Connect with us

სახლი და დიზაინი

ფარდები ისეთივე თეთრია, როგორც შეძენის დღეს: ჩაალბეთ 10 წუთით ამ ხსნარში

როცა ჯერ კიდევ პატარა ვიყავი, მახსოვს, როგორ რეცხავდა დედაჩემი ფარდებს. ისინი მუდმივად იდეალურად თეთრი იყო სამზარეულოშიც კი. თავიდან, ცეცხლზე ათბობდა წყალს ათლიტრიანი სათლით, რომელშიც ქსოვილი იხარშებოდა. შემდეგ მას ლილის ხსნარში ალბობდნენ მკვეთრი სითეთრისთვის, ხანდახან – მსუბუქი სილურჯისთვისაც. მერე სახამებლიან წყალში ავლებდნენ: ასე იგი ფორმას არ კარგავდა. ახლა ყველაფერი შეიცვალა და კითხვა, თუ როგორ უნდა გავრეცხოთ ფარდები, უკვე პრობლემატურია.

არსებობს სხვადასხვა საშუალება, რომლებიც ეფექტურია და დროის ეკონომიაშიც გვეხმარება. თუმცა, ეს არ ეხება სამზარეულოს ფარდებს. ისინი შეიწოვს არამხოლოდ მტვერს, არამედ ნებისმიერი საკვების სუნს, ცხიმსა და ბოლს. ბევრი თავს არიდებს თეთრი ქსოვილის შეძენას – ის სწრაფად ყვითლდება, შემდეგ კი აღარ ირეცხება. იყავით თამამი, შეიძინეთ ის, რაც მოგწონთ, რადგან ყველაფრის გათეთრებაა შესაძლებელი პირის სავლების გამოყენებით.

როგორ გავრეცხოთ სამზარეულოს ფარდები

  1. კარგად დაფერთხეთ ფარდა მტვრის მოსაშორებლად.
  2. მოათავსეთ ღრმა ჭურჭელში და დაასხით ცივი წყალი.
  3. დაუმატეთ 30 მლ სავლები, დაელოდეთ 10 წუთით.
  4. ფრთხილად გარეცხეთ ფარდა ხელით. გადაასხით ბინძური წყალი.
  5. მოათავსეთ ქსოვილი სარეცხის მანქანაში. გამოიყენეთ საბავშვო ფხვნილი და ჩართეთ რეცხვის დელიკატური რეჟიმი.
  6. დააუთოვეთ თითქმის გამშრალი ფარდა და დაკიდეთ თავის ადგილას.

შედეგად ქათქათა თეთრ ფარდას მიიღებთ!

თქვენ როგორ ათეთრებთ ქსოვილებს? გაგვიზიარეთ გამოცდილება კომენტარებში.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.