ჯანმრთელობა
ფიკუსი – ძველი მკურნალი ექიმი თქვენს სახლში
ამ მცენარეს ისეთ ჯადოსნურ ძალებს აწერენ, როგორიცაა ნაყოფიერება, დაცვა, სიბრძნე და მედიტაცია.
ფიკუსი უარყოფით ემოციებს შთანთქავს, ცხოვრებისეული პრობლემების მოგვარებაში გვეხმარება, სახლს შფოთვისა და განცდებისგან იცავს. სახლში სუნთქვა უფრო მარტივი გახდება, ამით შეიძლება მტვერსასრუტს შევადაროთ.
არსებობს ცრურწმენა: „თუ სახლში ბავშვები არ გყავთ, ხოლო წყვილს ბავშვის ყოლა ძალიან სურთ, ფიკუსი აუცილებლად უნდა შეიძინონ“.
ფიკუსი სახლში – ბედნიერების მომტანი
ფიკუსი მაშინაც დაგეხმარებათ, თუ სახლში არ ზრდით. თუ ბოროტებას ან უბედურებას გრძნობთ, საკმარისია ხის ირგვლივ რამდენჯერმე წრე დაარტყათ და ბოროტი სულები ამ ადგილს მიატოვებენ.
დაორსულების მიზნით (თუ ფიკუსის სახლში გაზრდის შესაძლებლობა არ გაქვთ) ამ ხესთან შიშველმა უნდა გაიაროთ.
ფიკუსის ფოთლებს მედიტაციის დროს საკმეველში, ასევე სიბრძნის მოსაპოვებელ ნარევებში იყენებენ. სახლში წარმატების და სიმდიდრის მოსაზიდად ბენჟამინის ფიკუსი დაგეხმარებათ. ასეთი ფიკუსი სამზარეულოში დადგით და თქვენი ოჯახი არასდროს იშიმშილებს. ფენ-შუის თანახმად, თუ ფიკუსს ამ ზონაში მოათავსეთ, თქვენი ცხოვრების ეს სფერო ჰარმონიით სავსე იქნება.
ფიკუსი და მკურნალობა
ფიკუსი სურდოს და ხველის საწინააღმდეგოდ გამოიყენება. ფიკუსის ფოთლების სპირტიანი ხსნარი რევმატიზმის, ართრიტის და ართროზის სამკურნალოდ გამოიყენება. მცენარე ბუასილის დროს დაგეხმარებათ.
ყველა იმ დაავადების ჩამოთვლა, რომელსაც ფიკუსი კურნავს, შეუძლებელია. სამწუხაროდ, ბევრი რეცეპტი დაკარგულია.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მკურნალობა
ფიკუსის ახალი ფოთლები ხორცის გასატარებელ მანქანაში გაატარეთ, 50 მლ წვენი გაწურეთ და 100 მლ სპირტი დაუმატეთ, 2 დღით მუქი ფერის ბოთლში დააყენეთ და მაცივარში შეინახეთ. პირველ დღეს ყოველ 2 საათში 1 ს/კ დალიეთ, შემდეგ დღეში 5-ჯერ მიიღეთ, მეოთხე დღეს 1 ჩ/კ დღეში 3-ჯერ, ჭამის შემდეგ დალიეთ.
დიარეას დროს
თქვენ დაგჭირდებათ ფიკუსის 4-5 ფოთოლი და 1 ჩ/კ თაფლი.
ფიკუსის ფოთლები ხორცის გასატარებელ მანქანაში გაატარეთ, ფაფის წვენი გაწურეთ, თაფლი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. ნარევი მაცივარში შეინახეთ. პირველი სამი დღე 2 ს/კ ყოველ 2 საათში, შემდეგ დღეში 3-ჯერ, ჭამის მიღების წინ დალიეთ. ეს საშუალება დიზენტერიის დროსაც დაგეხმარებათ.
რადიკულიტის, ოსტეოქონდროზის და ართრიტის დროს
ფიკუსის ფოთლები ხორცის გასატარებელ მანქანაში გაატარეთ, 100 მლ არაყი დაასხით, მჭიდროდ დაახურეთ და ბნელ, გრილ ადგილას 2 კვირა შეინახეთ. შემდეგ ორად გაკეცილ მარლაში ნაყენი გაფილტრეთ, მუქი ფერის ბოთლში გადაასხით და ცივ ადგილას შეინახეთ.
