Connect with us

ჯანმრთელობა

ფილტვების ნიკოტინისა და თამბაქოს კვამლისგან გამწმენდი საუკეთესო მეთოდი

მწეველებს და ასევე მათ, ვინც თამბაქოს მოწევას თავი დაანებეს, უნდა ახსოვდეთ, რომ მათი ფილტვები ნიკოტინით და თამბაქოს კვამლით (ფისით) სავსეა.

დღეს გიამბობთ ხალხური მეთოდის შესახებ, რომლის დახმარებით ნიკოტინისა და ფისისგან ფილტვების გაწმენდას შეძლებთ. იდეალურ შემთხვევაში, პირველ რიგში, მოწევას თავი უნდა დაანებოთ, რადგან თამბაქოს კვამლი და ნიკოტინი ფილტვებს სერიოზულ ზიანს აყენებს და ამას შეუქცევადი ხასიათი აქვს.

ეს რეცეპტი არა მხოლოდ ფილტვების გაწმენდაში დაგეხმარებათ, არამედ სამომავლო გართულებებს თავიდან აგაცილებთ, უფრო მეტიც, ის მხოლოდ 4 ინგრედიენტისგან შედგება.

ინგრედიენტები:

  • დაახლოებით 2,5 სმ კოჭის ფესვები
  • 2 ჩ/კ კურკუმა
  • 400 გრ შაქარი ან თაფლი
  • 400 გრ ხახვი
  • 1 ლ წყალი

მომზადება:

  1. წყალი აადუღეთ და შაქარი დაუმატეთ.
  2. თუ თაფლის გამოყენება გადაწყვიტეთ, ის ბოლოს უნდა დაამატოთ.
  3. შემდეგ კოჭის ფესვები გახეხეთ, ხახვი დაჭერით და მდუღარე წყალს დაუმატეთ.
  4. როცა წყალი კვლავ ადუღდება, ცეცხლს დაუწიეთ და 2 ჩ/კ კურკუმას ფხვნილი დაუმატეთ.
  5. შემდეგ, დაბალ ცეცხლზე უბრალოდ აადუღეთ, სანამ მისი რაოდენობა ორჯერ არ შემცირდება.
  6. მიღებული ნარევი გადაწურეთ და ქილაში ჩაასხით.
  7. გაგრილება აცადეთ, შემდეგ ქილა მაცივარში შეინახეთ.

გამოყენება:

2 ს/კ ნარევი დღეში ორჯერ მიიღეთ: დილით, ცარიელ კუჭზე და სადილის ან სამხარის შემდეგ.

სარგებელი ჯანმრთელობისთვის

კოჭა

კოჭა ხალხურ მედიცინაში უკვე ათასი წელია გამოიყენება და მას ფილტვებში ლორწოს დაგროვების შეფერხება შეუძლია.

კურკუმა

კურკუმა პოპულარული ინგრედიენტი, რაც მის ძლიერ ანტივირუსულ, ანტიბაქტერიულ და ანტისეპტიკურ თვისებებს უკავშირდება. ის ანთებას ებრძვის და სისხლს წმენდს.

ხახვი

ხახვი რესპირატორული ინფექციების თავიდან ასაცილებლად საკმაოდ ეფექტური საშუალებაა. როგორც ნიორი, ხახვსაც ძლიერი სიმსივნის საწინააღმდეგო თვისებები აქვს, ამიტომ ავთვისებიანი წამონაზარდების სამკურნალოდ ხშირად გამოიყენება.