Connect with us

საკითხავი

ფეხსაცმლის გაყვითლებულ ძირს ხალხური მეთოდებით ვწმენდ და მიმზიდველობას ვუბრუნებ

ფეხსაცმლის თეთრ ძირს ფრთხილი მოპყრობა და სათანადო მოვლა სჭირდება. გაჭუჭყიანების შემთხვევაში მაშინვე უნდა გაწმინდოთ, რომ კვალი არ დარჩეს და მიმზიდველობა არ დაკარგოს. ფეხსაცმლის თეთრი ძირის გასაწმენდად მაღაზიაში საწმენდი საშუალების შეძენა საჭირო არაა, რადგან ხალხური მეთოდები საქმეს ბიუჯეტურად და ეფექტურად უმკლავდება. Alltime.ge–ს რედაქცია სამ მეთოდს გიზიარებთ, რომელიც წლების მიერ გამოცდილია.

პირველი ვარიანტი

დაგჭირდებათ: ძველი კბილის ჯაგრისი და კბილის პასტა, რომელიც ფერად მინარევებს არ შეიცავს. ძვირიანი კბილის პასტის ყიდვა საჭირო არაა, იაფიც ამოცანას გაუმკლავდება და ფეხსაცმლის ძირს გაათეთრებს.

ფეხსაცმელს ჭუჭყი მოაშორეთ და გაწმინდეთ. თეთრი კბილის პასტა ძველი ჯაგრისით წაუსვით და ძლიერ გახეხეთ. 15 წუთის შემდეგ პასტის ნარჩენები წყლით მოაშორეთ, ფეხსაცმელი გარეცხეთ და გასაშრობად აივანზე გაიტანეთ.

მეორე ვარიანტი

დაგჭირდებათ აცეტონი. იმის მიუხედავად, რომ ბევრი ქალი მანიკურს სალონში იკეთებს, სახლში აცეტონი მაინც აქვთ. ამ საშუალებით ფეხსაცმლის თეთრ ძირს სერიოზულ ჭუჭყს მოაშორებთ. შავი ზოლები უკვალოდ გაქრება.

სანამ მეთოდს გამოიყენებთ, დატესტეთ, რამდენად უსაფრთხოა. აცეტონი თეთრი ძირის პატარა ადგილს წაუსვით. თუ შედეგი დამაკმაყოფებელია, საქმეს შეუდექით. აცეტონში დასველებული ბამბის დისკით ძირი გაწმინდეთ. ბოლოს გარეცხეთ და ბოტასის გაშრობას დაელოდეთ.

მესამე ვარიანტი

ლიმონმჟავა აგრესიული დამხმარე საშუალებაა, რომელიც ფეხსაცმლის თეთრ ძირს ჭუჭყს, ასევე სიყვითლეს აშორებს. მისი გამოყენების შემდეგ ფეხსაცმელი ისეთივე მიმზიდველი გახდება, როგორც შეძენის დღეს იყო.

სველი ჯაგრისით ლიმონმჟავა ფეხსაცმლის ძირს წაუსვით. ძნელად მისადგომი ადგილებიც აქტიურად გახეხეთ. ნივთიერების სრულად გახსნას დაელოდეთ, შემდეგ ფეხსაცმელი გამდინარე წყალში გარეცხეთ და გააშრეთ.

გირჩევთ, რომ ფეხსაცმელი გაჭუჭყიანებისგან მაქსიმალურად დაიცვათ. ჭუჭყი სწრაფად მოაშორეთ, რომ ფეხსაცმლის თეთრი ძირი მიმზიდველი დარჩეს.

Advertisement