გამოყენების წინ ნაყენი სჯობს შეათბოთ, მაგრამ არა ცეცხლზე, არამედ ცხელ წყალზე. ძილის წინ ზომიერი ცხელი აბაზანა (39 გრადუსი ტემპერატურა) მიიღეთ. აბაზანას 200 გრ ჩვეულებრივი საცხობი მარილი დაუმატეთ, შემდეგ მტკივნეულ სახსრებზე ფიკუსის ნაყენი შეიზილეთ, ბეწვის შარდით შეიხვიეთ. მკურნალობის კურსი 10 დღე.
მეჭეჭის და ცხიმგროვის საწინააღმდეგოდ
ფიკუსის 2 ფოთოლი ხორცის გასატარებელ მანქანაში გაატარეთ, მარლით გაწურეთ. 100 მლ წვენს 50 მლ ძმრის ესენცია დაუმატეთ, ნარევი მუქი ფერის ბოთლში ჩაასხით და მჭიდროდ დაახურეთ. 2-3 წვეთი მტკივნეულ ადგილას დაიწვეთეთ და ეცადეთ, ჯანსაღ კანზე არ წაისვათ.
თუ ძლიერ წვას იგრძნობთ, დაუყონებლივ წყლით ჩამოიბანეთ. თუ წვა მოსათმენი იქნება 10 წამის შემდეგ ჩამოიბანეთ.
ქალური დაავადებები
ლაქტაციის გასაზრდელად
ახალ დაწურული ფიკუსის 4-5 წვეთი შაქრის ნატეხს დააწვეთეთ, ნელ-ნელა პირში გაადნეთ. ცოტა ხანში ერთი ბანანი შეჭამეთ. დღეში ასეთი სამკურნალო საშუალება შეგიძლიათ 2-ჯერ მიიღოთ.
მასტოპათიის დროს
ხორცის მანქანაში გატარებული ფიკუსის ფოთლები გაწურეთ. წვენს გემოვნებით შეგიძლიათ თაფლი დაუმატოთ. 1 ჩ/კ დღეში ერთხელ, დილას ან საღამოს, ჭამამდე დალიეთ. კურსი 1 კვირა. შემდეგ 2 კვირა შეისვენეთ და კურსი კვლავ გაიმეორეთ.
ამავდროულად ფიკუსის ფაფისგან ლოსიონს აკეთებენ. ფიკუსის ფოთლები ხორცის გასატარებელ მანქანაში გაატარეთ, პატარა ობობების ცოტა აბლაბუდა, 1 ჩ/კ თაფლი და ფქვილი დაუმატეთ. გააბრტყელეთ და მკერდზე დაიდეთ, შემდეგ სახვევით დააფიქსირეთ. როგორც წვენის მიღების დროს, 7 დღიანი მკურნალობის შემდეგ 2 კვირა შეისვენეთ და შემდეგ კურსი გაიმეორეთ.
პულმონალური დაავადებების მკურნალობა
ძლიერი ხველის საწინააღმდეგო კომპრესი
თქვენ დაგჭირდებათ: 1 ფიკუსის ფოთოლი, 1 ჩ/კ თაფლი, 2 ჭიქა წყალი.
მომზადების მეთოდი: წყალი ადუღებამდე მიიყვანეთ, შემდეგ წყალში ფიკუსის ფოთოლი 3 წუთით ხარშეთ. შემდეგ მოხარშულ ფოთოლს თაფლი წაუსვით.
გამოყენების მეთოდი: თაფლიანი ფოთოლი მკერდთან დაიდეთ და თბილი ქსოვილით შეიხვიეთ. კომპრესი დილამდე გაიჩერეთ. კურსი სრულ განკურნებამდე გააგრძელეთ.
ნაწლავური აშლილობის დროს
ამ დროს ფოთლების წვენის და თაფლის ნარევი დაგეხმარებათ. 2 ს/კ ნარევი ყოველ 2 საათში დალიეთ, სანამ პრობლემა არ გაქრება.
კბილის ტკივილის დროს
ფიკუსის სპირტიანი ნაყენი კბილის ტკივილის დროს დაგეხმარებათ. ამისთვის 1 ს/კ ფიკუსის წვენი 3 ს/კ სპირტს აურიეთ და 2-3 დღე ბნელ ადგილას გააჩერეთ. კბილის მწვავე ტკივილის დროს ბამბა ნაყენში დაასველეთ და მტკივნეულ კბილზე დაიდეთ ან პიპეტით დააწვეთეთ.
კოჟრების მოსაშორებლად
ფიკუსის ფოთოლი დააქუცმაცეთ, 70 %-იანი ეთილის სპირტი სქელი არაჟნის მიღებამდე აურიეთ. ნარევი კოჟრზე წაისვით, ცელოფანი და ქსოვილი დააფარეთ. სახვევი მთელი დღე გაიჩერეთ. პროცედურა სასურველი შედეგის მიღებამდე გააგრძელეთ.