საკითხავი
უიღბლობა მდინარესავით წამოვა. როდის არ შეიძლება ფანჯრების გაწმენდა
უხსოვარი დროიდან ფანჯრები ნებისმიერი საცხოვრებლის მნიშვნელოვანი ნაწილია. მას სახლის „თვალსაც“ უწოდებდნენ და ასეთ „პორტალს“ განსაკუთრებულად უფრთხილდებოდნენ. სუფთა მინა სახლში მზის სინათლეს და სითბოს პირველ სხივებს დაუბრკოლებლად უნდა უშვებდეს. ასე ნებისმიერი უწმინდურის განდევნა შესაძლებელია.
დასუფთავებისას უნდა იფიქროთ, რომ ყველაფერ ცუდს იშორებთ, მის ნაცვლად სახლში მოიწვიოთ ბედნიერება, სიყვარული და ჰარმონია. დღემდე არსებობს ბევრი ტრადიცია და ნიშანი, როდის და როგორ არ შეიძლება ფანჯრის წმენდა, რომ უბედურება არ მოიზიდოთ. Аlltime.ge–ს რედაქცია ამის შესახებ დეტალურად გიამბობთ.
როდის გავწმინდოთ ფანჯარა
საიდუმლო არაა, რომ ტრადიციულად ფანჯრებს აღდგომამდე წმენდენ. სუფთა მინაში გამავალ ნანატრი გაზაფხულის მზის სინათლეს სახლიდან მთელი ნეგატივის გაძევება შეუძლია.
პირველ რიგში, ეს ეხება სერიოზული კამათის, ოჯახური უთანხმოების ან განცდების შედეგებს. მეორეც, სტუმრების კეთილ ზრახვებში 100%–ით დარწმუნებული ვერ ვიქნებით. ზოგი ნამდვილად წრფელი ფიქრებით და სიხარულით მოდის, სხვებს შეიძლება თქვენი შეშურდეს ან შემთხვევითი სიტყვით სერიოზული ზიანი მოგაყენოთ.
ფანჯრების გენერალური წმენდის შემდეგ ისინი დახურეთ და დანარჩენ დასუფთავებაზე შემდეგ გადადით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცრურწმენის მიხედვით, კამათი და გაჭირვება შეიძლება მოიზიდოთ.
როგორ გავწმინდოთ ფანჯარა, რომ ბედნიერება და სიმდიდრე გავამრავლოთ
- ფანჯრების წმენდა ყოველთვის შიგნიდან დაიწყეთ.
- მინა სუფთა წითელი ჩვრით გაწმინდეთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ ის ახალი იყოს, მაღაზიაში ნაყიდი.
- წყალში, რომლითაც ფანჯრის გაწმენდას აპირებთ, მწიკვი დარიჩინი დაუმატეთ. სანელებელი ფინანსურ კეთილდღეობას იზიდავს.
- წყლიან ვედროში რამდენიმე მონეტა ჩადეთ, შემდეგ ფანჯრის რაფებზე დააწყვეთ.
- გამოყენებული წყალი სახლთან ახლოს ხის ქვეშ გადაასხით.
როდის არ შეიძლება ფანჯრების წმენდა
- გახსოვდეთ, რომ საღამოს, მით უფრო ღამით ფანჯრის წმენდა არ შეიძლება. უმჯობესია, რომ წმენდა დილით ადრე დაიწყოთ, რომ სადილობამდე დაასრულოთ. ეს მარტივი წესი დაიცავით და ნახავთ, როგორ დაისადგურებს თქვენს ოჯახში სითბო და მყუდროება.
- თუ ფანჯრებს დღის ბნელ მონაკვეთში გაწმენდთ, დიდი ალბათობით, ჯანმრთელობას და კეთილდღეობას დაემშვიდობებით, სახლში უწმინდურს მოიწვევთ.
- ბევრი ეჭვობს, შეიძლება თუ არა ფანჯრების წმენდა წვიმიან ამინდში. ცრურწმენები ადასტურებს, რომ ამის გაკეთება არ ღირს, რომ უბედურება ან ავადმყოფობა არ მოიზიდოთ. უმჯობესია, მოწმენდილ ცას დაელოდოთ.
- არ დაგავიწყდეთ, რომ ფანჯრების წმენდისას წყალს რამდენიმე წვეთი ნაკურთხი წყალი დაუმატოთ. ასე სახლში უფრო მყუდრო, მსუბუქი და მშვიდი ატმოსფერო დაისადგურებს.
რომელ თვეში უკეთესია ფანჯრების წმენდა
ყველა გამოცდილმა დიასახლისმა იცის, რომ ფანჯრებზე მინის წმენდა აუცილებელია, როგორც მინიმუმ, წელიწადში ორჯერ, გაზაფხულსა და შემოდგომაზე. გაზაფხულზე ეს არის აპრილის დასაწყისი–შუა რიცხვები. შემოდგომაზე უმჯობესია ფანჯრები გაწმინდოთ ოქტომბერში, რომ აცივებამდე მოასწროთ.
თუ ცრურწმენებს ყურადღებას არ მივაქცევთ, საღამოს, ღამით ან წვიმაში ფანჯრების წმენდა თვალსაჩინო შედეგს ნამდვილად არ მოგიტანთ. მხოლოდ ზომიერ მზის სინათლეზე შეძლებთ ყველა ლაქის დანახვას და ზოლების ხარისხიანად მოშორებას.