Connect with us

ტესტები

უჩვეულო პროგნოზი სექტემბრისთვის: აირჩიეთ კონვერტის ციფრი და გაიგეთ, რა გელით ამ შემოდგომას

ყოველთვის იმედი გვაქვს, რომ ახალი სეზონი საუკეთესო ცვლილებებს მოგვიტანს. ჰოროსკოპებს და პროგნოზებს უსასრულოდ ვკითხულობთ, რომ ჩვენთვის რაღაც კარგი გავიგოთ. წარმატების მიღწევა მარტივია და ამაში ჩვენი დღევანდელი ტესტი კონვერტებით დაგარწმუნებთ.

Alltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ შემთხვევითობის ნებას მიენდოთ და ერთი თამაში ითამაშოთ. 6 იდენტური კონვერტიდან ერთ–ერთი აირჩიეთ და პროგნოზი წაიკითხეთ.

პროგნოზი სექტემბრისთვის

შემთხვევითი არაფერია. სამყარო ნიშანს გაძლევთ. დროულად შეამჩნიეთ, რომ ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ. ცვლილებები მაშინვე შეიძლება ვერ შენიშნოთ, მაგრამ აუცილებლად მოხდება. სეზონის შეცვლა ამისთვის საუკეთესო დროა.

შემოდგომაზე ახალი ეტაპი იწყება. ყველა დონეზე განახლება ხდება. თამაში კონვერტებით სწორედ ამისთვისაა. გიამბობთ, რა იმალება თითოეულ კონვერტში.

კონვერტების გაშიფვრა

1. აღიარეთ, რომ რთული ზაფხული გქონდათ. ფიზიკურად და მორალურად ძალიან დაიღალეთ. თუ ნერვული აშლილობის და საბოლოო გადაწურვის თავიდან აცილება გსურთ, ამოისუნთქეთ.

დროებით უკან დაიხიეთ. ეს აუცილებლად გჭირდებათ. დასვენებისგან მაქსიმალური სიამოვნება მიიღეთ. შვებულება აიღეთ და ბუნებაში წადით. ამას ნამდვილად არ ინანებთ!

2. სექტემბერი იდეალური დროა, რომ ყველა დაწყებული საქმე დაასრულოთ. თუნდაც ფიქრობდეთ, რომ ყველაფერი გააკეთეთ, გახსოვდეთ: უფრო მეტი შეგიძლიათ.

წარმოიდგინეთ, რომ მარათონის მორბენალი ხართ და ფინაშამდე ცოტა გაკლიათ. ყოველ ახალ ნაბიჯს მარტივად გადადგამთ. ამ ცხოვრებისეული რბოლით სასურველ შედეგს მიიღებთ. ყველაფერი გამოგივათ. არ დანებდეთ.

3. თქვენი ფიზიკური შესაძლებლობები უსაზღვრო არაა და მგონი ეს დაგავიწყდათ. კარგია, რომ ყველა საქმეს ასრულებთ და წინ მიიწევთ, მაგრამ ორგანიზმზეც უნდა იზრუნოთ.

სხვა ადამიანებზე საქმეების დელეგირებას გირჩევთ. ყველაფერზე დამოუკიდებლად არ იზრუნოთ, რომ არ გადაიწვათ. ასე შეიძლება სამსახური დაკარგოთ. ეს არავის სჭირდება.

4. სექტემბერი სიურპრიზებით სავსე იქნება. ეს პირად ცხოვრებას შეეხება. ახალი ურთიერთობა ან ძველის გააქტიურება არ მოგაწყენთ. ყველაფრისთვის მზად იყავით.

ფინანსების ზრდასაც უნდა ელოდოთ. შესაძლოა ხელფასი მოგიმატონ, რაზეც დიდი ხანია ოცნებობთ, ან სოლიდური მემკვიდრეობა მიიღოთ.

5. სექტემბერში უსიამოვნებებს ელოდეთ. ფინანსური მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს, ამიტომ ყველაფრისთვის მზად იყავით და ყველა ხარჯი წინასწარ დაგეგმეთ.

უსარგებლო ნივთების შეძენისგან თავი შეიკავეთ. ახალი საშემოდგომო ნივთების ყიდვაზე უარი თქვით. ოქტომბერში სიტუაცია დარეგულირდება.

6. შემოდგომის პირველ თვეს ბევრი საინტერესო ამბავი გელით. აქტიური და ენერგიული იქნებით. ღამითაც იდეებზე იფიქრებთ. არ იჩქაროთ. იცოდეთ, რომ ყველა პროექტს ვერ განახორციელებთ.

რამდენიმე მნიშვნელოვან საქმეზე კონცენტრირება მოახდინეთ. მთელი დრო მათ დაუთმეთ. ყველაფრის ერთდროულად დაწყებით სასურველ შედეგს ვერ მიიღებთ.

იმედია, სექტემბრის პროგნოზებმა გაგახარათ.

Advertisement