Connect with us

ტესტები

უნიკალური ტესტი თქვენი ქალური ძალის გამოსავლენად

„როგორ გავუგოთ საყვარელ მამაკაცს“ – ეს კითხვა ერთხელ მაინც ნებისმიერ ქალს დაუსვამს.

თქვენ შეიძლება ფსიქოლოგების მიერ სასიყვარულო ურთიერთობებზე დაწერილი ტონობით ლიტერატურა წაიკითხოთ, მაგრამ პასუხი ვერ იპოვოთ.

ან შეგიძლიათ ევგენი ტარასოვას მხოლოდ ერთი წიგნი (სახელწოდებით „როგორ გავუგოთ, დავიპყროთ და დავაკოთ მამაკაცი“) წავიკითხოთ და მთელი ჭეშმარიტება ერთი ხელის მოსმით გავიგოთ.

თავის წიგნში ავტორი გიამბობთ არა მხოლოდ იმის შესახებ, თუ რით ხელმძღვანელობს კაცი ცოლის შერჩევის დროს, არამედ ურთიერთობის შესახებ ბევრ სასარგებლო რჩევას გიზიარებთ.

მისი რამდენიმე რჩევა სტატიის ბოლოს წაიკითხეთ, მანამდე კი თქვენი ქალური ძალის გამოსავლენად სწრაფი ტესტი გაიარეთ.

როგორ გავუგოთ საყვარელ მამაკაცს

ტესტი ქალური ძალის გამოსავლენად

1. როგორი რეაქცია გექნებათ, თუ შეყვარებულმა სამსახურიდან გამოყვანა დაგპირდათ, მაგრამ საბოლოოდ დანაპირები ვერ შეასრულა?

ა) „ასეც ვიცოდი, რომ მისი იმედი არ უნდა მქონდეს!“

ბ) „დიდი ამბავი, ის თუ არა, სხვა წამიყვანს.“

გ) „საშინელებაა! როგორ გაბედა?“

2. წარმოიდგინეთ, თქვენ მამაკაცმა კრედიტი აიღო და ამ თვეში მის გადასახდელად თანხა არ ეყო. რა გადაწყვეტილებას მიიღებთ?

ა) „თავად გადავიხდი, ჩემთვის ძნელი არაა.“

ბ) „ერთად მოვიფიქრებთ, სად ვიპოვოთ ფული და როგორ გადავჭრათ პრობლემა.“

გ) „დაე, საკუთარი პრობლემები თავად მოაგვაროს! ის ხომ მამაკაცია!“

3. რას ეტყოდით თქვენს შეყვარებულს ჩივილზე, რომ მას ცოტა ყურადღებას უთმობთ?

ა) „უკვე მადლობელი უნდა იყო, რომ ჩემი დაკავებულობის მიუხედავად საერთოდ ყურადღებას გითმობ.“

ბ) „ალბათ, მართალი ხარ. ვწუხვარ, დავფიქრდები, როგორ გამოვსწორდე.“

გ) „ამას ვინ ამბობს, ძვირფასო! ეს შენ არ მითმობ ყურადღებას.“

4. როგორი იქნება თქვენი რეაქცია მამაკაცის სპონტანურ შემოთავაზებაზე, რომ რამდენიმე დღით დასასვენებლად წახვიდეთ, თუ ამ პერიოდში საქმით დატვირთული ხართ?

ა) „შვებულება მოიცდის. ჯერ ამ საქმეებს უნდა მივხედო და შემდეგ შეიძლება დასვენება.“

ბ) „რაღაცას აუცილებლად მოვიფიქრებ, საქმეებს როგორღაც მოვაგვარებ, მაგრამ მოგზაურობაზე უარს არ ვიტყვი“.

გ) „მაგარია! ეს სწორედ ისაა, რაც ახლა მჭირდება!“

5. თუ დაქალი თავის შეყვარებულზე წუწუნს დაიწყებს, რა დასკვნებს გამოიტანთ მთელი ისტორიის მოსმენის შემდეგ?

ა) „თავად არის დამნაშავე, ასე არ უნდა მოქცეულიყო“.

ბ) „უფრო მეტი დეტალი უნდა გავიგო, რომ სიტუაციის მოგვარებაში დავეხმარო“.

