Connect with us

ყვავილები

ფლორისტების რჩევები, როგორ აიძულოთ ჰიბისკუსს კოკრების გაშლა

თუ ჩინური ვარდის, ჰიბისკუსის არა უბრალოდ გაზრდა, არამედ მისი ულამაზესი ყვავილებით ტკბობა გსურთ, დაიცავით ბალანსი და ყველა რეკომენდაცია, რომელიც ადგილმდებარეობას, ნიადაგისა და ქოთნის მიმართ მოთხოვნებს, მორწყვის და ტემპერატურის რეჟიმს ეხება. ამ მოთხოვნების გათვალისწინებით უხვი ყვავილობა გარანტირებულია. ერთი შეცდომა საკმარისია, რომ მცენარემ ყვავილობაზე უარი თქვას. როგორ ვაიძულოთ ჩინურ ვარდს ყვავილობა?

Аlltime.ge–ს რედაქცია გამოცდილი ფლორისტების რჩევებს გიზიარებთ. ყველა წესი შეასრულეთ და ზაფხულში ჩინური ვარდი ლამაზი და კაშკაშა ყვავილებით გაგახარებთ.

ოქროს წესები ჩინური ვარდის ასაყვავებად

აუცილებელი ქოთანი და ნიადაგი

თუ ჰიბისკუსს მწვანე ფოთლები აქვს, მაგრამ არ ყვავილობს, უფრო პატარა ქოთანში გადარგეთ. ფესვები ასე შევიწროვდება და მცენარეს ყვავილობას აიძულებს.

ქოთანში ჩაყარეთ ნაყოფიერი მიწა თიხის კორდით. ხის ნახშირის ნაფშვენით მიწაში შენარჩუნდება სუბსტრატის ბალანსი. ეს მცენარის კოკრების გაშლაზე დადებითად აისახება.

სწორი მორწყვა

ლამაზ მცენარეს მორწყვის რეჟიმის დაცვა სჭირდება. რეგულარულად მორწყეთ. გამოიყენეთ რბილი, ოთახის ტემპერატურაზე გაჩერებული წყალი. მასში ქლორის კვალი არ უნდა იყოს და ადუღებისას ნაქაფს არ უნდა ტოვებდეს.

  • ზამთარში აქტიურად არ მორწყათ, რომ ფესვები ლპობისგან დაიცვათ.
  • თებერვლის ბოლოდან მორწყვა შეგიძლიათ გაახშიროთ, თანდათან ტემპი გაზარდეთ.
  • ზაფხულში უხვად მორწყეთ და ფოთლები დანამეთ.

ტემპერატურის რეჟიმი და განათება

ზამთარში ჩინური ვარდი მაქსიმუმ 15 გრადუს ტემპერატურაზე გააჩერეთ, რომ ზაფხულში აყვავდეს. ამავდროულად, ყვავილი კარგი განათებით უნდა უზრუნველყოთ. მზის პირდაპირ სხივებს მოერიდეთ. ბნელ ოთახში არ დატოვოთ.

გამოცდილი ფლორისტების რჩევები დაგეხმარებათ, რომ ჩინური ვარდის ლამაზ ყვავილობას მიაღწიოთ. ამ საქმეში წარმატებას გისურვებთ.

Advertisement