ჯანმრთელობა
უმკურნალეთ ვარიკოზს ოპერაციის გარეშე
ვარიკოზული ბადე დაინახეთ? ფეხები შეგიშუპდათ და სიმძიმე იგრძენით? ეს ნიშნავს, რომ ვარიკოზმა უკვე დაიწყო განვითარება.
აუცილებელია მკურნალობის რაც შეიძლება სწრაფად დაწყება. ამ სტატიაში რამდენიმე გამოცდილ მეთოდს გთავაზობთ.
1. გამხმარი პიტნის ნაყენი.
ჭინჭრის გამხმარი, დაფხვნილი ფოთლები თერმოსში ჩაყარეთ და 1/2 ლიტრი მდუღარე წყალი დაასხით, დააყენეთ 30-40 წუთი, გაწურეთ და მიიიღეთ 1/3 ჭიქა დღეში სამჯერ, ჭამიდან 1 საათში.
2. ვაშლის ძმარი
დაზიანებულ ადგილებზე დილით და საღამოს ვაშლის ძმარი შეიზილეთ და დალიეთ ჭიქა წყალში გაზავებული 2 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი. მიიღეთ დღეში 2-3 ჭიქა
3. კარტოფილი
უმი კარტოფილისგან გააკეთეთ ფაფა, წაისვით დაზიანებულ ადგილებზე – 1 სანტიმეტრის სისქეზე. ზემოდან რამდენიმე ფენა მარლა დაიფინეთ და გაიჩერეთ 4-5 საათით. შემდეგ ფაფა ახლით ჩაანაცვლეთ ან მარლა დაასველეთ კარტოფილის წვენში და ისე დაიფინეთ.
4. სვიის გირჩები
დააქუცმაცეთ გირჩი, 1 სუფრის კოვზს დაასხით 200 მილიგრამი მდუღარე წყალი და გააცხელეთ ორთქლის აბაზანაზე 15 წუთის განმავლობაში. მიიღეთ თითო ჭიქა, დღეში სამჯერ ჭამის წინ. ფეხებზე, გაგანიერებული ვენების ადგილას კი სვიის ნახარშში დასველებული მარლა დაიფინეთ.
5. კალანხოეს ფოთლები
მოამზადეთ ნაყენი: აიღეთ ნახევარლიტრიანი ბოთლი, ნახევრამდე გაავსეთ დაჭრილი ფოთლებით და პირამდე აავსეთ 40%-იანი სპირტით. დააყენეთ 7 დღე ბნელ ადგილას და პერიოდულად შეანჯღრიეთ. შემდეგ გაწურეთ და ამ ნაყენით დაზიანებული ადგილები დაიზილეთ. მისი შეზელა ქვემოდან ზემოთ, მასაჟის მოძრაობებით უნდა მოხდეს, 4 თვის განმავლობაში.
6. თეთრი კომბოსტო
თეთრი კომბოსტოს ფოთოლს ცომის საბრტყელებელი კარგად გადაატარეთ. ფოთლის ერთ მხარეს მცენარეული ზეთი წაუსვით და დაზიანებულ ადგილზე დაიდეთ. მიიმაგრეთ ბინტით და მთელი ღამით გაიჩერეთ. მკურნალობის კურსი 1 თვე გრძელდება.
7. ანტონოვის ვაშლის ნაყენი
3 საშუალო ზომის ვაშლი კარგად გარეცხეთ ცივი წყლით და ემალის ქვაბში ჩადეთ. დაასხით 1 ლიტრი მდუღარე წყალი, დაახურეთ ქვაბს თავსახური, შეახვიეთ პლედში და 4 საათით გააჩერეთ. დროის გასვლის შემდეგ ვაშლები ქვაბშივე ჩაჭყლიტეთ, გაწურეთ და თაფლთან ერთად დალიეთ: 1 ჩაის კოვზი თაფლი 50 მილიგრამ ნაყენზე. მიიღეთ უზმოზე და ძილის წინ.
თუ ზედმეტად გართულებული ვარიკოზი გაქვთ ან ძლიერი ტკივილები, აჯობებს ექიმს მიმართოთ კონსულტაციისთვის.