თავის მოვლა
უკან წარსულში? რატომ იყენებს სულ უფრო მეტი ქალი მრავალჯერად საფენებს?
ყველა დროში ქალები იძულებულნი იყვნენ ჰიგიენის საშუალებები გამოეყენებინათ და მენსტრუაციის დროს შემთხვევითი გაჟონვისგან ტანსაცმელი და რეპუტაცია დაეცვათ. უფრო მეტიც, ითვლებოდა, რომ ასეთი საშუალებები დროთა განმავლობაში სულ უფრო კომფორტული, შეუმჩნეველი, მოძრაობის შეუზღუდველი, საიმედო და პრაქტიკულად უგრძნობელი გახდა.
დღეს ბევრი ქალი სხვადასხვა ბრენდის ჰიგიენურ საფენებს და ტამპონებს იყენებს. ასეთი საშუალებების მთავარ უპირატესობად მისი ერთჯერადი გამოყენება ითვლებოდა, რაც ერთი შეხედვით უფრო უსაფრთხოა ინფექციური და ბაქტერიული დაავადებების განვითარების რისკის კუთხით. თუმცა ბოლო პერიოდში სულ უფრო და უფრო პოპულარული გახდა ე.წ. წარსულის „გადმონაშთი“ – მრავალჯერადი ჰიგიენური საფენი.
ერთჯერადი საფენის გამოჩენამდე, დაახლოებით მე-19 საუკუნის 80-იან წლებში ქალები ქარხნული ან ხელნაკეთი ქსოვილის ნაწარმს იყენებდნენ. როგორც წესი, ეს რამდენიმე ფენად გაკეცილი კარგად შემწოვი ქსოვილი იყო, რომელიც ყოველი გამოყენების შემდეგ უნდა გაერეცხათ.
ერთჯერადმა საფენებმა ისინი პირველი მსოფლიო ომის დროს თითქმის ბოლომდე გააქრო. მიუხედავად ამისა, მე-20 საუკუნის 70-იანი წლების შუა პერიოდში ქსოვილის მენსტრუაციული საფენი კვლავ დაბრუნდა. ის ერთჯერადზე უფრო იაფი იყო და პოპულარულობას განვითარებულ ქვეყნებშიც კი მიაღწია.
რატომ დაუბრუნდენ ქალები დედების და ბებიების ახალგაზრდობას? როგორც აღმოჩნდა, მრავალჯერად საფენს არა ერთი უპირატესობა აქვს:
- ის კანს სუნთქვის საშუალებას აძლევს, გაღიზიანების და სიწითლის რისკს მინიმუმამდე ამცირებს.
- მათი წარმოების პროცესში ნატურალური მასალა გამოიყენება.
- ასეთი ჰიგიენური საშუალება მნიშვნელოვანი ეკონომიის საშუალებას იძლევა.
- მრავალჯერადი ქსოვილის საფენი გარემოსთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.
- ერთჯერადზე უფრო ნაკლებად ჰიგიენური და უსაფრთხო არაა. მათი წმენდა უფრო მარტივი, ვიდრე წარმოგიდგენიათ.
- ქსოვილის საფენი გაჟონვისგან ისევე კარგად დაგიცავთ, როგორც სინთეტიკური მასალა. ქსოვილის საფენი უფრო რბილი მასალის წყალობით სხეულის ხაზებზე ადაპტირებას ადვილად ახდენს.
- „სუნთქვის“ შესაძლებლობის წყალობით უსიამოვნო არომატს არ აგროვებს.
- ერთჯერადი საფენისგან განსხვავებით, მრავალჯერადის ქვედა საცვალზე გადატანა უფრო მარტივია, თუ ის თავიდან არასწორ პოზიციაში აღმოჩნდა.
რა თქმა უნდა, დადებითი უარყოფითის გარეშე არ არსებობს. მრავალჯერად ჰიგიენურ საფენებს თავისი ნაკლოვანება გააჩნია:
- შესაჩვევად და მის სწორად გამოსაყენებლად დრო დაგჭირდებათ. დროთა განმავლობაში გაჟონვას სრულად აიცილებთ.
- გამოყენებული საფენის კალათაში ჩაგდება არ შეიძლება: ის თან უნდა ატაროთ, ანუ შემთხვევით ამ „პატარა ბინძური საფენის“ დანახვა პრაქტიკულად ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.
- ჰიგიენური საშუალების მდგომარეობას ყურადღება უნდა მიაქციოთ, როგორც ნებისმიერ ტანსაცმელს.
- მისი რეცხვის დროს ჰიგიენის ნორმების დაცვა აუცილებელია, თუ ინფექციური ან ბაქტერიული დაავადება გაქვთ, რადგან წესების დარღვევა განმეორებით დაინფიცირებას გამოიწვევს.
- საწყისი ღირებულება შეიძლება ძალიან მაღალი იყოს, მაგრამ პერსპექტივაში ეკონომია ეჭვს არ იწვევს.
ერთი შეხედვით, ჰიგიენური წარმოება იმდენად შორს გაიჭრა, რომ ქსოვილის საფენი არ უნდა დაბრუნებულიყო, არა? სინამდვილეში მათ უფრო მეტი დადებითი მხარე აქვთ, ვიდრე უარყოფითი. თქვენ ასეთ ჰიგიენურ საშუალებას როგორ ეპყრობით? თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.