ჯანმრთელობა
ფეიხოა თაფლთან ერთად – ყველაზე ეფექტური საშუალება ფარისებრი ჯირკვლის აღსადგენად
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის აღსადგენად ეფექტური საშუალების მომზადება ძალიან მარტივია. ამისთვის დაგჭირდებათ ორი კომპონენტი – თაფლი და ფეიხოა.
ცოტამ თუ იცის, რომ ფეიხოა დედამიწაზე ერთადერთი მცენარეა, რომელიც იოდს რეკორდული რაოდენობით (0,2-1 მგ 100 გრ პროდუქტზე) შეიცავს. ამ მონაცემებით, ფეიხოას მხოლოდ ზღვის პროდუქტები შეედრება.
სწორედ ამიტომ ფეიხოა ძალიან სასარგებლოა ადამიანებისთვის, რომლებიც იოდის დეფიციტის მქონე რეგიონებში ცხოვრობენ.
კენკრის დადებით თვისებას ის წარმოადგენს, რომ როგორც თაფლი ორგანიზმში სრულად აითვისება. ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ფეიხოა თაფლთან ერთად ძალიან სასარგებლოა ადამიანებისთვის, რომელთაც ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები და იოდის დეფიციტი აწუხებთ.
საშუალების მოსამზადებლად ნატურალური თაფლი და ფეიხოა უნდა შეიძინოთ.
ფეიხოას ქერქი მოაშორეთ, რადგან მას მომწარო გემო აქვს. შემდეგ ფეიხოა ხორცის გასატარებელ მანქანაში გაატარეთ. ამის შემდეგ ფეიხოა და თაფლი 1:1 პროპორციით აურიეთ.
სასურველია თაფლი მეფუტკრესთან შეიძინოთ. თაფლის სახეობას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს.
მიღებული ნარევი მაცივარში შეინახეთ და დღეში 3-ჯერ 1 ჩ/კ მიიღეთ. ნარევი როგორც ჭამამდე, ასევე ჭამის დროს, მაგალითად ჩაისთან ერთად მიიღოთ. თუმცა, თვითმკურნალობის დაწყებამდე ექიმთან კონსულტანცია აუცილებლად გაიარეთ.
ასევე, ზემოთ მოცემული პროდუქტების მიმართ ინდივიდუალური აუტანლობის შესახებ უნდა გახსოვდეთ! თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.