარეცხი საშუალებების შეძენა საჭირო არაა, რომ სამზარეულო მოაწესრიგოთ. ცოტა დრო და ძალისხმევა საკმარისია, რომ დროში გამოცდილი ქვაბი ახალი ძალით განათდეს.