Connect with us

საკითხავი

უნიტაზის საპონი. ხელნაკეთი საწმენდი საშუალება წვეთი ქიმიის გარეშე

ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ არსებობს მეთოდი, რომელიც უნიტაზის წმენდას გამიმარტივებდა. აღმოჩნდა, რომ ამ საშუალებას ჯერ კიდევ ჩვენი ბებიები იყენებდნენ. ადრე მას სხვაგვარად ამზადებდნენ, დღეს კი დიასახლისები უნიტაზისთვის საპონს იყენებენ.

ბევრი დიასახლისისთვის უნიტაზის წმენდა ყველაზე უსიამოვნო საქმეა, რომელსაც გვერდს ვერ აუვლის. უნიტაზი ყოველთვის სუფთა უნდა იყოს და უსიამოვნო სუნი არ უნდა ასდიოდეს. სამწუხაროდ, მაღაზიაში ყოველთვის ხარისხიანი და ეფექტური საშუალებები არ იყიდება.

Аlltime.ge–ს რედაქცია გასწავლით, როგორ გააკეთოთ უნიტაზის საპონი სახლის პირობებში მარტივად.

საპონი უნიტაზის საწმენდად

საშუალება ეფექტური და იაფია. ტუალეტს იდეალურად ასუფთავებს. დამატებით, ეკოლოგიურია და ოჯახის ბიუჯეტში დიდი თანხის დაზოგვაში დაგეხმარებათ. ცოტა გამჭრიახობით უსიამოვნო საქმესთან მიბრუნება დიდხანს არ მოგიწევთ. დაგჭირდებათ რამდენიმე ნივთი, რომელთაც სახლში იპოვით.

დაგჭირდებათ მყარი ტუტე საპონი. ეს შეიძლება ყველაზე ჩვეულებრივი სარეცხი საპონი იყოს. ფასს მნიშვნელობა არ აქვს. ასევე 9%–იანი ძმარი. მის შეძენას ნებისმიერ მაღაზიაში შეძლებთ. ვაშლის ძმარიც შესაფერისია. ასევე პლასტმასის ბოთლი. სასურველია, რომ 0,5 ან 0,3 ლ მოცულობის იყო. სტიკერები წინასწარ უნდა მოაშოროთ.

საპონი გახეხეთ ან დანით დააქუცმაცეთ, რომ წვრილი ბურბუშელა მიიღოთ. დანით დაჭრა მეტ დროს წაგართმევთ, მაგრამ შედეგზე არ იმოქმედებს. საპნის ბურბუშელა ბოთლში ჩაყარეთ.

ძმარი ჩაასხით. ბოთლის ნახევარი ძმრით უნდა დაიფაროს. თავსახური დაახურეთ და კარგად შეანჟღრიეთ, რომ ინგრედიენტები ერთმანეთს შეერიოს. ასე პასტის მსგავსი მასა გამოვა. ბოთლის ზედა ნაწილი მთელ წრეზე დანით დახვრიტეთ. მინიმუმ ათი ნახვრეტი გჭირდებათ. ნახვრეტების რაოდენობაზეა დამოკიდებული, ნარევი რამდენად სწრაფად დაიხარჯება.

უნიტაზის ავზს თავსახური ახადეთ. ბოთლი შიგნით ჰორიზონტალურად ჩადეთ. იდეალურად გასწორება საჭირო არაა. თავსახური დაახურეთ. ბოთლის ნარევი წყალს შეერევა. ეფექტური საწმენდი და სადეზინფექციო საშუალება მზადაა.

ახლა უნიტაზი დიდხანს სუფთა დარჩება. ყოველი ჩარეცხვისას თვითწმენდა ჩაირთვება. ბონუსად ძმარი უსიამოვნო სუნსაც გააქრობს. ასეთი ხელნაკეთი საშუალება მაღაზიაში ნაყიდზე ბევრად იაფი დაგიჯდებათ.

Advertisement