Connect with us

კულინარია

უნაზესი და გემრიელი ხაჭო საკუთარი ხელით 2 თვლაში. მაღაზიაში აღარ ვყიდულობ

გემრიელი ხაჭოს ყიდვას ბაზრობაზე ან მაღაზიაში ყველა ვერ ახერხებს. არაკეთილმოსურნე მწარმოებლები ხშირად დანამატს იყენებენ, რომ პროდუქტის გამოყენების ვადა გაახანგრძლივონ, ხოლო რძის რიგში გამყიდველები ეჭვს იწვევენ.

ასეთი სასარგებლო პროდუქტი რაციონიდან რომ არ გამორიცხონ, ბევრი დიასახლისი ხაჭოს თავად ამზადებს. პროცესი ხანგრძლივი და შრომატევადია, მაგრამ უფრო მარტივი მეთოდიც არსებობს!

როგორ მოვამზადოთ ხაჭო კეფირისგან

მომზადების პროცესი მხოლოდ 5 წუთს წაგართმევთ და არაფრის დუღილი და გადახარშვა საჭირო არაა.

ხაჭო უმჟავო, რბილი გამოვა და მისი მიღება ყველას შეუძლია. 1 ლ 3,2 % ცხიმიანობის კეფირისგან 350 გრ უცხიმო ხაჭო გამოდის.

ხაჭოს მოსამზადებლად მხოლოდ 1 შეფუთვა კეფირი დაგჭირდებათ. ეკონომია არ გააკეთოთ, რადგან ამაზე მიღებული პროდუქტის ხარისხია დამოკიდებული. ვარგისიანობის ვადას ყურადღებით დააკვირდით. კეფირი ახალი უნდა იყოს, ხოლო ვადა მინიმუმ 5 დღე უნდა ჰქონდეს.

კეფირი ღამით საყინულეში შედგით. შეგიძლიათ ორიგინალური შეფუთვიდან არ გადმოასხათ. დილით გამოიღეთ, ოდნავ გააგრილეთ და შეფუთა მოხსენით.

გაყინული კეფირი რამდენიმე ფენად გაკეცილ მარლაში გაახვიეთ და ონკანზე ჩამოკიდეთ. ხაჭო მზად იქნება, როცა შრატი წვეთას შეწყვეტს.

ესეც საიდუმლო! ნაზი ხაჭოს მომზადება დიდ დროს არ მოითხოვს. სწრაფად, მარტივად და ეკონომიურად! სხვათა შორის, კეფირი საყინულეში შეგიძლიათ ერთ დღეზე მეტხანს შეინახოთ. სხვადასხვა ცხიმიანობის კეფირისგან სხვადასხვა რაოდენობის ხაჭო გამოვა.

ხაჭოს მასა ბუტერბროდისთვის

ინგრედიენტები:

  • 300 გრ ხაჭო
  • ახალი კამა, ქინძი
  • ნახევარი ბულგარული წიწაკა
  • მარილი, წიწაკა გემოვნებით
  • 2 კბილი ნიორი

მწვანილი და ბულგარული წიწაკა დააქუცმაცეთ. ნიორი გაჭყლიტეთ. ყველაფერი ხაჭოს აურიეთ და მარილი გემოვნებით მოაყარეთ! გემრიელად მიირთვით!

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.