Connect with us

მოდა და სტილი

უფრო ასაკოვანი და მსუქანი რომ არ გამოვჩნდე, სწორ ქსოვილს ვარჩევ

ალბათ ტანსაცმლის შერჩევის დროს ქსოვილს დიდ ყურადღებას არ აქცევთ. არადა ამის გაკეთება ნამდვილად ღირს. ქსოვილზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, მაგალითად, მან შეიძლება ასაკი შეგმატოთ, ან დროთა განმავლობაში ჭუჭყიანი გამოჩნდეს.

რომელი ქსოვილი ავირჩიოთ

ქსოვილის არჩევის დროს მთავარი ხაფანგი ძველი ტრენდებია. ნივთები, რომლებიც ოდესღაც ძალიან პოპულარული იყო, მაგრამ ახლა უკვე მორალურად დაძველდნენ.

ასეთი ნივთების ჩაცმით ძველმოდურად გამოიყურებით, თითქოსდა სხვა საუკუნიდან ხართ. ასეთი ქსოვილები არც თუ ისე ბევრია და დღეს მცირე ჩამონათვალს გაგაცნობთ.

ყველაზე შეუფერებელი ქსოვილები ტანსაცმლისთვის

1. ხავერდი

ეს ძალიან სადაო მასალაა. ის შეიძლება ყველა ტრენდის და ჟურნალის პიკზე იყოს, ან მხოლოდ ერთ კვირაში მოდის კრიტიკოსების ქარცეცხლში მოხვდეს.

ახლა ხავერდის ტარება არც თუ ისე კომფორტულია. ის ზედმეტად პრეტენზიულ და სადღესასწაულო ქსოვილად ითვლება. თუ ამ ქსოვილისგან შეკერილი ნივთის ჩაცმა ძალიან გსურს, ეცადეთ სხვა მასალით შეავსოთ.

რომელი ქსოვილი შევარჩიოთ კაბისთვის ხავერდის ნაცვლად? ახლა განსაკუთრებით მოდურად ითვლება სელის ქსოვილის კაბები. ეს ნატურალური მასალა წარმოშობის მიუხედავად საკმაოდ ძვირადღირებულად გამოიყურება. სელის ქსოვილის კაბა ნაქარგებით შესანიშნავი არჩევანია როგორც სამსახურისთვის, ასევე დღესასწაულისთვის.

2. ატლასი

ეს ქსოვილი მოდიდან უკვე დიდი ხანია გადავიდა. იდეალური სხეულის ფორმები უნდა გქონდეთ, რომ ატლასის ტანსაცმელი თამამად ჩაიცვათ. ამ შემთხვევაშიც კი შეიძლება უცნაურად გამოიყურებოდეთ.

თუ ასეთი ქსოვილი ძალიან გიყვართ, გირჩევთ აბრეშუმის პერანგს ყელზე ბაფთით. ეს ერთ-ერთი ნივთია, რომელიც მოდიდან არასდროს გადავა.

3. სუფთა სინთეტიკა

ზოგჯერ ასეთი ქსოვილის ნივთი ცუდად არ გამოიყურება, მაგრამ თქვენს კანს მსგავსი ქსოვილი არ მოსწონს. სუფთა სინთეტიკის ტანსაცმელს ერთ საათზე მეტხანს ვერ ჩაიცვამთ – დაიხუთებით.

თუ კოსტიუმისთვის ქსოვილს ეძებთ, გირჩევთ უფრო დახვეწილი ვარიანტისთვის შტაპელი ან ველვეტი აირჩიოთ.

4. ტრიკოტაჟი

ტრიკოტაჟის ნივთის ტარება ძალიან კომფორტულია, მაგრამ მისი მოვლა საკმაოდ პრობლემატურია. ის ფორმას ძალიან სწრაფად კარგავს და მალე ცვდება. ამასთან, ასეთი ტანსაცმელი ქალს ძალიან ასუქებს.

5. ლიურექსი

ქსოვილი, რომელიც თქვენში პროვინციელ, უგემოვნო გოგოს იმწამსვე გამოამჟღავნებს. თუ არ გსურთ, რომ 20 წლით უფრო ასაკოვანი გამოჩნდეთ, ასეთი ქსოვილის ტანსაცმლის ტარება არ ღირს.

გახსოვდეთ, რომ ხშირ შემთხვევაში მხედველობაში გვაქვს ამ ქსოვილებისგან შეკერილი მსხვილი ნივთები: კაბები, ქურთუკები და შარვლები. თამამად შეგიძლიათ თქვენს სტილს საყვარელი ხავერდის მაისური ან ჯინსის კაბას მოდური ატლასის ქამარი დაუმატოთ.

თქვენ რომელ ქსოვილს მიიჩნევთ უგემოვნოდ და რომელს არ ჩაიცვამთ არასდროს?