Connect with us

ჯანმრთელობა

უებარი სასმელი, რომელიც კუჭის წყლულების მკურნალობაში ძალიან დამეხმარა

ფიტოთერაპევტები ამტკიცებენ, რომ ამ სასმლის ნახევარი ჭიქა საგრძნობლად ამცირებს დაავადების სიმპტომებს, წყლულოვანი დაავადების დროს კი კარგი საშუალებაა გამწვავების პროფილაქტიკისათვის.

კარტოფილი 75%-ით წყლისგან, 17%-ით სახამებლისა და 1%-ით ცელულოზისგან შედგება. 100 გ ახალგაზრდა კარტოფილი 20 მგ ასკორბინის მჟავას შეიცავს, რაც დღიური ნორმის მესამედია. მართალია, შენახვის შედეგად ვიტამინის რაოდენობა ნახევრდება იანვრისკენ, ხოლო აპრილისთვის – მეოთხედი დება. თუმცა, C ვიტამინი არასწორად მომზადების შედეგადაც იკარგება. მის შესანარჩუნებლად, კარტოფილი უნდა გათალოთ და დაჭრათ უჟანგავი ლითონის დანებით, მოხარშულ კარტოფილს მხოლოდ ხის ინსტრუმენტები შეახოთ, მოსახარშავად კი კარტოფილი მდუღარე წყალში ჩაყაროთ.

ასკორბინის მჟავის გარდა, კარტოფილი შეიცავს А, В1, В2, B3, B6, B9, E, H, К და PP ვიტამინებს, ვაშლის, შაველის, ნიკოტინის, პანტოტენურ, ლიმონისა და ფოლიუმის მჟავებს, კალციუმის, მაგნიუმის, ფოსფორის, რკინისა და კალიუმის მარილებს.

კარტოფილში, ასევე, გვხვდება ცხიმების გადამუშავების რეგულატორები: ქოლინი, მეტიონინი, გლუტამინისა და ასპარაგინის მჟავები. კარტოფილის ბოლქვებში არსებულ სახამებელს ანტისკლეროტული თვისებები აქვს, ამცირებს სისხლსა და ღვიძლში ქოლესტერინის დონეს. კალიუმის მარილების მაღალი შემცველობის გამო, რეკომენდებულია გულ-სისხლძარღვთა სისტემით დაავადებული ადამიანებისათვის.

კარტოფილი განსაკუთრებით ძვირფასია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროს: კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, გასტრიტი მომატებული მჟავიანობით, გულძმარვა და ხშირი ყაბზობა ხალხურ მედიცინაში ახალგაზრდა კარტოფილის წვენით მკურნალობის ჩვენებებს წარმოადგენენ.

კარტოფილის ნახარში ეხმარება ართრიტით დაავადებულ ადამიანებსაც, თუ მას უზმოზე, დღითა და საღამოთი მიირთმევთ. ნახარშთან ერთად სასარგებლოა 2-3 კარტოფილის შეჭმა კანიანად.

ახალდაწურული კარტოფილის წვენი აცოცხლებს მიკროიარებს მარინგიტისა და ლარინგიტის დროს, თუ ყელს გამოივლებთ. კარტოფილის წვენი კურნავს პაროდონტოზსაც.

კარტოფილის წვენის მომზადება

კარგად გარეცხილ კარტოფილს(აიღეთ ვარდისფერი ბოლქვები) კანი მარტივად ძვრება. გაატარეთ ახალგაზრდა ბოლქვები წვენსაწურში ან დახეხეთ წვრილად და შემდეგ ხელით დაწურეთ.

კუჭისა და ნაწლავის დაავადების დროს, თავიდან 1/4 ჭიქა წვენს სვამენ, შემდეგ კი თანდათან ზრდიან რაოდენობას 1/2-3/4 ჭიქამდე დღეში 3-4ჯერ, ჭამამდე 30-40 წუთით ადრე, 20 დღის განმავლობაში. აუცილებელია დანიშნული დიეტის დაცვაც.

ყაბზობისა და თავის ტკივილების დროს, დღეში 2-3ჯერ სვამენ ნახევარ ჭიქა ახალდაწურულ წვენს, რომელიც 10 წუთზე მეტხანს არ გაგიჩერებიათ. მოხმარებამდე შეანჯღრიეთ.

კარტოფილის წვენი, ნიახურისა და სტაფილოს წვენთან კომბინირებით. სასარგებლოა საჭმლის მონელების დარღვევების დროსაც.

კარტოფილის წვენის მიღება შეგიძლიათ როგორც სუფთა სახით, ისე ძახველის ან სტაფილოს წვენთან ან თაფლთან ერთადაც. გემო უმჯობესდება, თუმცა, სამკურნალო ეფექტი მცირდება.

კარტოფილის წვენი არაა რეკომენდებული მათთვის, ვისაც მწვავე ფორმის შაქრიანი დიაბეტი ან კუჭის წვენის შემცირებული მჟავიანობა აქვს.