Connect with us

ჯანმრთელობა

უკვე 30 წელია, ქუსლის დეზი აღარ მაწუხებს – იგი 14 დღეში განვიკურნე

30 წლის წინ, მომაბეზრებელი ქუსლის დეზი სკიპიდრით განვიკურნე. ძილის წინ, ფეხებს საპნით ვიბანდი, შემდეგ ვიმშრალებდი, ხელის გულზე ცოტაოდენ სკიპიდარს ვისხამდი და ვიზელდი ქუსლს.

ეს პროცედურა რამდენჯერმე გავიმეორე, ამასთან, ვიცვამდი შალის წინდას, შემდეგ კი ვწვებოდი დასაძინებლად. პროცედურა 7 საღამოს განმავლობაში უნდა ჩაიტაროთ, შემდეგ ამდენივე დღე შეისვენოთ და საჭიროებისამებრ გაიმეოროთ. თუმცა, მე პირდაპირ 14 დღის განმავლობაში ვისვამდი სკიპიდარს, რადგან 7 დღეში არავითარი გაუმჯობესება არ აღინიშნებოდა.

და მხოლოდ ამის შემდეგ მოვიწყვე 7-დღიანი შესვენება, შემდეგ კი ისევ 7 საღამოს წავისვი სკიპიდარი. დღევანდელ დღემდე, ქუსლის დეზს აღარ შევუწუხებივარ.

ახ;ა აფთიაქში სკიპიდრის მალამოსაც იპოვით. ეს შესანიშნავი საშუალებაა, რომელსაც არ აქვს ისეთი მძლავრი სუნი, როგორიც სუფთა სკიპიდარს.

სკიპიდრის მალამო: რა არის და რას კურნავს

ძირითადი ფიზიკო-ქიმიური თვისებები: მალამო თეთრი და მოთეთრო-მოყვითალო ფერისაა, აქვს სკიპიდრის სუნი. გარეგნულად, მალამო ერთგვაროვანი უნდა იყოს.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი

საშუალება, რომელიც ლოკალურად გამოიყენება სახსრებისა და კისრის ტკივილის დროს.

კოდი:  АТХ M02A X10.

ფარმაკოლოგიური თვისებები

სკიპიდრის მალამოს გადამტანი, ანთებისსაწინააღმდეგო, ანტისეპტიკური და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება აქვს. გადამტანი მოქმედება დაკავშირებულია მის უნართან, შეაღწიოს ეპიდერმისში და გამოიწვიოს რეფლექტორული ცვლილებები, კანის რეცეპტორების გაღიზიანების შედეგად.

ჩვენებები

ნევრალგიის, მიოზიტების, ართრიტების მკურნალობა კომპლექსში.

უკუჩვენებები

თირკმლებისა და ღვიძლის მწვავე დაავადებები, კანის სხვადასხვა ხასიათის პრობლემა, მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.

უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები

არ დაუშვათ მალამოს მოხვედრა ლორწოვან გარსებსა და თვალებზე. თუ მალამო თვალში შემთხვევით მოგხვდათ, კარგად გამოიბანეთ დიდი რაოდენობით გამდინარე წყლით. არ დაიტანოთ კანის დაზიანებულ მონაკვეთებზე.

გამოყენების თავისებურებები

ცნობილი არაა, აღწევს თუ არა პრეპარატი ძუძუს რძეში და არღვევს თუ არა პლაცენტარულ ბარიერს ფეხმძიმობის დროს, ამიტომ პრეპარატის გამოყენება ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების დროს უკუჩვენებულია.

დაიცავით სიფრთხილე ავტოტრანსპორტის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის დროს.

გამოყენება

სკიპიდრის მალამო ზრდასრულებისთვის გამოიყენება გარეგანად, მტკივნეულ მონაკვეთებში შესაზელად, დღეში 2-3-ჯერ. გამოყენების ხანგრძლივობა განპირობებულია დაავადების მიმდინარეობითა და მიღწეული ეფექტით.

გვერდითი რეაქციები

იმუნური სისტემის მხრივ: პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში, შეიძლება გაჩნდეს ადგილობრივი ხასიათის ალერგიული რეაქციები, მათ შორის, ქავილი, შეშუპება, კანის სიწითლე, წვა, გამონაყარი. ცალკეულ შემთხვევებში, შესაძლებელია ალერგიული რეაქციების გაჩენა: გახშირებული გულისცემა, არტერიული წნევის შემცირება, თავბრუსხვევა, კრუნჩხვები, გონების დაკარგვა.

პრეპარატი გაიცემა ურეცეპტოდ.