Connect with us

ჯანმრთელობა

ტუტე წყალი, რომელიც მარტივად მზადდება, კლავს კიბოს უჯრედებს, გამოაქვს ტოქსინები და გჩუქნით ხანგრძლივ სიცოცხლეს

თქვენი ორგანიზმის ქმედუნარიანობა დიდწილადაა დამოკიდებული მჟავა-ტუტოვან ბალანსზე. ირაციონალური კვება მჟავების მაღალი შემცველობით იწვევს ორგანიზმში მჟავიანობის მომატებას და არღვევს შინაგანი ორგანოების ნორმალურად ფუნქციონირების უნარს. იმისათვის, რომ ოპტიმალური pH დონე აღადგინოთ, დროდადრო რაციონში ტუტოვანი წყალი უნდა ჩართოთ შემდეგი მიზეზების გამო…

ტუტოვანი წყალი

საიდუმლო არაა, რომ ორგანიზმის ოპტიმალური ცხოველქმედებისთვისა და მისი საკმარისად გაწყლოვანებისთვის აუცილებელია დღის განმავლობაში გარკვეული რაოდენობის სითხის მიღება. ცხოვრების თანამედროვე რიტმი, მჯდომარე სამუშაო და საკვების არაზომიერი მიღება ჩვენი სხეულის ბალანსს მჟავიანობის მხარეს ხრის. ამას, როგორც წესი, თან მოსდევს საჭმლის მონელების პრობლემები, ქრონიკული დაავადებები, ორგანიზმის გამოფიტვა, წონაში მატება და სხვა უამრავი უსიამოვნო თანმხლები მოვლენა. სხეულის გატუტოვანებისთვის უნდა მიირთვათ სწორად შერჩეული წყალი და რაციონში ტუტის შემცველი პროდუქტი ჩართოთ.

ტუტოვანი წყლის სარგებელი

იმის გარდა, რომ ასეთი წყალი გეხმარებათ ორგანიზმის მჟავა-ტუტოვანი ბალანსის აღდგენასა და შენარჩუნებაში, მას კიდევ რამდენიმე უპირატესობა აქვს ადამიანის ჯანმრთელობისთვის:

  1. ტუტოვანი წყლის მოხმარება საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების საუკეთესო პროფილაქტიკური საშუალებაა;
  2. იგი აღკვეთს მრავალი ქრონიკული დაავადების გაჩენის რისკს, მათ შორის, ონკოლოგიური დაავადების რისკსაც;
  3. ტუტოვანი წყალი ხელს უშლის ორგანიზმში თავისუფალი რადიკალების დაგროვებას, რის ხარჯზეც ტოქსინებისგან გათავისუფლებთ;
  4. ტუტოვანი წყლის პროფილაქტიკური მიზნით მიღება არეგულირებს pH-დონეს სისხლში და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას;
  5. წყალი, მაღალი ტუტოვანი მაჩვენებლით, ხელს უშლის ნაადრევ დაბერებას.

ტუტოვანი წყალი რთული ფილტრაციის შედეგად მიიღება და ასეთი სითხე საკმაოდ ძვირიც ღირს. საბედნიეროდ, არსებობს რამდენიმე რეცეპტი, რომლებსაც საშინაო პირობებშიც შეგიძლიათ მიმართოთ. შეარჩიეთ თქვენთვის ხელსაყრელი რეცეპტი და მოამზადეთ ტუტოვანი წყალი თქვენ თვითონ.

  1. რეცეპტი № 1
    ჩაასხით 1 ლ სუფთა წყალი თავსახურიან ჭურჭელში. დაუმატეთ 8 ნაწილად დაჭრილი 1 ლიმონი და 1 ჩ.კ. ჰიმალაური მარილი. მჭიდროდ დააცეთ სახურავი და გააჩერეთ 12 საათით ოთახის ტემპერატურაზე. მიირთვით 3 ჭიქა ასეთი წყალი დილით, საუზმემდე.

2. რეცეპტი № 2

ეს რეცეპტი საკვები სოდის სასარგებლო თვისებებზეა დაფუძნებული. 1 ჩ.კ. სოდის ფხვნილი გახსენით 1 ჭიქა წყალში და მიირთვით. ეს ძალიან სასარგებლოა!

3. რეცეპტი №3

ტუტოვანი წყლის მომზადების ეს მეთოდი ძალიან მარტივია – წყალი 5 წუთით უნდა ადუღოთ, რა დროსაც pH დონეს 7.2-დან 8.4-მდე გაზრდით. ადუღებული წყალი შეინახეთ დაცულ კონტეინერში, მიირთვით გაგრილებული.

ასეთი წყლის მოხმარება საჭიროა ზომიერად – მხოლოდ 5 მლ სითხე სხეულის მასის ყოველ 1 კგ-ზე. თუ თქვენი რაციონი ისედაც მდიდარია ტუტოვანი საკვებით, სპეციალიზებული წყლის დალევამდე გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.