ჯანმრთელობა
უკვდავების ინდური ელექსირი – რეცეპტი, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია
სახალხო მკურნალები, ექიმები და ალქიმიკოსები ძველი დროიდან ცდილობდნენ უკვდავების ელექსირის პოვნას. რა მეთოდი არ გამოიყენეს, თუმცა, სასურველი საშუალება დღემდე ვერ გამოიგონეს…
თუმცა, გარკვეულ ასპექტში მაინც წინ წავიდნენ – დღემდე მოაღწია რეცეპტებმა, რომლებიც ორგანიზმს აახალგაზრდავებს და აძლიერებს. მართალია, 200 წლამდე ვერ გვაცოცხლებს, თუმცა, შეგვიძლია სიბერეს ჯანმრთელად შევხვდეთ.
ისტორიკოსებმა, უძველესი რეცეპტების შესწავლისას, დააფიქსირეს, რომ ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ინგრედიენტი ხალხურ რეცეპტებში იყო ნიორი და რძე. ეს გასაკვირი არცაა – ავიცენა ხომ ნიორს უამრავი დაავადების მკურნალად მიიჩნევდა, მისი ეს აზრი კი თანამედროვე მეცნიერებამ დაამტკიცა.
ახალგაზრდობის ელექსირი
- ჩაასხით 1 ჭიქა რძე ქვაბში და დადგით ცეცხლზე. ამასობაში დააქუცმაცეთ ორი კბილი ნიორი.
- როგორც კი რძე ადუღდება, დაუმატეთ ნიორი, გამორთეთ ცეცხლი და დაახურეთ თავსახური.
- 10 წუთში ახალგაზრდობის ელექსირი მზადაა.
მიირთვით ნივრიანი რძე კვირაში ერთხელ, 1 ჭიქის ოდენობით.
გისურვებთ ჯანმრთელობას!