გ) „ოჰ, ყველა კაცი ერთნაირია!“

ტესტის შედეგები

ყოველ “ა“ პასუხზე დაიწერეთ 10 ქულა, „ბ“ პასუხზე 5 ქულა, და „გ“ პასუხზე 0 ქულა.

ყველა პასუხის ქულები დააჯამთ, რომ მიხვდეთ, როგორია თქვენი ქალური ძალა.

თუ 40-დან 50 ქულამდე დაგროვება შეძელით, თქვენ ძლიერი პიროვნება ხართ. ყველა პრობლემის დამოუკიდებლად მოგვარებას მიჩვეული ხართ და საკუთარ თავზე ზედმეტად ბევრ პასუხისმგებლობას იღებთ.

მამაკაცების უმეტესობა ასეთ ძლიერ ქალებს უფრთხიან. მათთან ურთიერთობაში ხშირად გვხვდება კონკურენცია (რაც, პრინციპში, არ უნდა იყოს).

შესაძლოა, ზოგჯერ უნდა მოდუნდეთ და მამაკაცს პრობლემის დამოუკიდებლად მოგვარების შანსი მისცეთ?

25-35 ქულა იმას გვეუბნება, რომ თქვენი იმედის ქონა შეიძლება. თქვენ საკუთარ პრობლემებს დამოუკიდებლად მარტივად აგვარებთ, თუმცა მამაკაცის დახმარებაზე უარს არ ამბობთ.

ქალურ სიბრძნეს გონივრულად იყენებთ და იცით, როდის უნდა გამოავლინოთ ხასიათი და როდის უნდა მოაჩვენოთ თავი სუსტ და დაუცველ ადამიანად.

ყოჩაღ, ასე გააგრძელეთ!

ქალები, რომლებმაც მხოლოდ 20 ქულამდე დააგროვეს, დარწმუნებულნი არიან, რომ ნამდვილი ქალური ძალა სისუსტეში იმალება. ამ მხრივ უდაოდ მართლები არიან!

თუ თქვენი შედეგი 20 ნიშნულს არ ცდება, ეს იმას ნიშნავს, რომ თავადაც შესანიშნავად იცით, როგორ გაუგოთ საყვარელ ადამიანს და დაიპყროთ მამაკაცის გული ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.

მათ, ვინც უფრო მეტი ქულა დააგროვა, არ უნდა ინერვიულონ. დამოუკიდებლობა და თვითსრულყოფილებისკენ სწრაფვა ცუდი არაა. თუმცა თუ გვერდით საყვარელი მამაკაცი გყავთ, სჯობს მას გარკვეული შესაძლებლობები მისცეთ.

ევგენი ტარასოვის რჩევები

„გახდით თქვენი რჩეულისთვის ამოცანა, რომლის ამოხსნაც მას მოუნდება. გახსოვდეთ, რომ პირველ რიგში მამაკაცებს თვალებით უყვარდება, მაგრამ ინტელექტუალური და სულიერი განვითარება არ დაგავიწყდეთ.

როცა საქმე სერიოზულ ურთიერთობას ეხება – მათ გვერდით სურთ არა უბრალოდ ლამაზი ქალი, არამედ საიმედო პარტნიორი, რომელთან ერთად ყველა ცხოვრებისეული სირთულის გადალახვას შეძლებდნენ.

მამაკაცებში თქვენთვის სასურველი მიმართულებით მოქმედების სურვილი რომ გამოიწვიოთ, მასზე ზეწოლა არ მოახდინოთ და არ მოითხოვოთ, არამედ მიანიშნეთ. საყვარელ ადამიანს ინიციატივის გამოსავლენად სივრცე მიეცით, რომ მან თქვენი სასიამოვნოდ გაოცება შეძლოს.

მაშინაც კი, თუ დარწმუნებული ხართ, რომ პრობლემების დამოუკიდებლად გამკლავებას შეძლებთ, ამის გაკეთების უფლება საყვარელ ადამიანს მიეცით. ასე არა მხოლოდ საკუთარ ძალებში დარწმუნდება, არამედ თქვენც უფრო მეტად შეუყვარდებით“.