ჯანმრთელობა
უკვე მთელი წელია წნევის მკვეთრი ცვლილებების გარეშე ვცხოვრობ, რაშიც უბრალო ხახვი დამეხმარა
ხახვი – გასაოცარი მცენარეა, რომლის გარეშეც, პრაქტიკულად, კულინარია ვერ იარსებებდა. ჩვენ მას იმდენად მივეჩვიეთ, რომ ხშირად გავიწყდება, რამდენად იაფი, აბსოლუტურად ყველასთვის ხელმისაწვდომი საშუალება გვაქვს ხელთ უამრავი დაავადების წინააღმდეგ. სხვათაშორის, ბიოლოგები ამტკიცებენ, რომ ხახვი ადამიანის ხელითაა შექმნილი, რადგან მისი ველური ფორმები ჯერ კიდევ არ აღმოუჩენიათ ბუნებაში.
სამკურნალო საშუალების სახით, ხახვი ძველი დროიდან გამოიყენება. მისი უნიკალური სამკურნალო საშუალებები ცნობილი იყო ძველ ეგვიპტეში, ასევე, ძველი ელადისა და რომის იმპერიის დროსაც. საერთოდ, ხახვი უკვე ოთხიათასწლიან ისტორიას ითვლის.
ითვლება, რომ ამ კულტურის სამშობლო ცენტრალური აზია, ახლანდელი ირანისა და ავღანეთის ტერიტორიაა. ხახვი თანდათან გავრცელდა ახლომდებარე ქვეყნებში – ინდოეთში, ჩინეთსა და საბერძნეთში.
დღეისათვის, ხახვი თითქმის მთელ მსოფლიოში მოჰყავთ. ეს მცენარე ჩვენს ქვეყანაშიც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის, რომ ხახვს აქვს მავნე მიკროორგანიზმებთან ბრძოლის თვისება, დიდი ალბათობით, ყველამ იცის. ეს შესანიშნავი ეფექტი ხახვის შემადგენლობაში არსებული ფიტონციდების დამსახურებაა.
ხახვის სამკურნალო თვისებები
ხახვს სამკურნალოდ ჯერ კიდევ ძველი ეგვიპტელები იყენებდნენ. ჩვენთან ხახვი საკმაოდ გვიან შემოვიდა, თუმცა საკმაოდ სწრაფად გავრცელდა ხალხში, რადგანაც ყველამ შეამჩნია, თუ რამდენად დადებითად მოქმედებდა ეს კულტურა ორგანიზმზე.
არც ერთი სახალხო მკურნალი არ უვლის გვერდს ამ მცენარეს, რადგან იგი კურნავს უამრავ დაავადებას: ნაწლავების ატონიას, კოლიტებს, ჰიპერტონიას, ჰიპო- და ავიტამინოზს, რინიტს, გრიპს, ფურუნკულოზს, ენტერობიოზსა და სხვ.
ხახვი შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინებს, რის გამოც იგი შეუცვლელია ზამთარსა და ადრეულ გაზაფხულზე, გრიპების სეზონზე.
ხახვის სამკურნალოდ გამოსაყენებლად აადუღეთ 1 ლ წყალი 0.5 კგ შაქართან ერთად, შემდეგ, კანიანად დაჭერით 5 დიდი თავი ხახვი ოთხად, ჩაყარეთ მიღებულ სიროფში და 20 წუთის განმავლობაში გააჩერეთ ნელ ცეცხლზე.
დააყენეთ სამკურნალო მასა 10 საათით და გაატარეთ რამდენიმე ფენად დახვეულ მარლაში. მიიღეთ დღეში სამჯერ, 1 ს.კ. ოდენობით, ჭამამდე 20 წუთით ადრე.
მკურნალობის კურსი ათდღიანია, ამის შემდეგ გააკეთეთ რამდენიმედღიანი შესვენება და გაიმეორეთ კურსი. საკმარისია ორი ასეთი კურსის ჩატარება წელიწადში.
გისურვებთ ჯანმრთელობას!