ჯანმრთელობა
უნიკალური საშუალება, რომელსაც დღემდე ვემადლიერები
მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციის, გრიპის, სურდოს მკურნალობა ლუგოლით
თუ დაავადება ძალიან მიშვებულია, 1 ჭიქა მდუღარე წყალში 1 ჩ/კ ვაშლის ძმარი და თაფლი, 1 წვეთი ლუგოლის სააფთიაქო ხსნარი გახსენით და საღამოს, ჭამის შემდეგ დალიეთ. 10-15 დღე მიიღეთ.
თქვენ არა მხოლოდ დაავადებას მოიშორებთ, არამედ იმუნიტეტის გაძლიერებას შეძლებთ.
ყელის ტკივილი
თუ გრძნობთ, რომ ნუშისებრი ჯირკვლების პრობლემა გეწყებათ, ყელი ლუგოლით დაიმუშავეთ, მაგრამ წყალში არავითარ შემთხვევაში არ დაასველოთ. რა თქმა უნდა „ლუგოლს“ საშინელი გემო აქვს, ამასთან ძლიერი ყელის ღიტინის დროს წვას იგრძნობთ, მაგრამ იმდენად ეფექტურია, რომ ამ უსიამოვნებას ყურადღება არ უნდა მიაქციოთ.
ქრონიკული დაღლილობის დროს
ზალმანოვის რეცეპტი
პროფესორი ზალმანოვი თვლიდა, რომ წინასწარი დაღლილობის გარეშე არცერთი დაავადება არ არსებობს. ზოგს მხედველობა უარესდება, ზოგს სურდო, გულის დაავადება და კიბოც კი ემართებათ.
რეცეპტი 1
მჟავე ვაშლის ძმრიან წყალს (1 ჩ/კ ძმარი 1 ჭიქა წყალში) 1 მსხვილი წვეთი „ლუგოლი“ დაუმატეთ. ხსნარი პატარა ყლუპებით ჭამის დროს მიიღეთ, 1 ჭიქა ჩაი დააყოლეთ.
რეცეპტი 2
ლუგოლის ხსნარი კვირაში 2-ჯერ უნდა მიიღოთ: სამშაბათს და ხუთშაბათს. 1-2 წვეთი დღეში ერთხელ.
65 კგ ან უფრო ნაკლები წონის შემთხვევაში იოდის დოზა 1 წვეთს შეადგენს, 65-ზე მეტი წონის შემთხვევაში 2 წვეთს უმატებენ.
ეპიდემიის შემთხვევაში ლუგოლის ხსნარს კვირაში 3-ჯერ იყენებენ: ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს, ჭამამდე 20 წუთით ადრე.
პროსტატის ანთება
1 ჭიქა თბილ, მდუღარე წყალში 1 ჩ/კ თაფლი, ვაშლის ძმარი, ყვავილის მტვერი, 1 წვეთი ლუგოლის ხსნარი გახსენით და 2-3 საათით დააყენეთ. ძილის წინ დალიეთ. მკურნალობის კურსი – 1,5 თვე.
თუ წითელი მჭამელი გაწუხებთ
წითელი მჭამელით გამოწვეული თრომბის და ვარიკოზული ვენების გაფართოების თავიდან ასაცილებლად დილა-საღამოს 1 ჭიქა წყალში გახსნილი 2 წვეთი სააფთიაქო ხსნარი „ლუგოლი“ დალიეთ.
ერთი კვირა დალიეთ, შემდეგ 7 დღე ზედიზედ დღეში 3-ჯერ 1 ჭიქა ჭარხლის ბურახი დალიეთ.
ამის შემდეგ ერთი კვირა, დილა-საღამოს 1 ს/კ წყალში გახსნილი 2 წვეთი „იოდომარინი“ დალიეთ, შემდეგ კვლავ „ლუგოლის“ ხსნარის მიღებას დაუბრუნდით. და ასე ერთი თვე გაიმეორეთ.
ფარინგიტის მკურნალობა ლუგოლით
ქრონიკული ატროფიული ფარინგიტი, როგორც წესი, ცხვირის ლორწოვანი გარსის ატროფიას შეესაბამება.
სიმპტომები: სიმშრალე, ქავილი, ყელის ღიტინი, მშრალი ხველა და ხმის სწრაფი დაღლა.
სიმპტომური მკურნალობა: ტუტე ხსნარით ყელის გამოვლება, ზეთოვანი და ტუტე ინჰალაციების გაკეთება, ლორწოვან გარსზე ლუგულის ხსნარის გლიცერინით გამოვლება. შიგნით: A ვიტამინი, კალიუმის იოდიდის 3%-იანი წყალხსნარი.
ქრონიკული კატარალური და ჰიპერტროფიული ფარინგიტი
სიმპტომები: ყელის ღიტინი, წვა, ყელში უცხო სხეული, ზომიერი ტკივილი ყლაპვის დროს, ყელში დიდი რაოდენობით ლორწოს დაგროვება, განსაკუთრებით ჰიპერტროფული ფარინგიტის დროს, რომელიც მუდმივად ამოხველებას მოითხოვს.
მკურნალობა: ტუტე ხსნარით გამოვლება, ინჰალაცია და შესხურება, დღეში 2-ჯერ ყელის ლორწოვან გარსში ლუგოლის ხსნარის გლიცერინით წასმა.
ფარინგომეკოზი – ლორწოვანი გარსის ლეპტოტრიქსომის სოკოთი დაზიანება.
სიმპტომი: დაავადება ქრონიკულია და პაციენტს არ აწუხებს. ხშირად ყელის შემოწმების დროს ვლინდება. პაციენტი ყელში უსიამოვნო შეგრძნებას მხოლოდ ზოგჯერ გრძნობს.
მკურნალობა: ლორწოვან გარსზე და ნუშისებრ ჯირკვლებზე ლუგოლის ხსნარის გლიცერინით წასმა. ყელის გამოვლება ქინოზოლის 0,1%-იანი წყლიანი ხსნარით (კვირაში 2-ჯერ, მხოლოდ 8-10-ჯერ). ქრონიკული ტონზილიტის დროს სჯობს ნუშისებრი ჯირკვლები ამოიჭრათ.
უკუჩვენება:
- იოდის პრეპარატის მიმართ მგრძნობელობა;
- თირკმლებისა და ღვიძლის მძიმე დაავადება;
- სიფრთხილით გამოიყენეთ: ჰიპერთირეოზის და ჰერპესული დერმატიტის დროს, ასევე 12 წლამდე ბავშვებში.