Connect with us

ტესტები

ფეხების ფორმას ყველა თქვენი საიდუმლოს გაცემა შეუძლია. მასზე ბევრი რამ არის დამოკიდებული

ყოველი ადამიანი განუმეორებელია. სხვების განსჯა გარეგნობის მიხედვით მეტად წინდაუხედავი საქციელია. მიუხედავად ამისა, ხასიათსა და გარეგნულ მონაცემებს შორის კავშირი გარკვეულწილად არსებობს.

ყველა მივყვებით ცხოვრების დინებას და უცნაური იქნებოდა, რომ ფეხებს, რომელსაც მივყავართ ამ გზაზე, არ შეეძლოთ რაიმეს თქმა ჩვენ ცხოვრებაზე.

სწორედ ამიტომ ჩვენმა რედაქციამ მოგიმზადათ უჩვეულო და საინტერესო ტესტი ადამიანის ხასიათისა და ქცევების თავისებურებების განსაზღვრისთვის. ამ მეთოდის საშუალებით, თქვენ ისწავლით ადამიანების გარჩევას ფეხების ფორმის მიხედვით. ასეთი სახალისო ფაქტები ჩემ შესახებ ჯერ არსად წამიკითხავს!

ადამიანის ხასიათის ამოსაცნობი ტესტი

ფიზიკური და ფსიქოლოგიური თავისებურებების ურთიერთკავშირს დიდი ხანია სწავლობენ ფსიქოლოგები. მიიჩნევა, რომ ადამიანის ხასიათის ამოცნობა შესაძლებელია, ტუჩების მოხაზულობით, თითების სიგრძით, სიარულის, ჯდომის, საუბრის, ჭამის მანერით. ხოლო მშვენიერი სქესის წარმომადგენელთა ხასიათის გაშიფვრა ასევე შესაძლებელია ფეხების ფორმითაც.

ფაქტურად არსებობს 4 ძირითადი ფორმა; და აი, როგორ გამოიყურებიან ისინი.

ტიპი A

ამ კატეგორიას მიეკუთვნებიან ქალები, რომელთა ფეხები მჭიდროდ ეხება ერთმანეთს. თუმცა, არის მცირე ზომის ღრეჩო კოჭებს შორის. ამ ტიპის ქალები ხასიათდებიან რბილი ხასიათით და განსაკუთრებული ქალურობით, ამასთან ისინი მორიდებულები არიან თითქმის ყველა ასპექტში. ასეთი ქალები ფაქტიურად არასოდეს იჩენენ ინიციატივას და ამ საკითხში მთლიანად ეყრდნობიან მამაკაცს.

რა თქმა უნდა, მოკრძალებული და მათზე დამოკიდებული მადილოსნები მამაკაცებს ძალიან მოწონთ, ისინი ხომ სუსტები ჩანან და ასეთი ქალების გვერდით მათ შეუძლიათ გამოავლინონ თავიანთი მზრუნველობა და მფარველობა, თუმცა უინიციატივობა შეიძლება მალევე მობეზრდეთ.

სამწუხაროდ, ამგვარი კლასიკური მანდილოსნები დიდი ხანია აღარ არიან მოდაში. ნამდვილი ქალი დღევანდელ დღეს აღიქმება არა პასიურ არსებად, არამედ თანასწორ პარტნიორად.

ტიპი B

თუკი თქვენი ფეხები ერთმანეთს მხოლოდ კოჭების ტერიტორიაზე ეხება, ე.ი. მიეკუთვნებით ქალების იმ კატეგორიას, რომლებიც აქტიურ ცხოვრებას მისდევენ. ხართ ენერგიული, ცოტა აგრესიული, ზუსტად იცით რა გინდათ ცხოვრებისგან. თუმცა პირად ურთიერთობებში ძირითადად საბანს თქვენსკენ ქაჩავთ, რაც ისევე აფრთხობს მამაკაცებს, როგორც ზედმეტი პასიურობა.

ასევე ამ ტიპის ქალებს უყვართ, როდესაც ურთიერთობებში არის გარკვეული თამაშის ელემენტი. რაც უფრო მეტია სიურპრიზები და მოულოდნელობები, მით უკეთესი. ასეთი ქალები არასოდეს გადაიქცევიან კლასიკურ დიასახლისებად.

ტიპი С

მოცემულ ტიპს მიეკუთვნებიან ქალები, რომელთა თეძოები მჭიდროდ ეხება ერთმანეთს, წვივები კი – არა. ეს ქალბატონები ოსტატურად ინიღბებიან ორივე უკიდურესობით და საჭირო მომენტში შეუძლიათ გაოცება. სინაზე და რომატიულობა შეიძლება უცბად შეცვალოს სიგიჟემ და ორიგინალურობამ. ასეთ გოგოსთან მოწყენა ფაქტიურად შეუძლებელია!

სამწუხაროდ, ბევრ მამაკაცს აფრთხობს ასეთი არაპროგნოზირებადი ქალები. მაგრამ, თუკი გამოჩნდება ის ერთადერთი, რომელიც მზად იქნება ნებიმიერი მოულოდნელობისთვის, მას ნამდვილი ბედნიერება ელის, რომელიც არ მობეზრდება.

ტიპი D

ეს ფეხების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა. მოცემულ ვარიანტში ერთმანეთს ეხება თეძოების ზედა ნაძილი, მუხლები და კოჭები. ეს ქლების კლასიკური კატეგორიაა – თანაშემწეები. იგი მზადაა გაყვეს მამაკაცს და არ უწევს კონკურენციას.

საწოლში ასეთი ქალები ექსპერიმენტების ინიციატორები არ იქნებიან, მაგრამ მამაკაცის ნებისმიერ იდეას მხარს აუბამენ. მათთვის უფრო მეტად დამახასიათებელია “მხარდაჭერა” და არა “სტიმულირება.”

თუმცა, მამაკაცების უმრავლესობას ხომ სწორედ ეს სურს ცხოვრბაში – გვერდით ჰყავდეს ადამინი, რომელიც დაეხმარება ნებიმიერი სიძნელეების გადალახვაში.

პირადად მე, კარგად გამახალისა მოცემულმა ტესტმა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ნამდვილად არ ღირს ადამიანის შესახებ დასკვნების გამოტანა მხოლოდ მისი გარეგნობის მიხედვით. საჭიროა, ერთად იყოთ სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციებში. ასეთ შემთხვევაში ადამიანი მართლაც ბოლომდე გაიხსნება.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.