Connect with us

საკითხავი

ტოქსინები, პესტიციდები და ბევრი მარილი: ხარისხის სააგენტომ სწრაფი მომზადების ლაფშა გამოიკვლია

რუსეთის ხარისხის სააგენტოს კვლევის ახალი ობიექტი გახდა სწრაფი მომზადების ლაფშა – პროდუქტი, რომელსაც ბევრი სამომხმარებლო შიში უკავშირდება. ნახეთ, დადასტურდა თუ არა მომხმარებლების შიშები?

სწრაფი მომზადების ლაფშა ბევრ კითხვას და შიშის იწვევს. გამოკითხვის თანახმად მომხმარებლები თვლიან, რომ:

  • სწრაფი მომზადების ლაფშა ბევრ მარილს და გემოს გამაძლიერებელს (ნატრიუმის გლუტამატი) შეიცავს.
  • ლაფშის მოსამზადებლად უხარისხოს ფქვილს და უხარისხო მცენარეულ ზეთს იყენებენ.
  • მწარმოებლები სოიოს იყენებენ, მაგრამ შემადგენლობაში არ უთითებენ.
  • წარმოებისას სინთეტიკურ საღებავებ იყენებენ, რომელთაც მარკირების დროს არ უთითებენ.
  • ლაფშაში არაა ხორცი, რომელზეც მწარმოებლები შეფუთვაზე საუბრობენ.

ამ საკითხების შესამოწმებლად „როსკაჩესტვომ“ რუსეთის ბაზარზე სწრაფი მომზადების ლაფშის 17 პოპულარული ბრენდი შეამოწმა. 14 ნიმუში რუსეთის ფედერაციაში წარმოებული, 2 – ყაზახეთში და 1 – სამხრეთ კორეაში. 100 გრ პროდუქტის ფასი შეძენის დროს 11-დან 77,9 რუბლს (0.5 თეთრიდან 3,5 ლარამდე) შეადგენდა.

ლაფშა უსაფრთხოების და ხარისხის სპეციალურად შემუშავებული სტანდარტის პროექტის მიხედვით 170 მაჩვენებლით გამოიკვლიეს. დოკუმენტში სწრაფი მომზადების ნაწარმის მარკირების ძირითადი მოთხოვნაც შევიდა. საერთო ტექნიკური პირობები, როგორც დამატებითი, „როსკაჩესტვის“ პირობებში უფრო მკაცრია.

როგორი უნდა იყოს სწრაფი მომზადების ლაფშა

  • მოხარშვის შემდეგ ლაფშა ერთმანეთს არ უნდა მიეკვრას;
  • მოხარშვიდან (95° С) 15 წუთის შემდეგ ნაწარმმა დახვეული ძაფის ფორმა უნდა შეინარჩუნოს;
  • ნატრიუმის გლუტამატის (E621) წილი – 10 გრ/კგ;
  • მარილის (მზა პროდუქტში) წილი – მაქსიმუმ 0,5%;
  • მავნებლებით დაინფიცირება – დაუშვებელია;
  • ცხიმის წილი – მაქსიმუმ 22%.

საერთაშორისო სტანდარტებისგან განსხვავებით როსკაჩესტვოს სტანდარტების მოთხოვნები მწარმოებლებისთვის სავალდებულო არაა, თუმცა პროდუქტები, რომლებიც მათ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებენ, რუსეთის ხარისხის ნიშანზე პრეტენზიას ვერ გამოთქვამენ.

რა დადასტურდა

სწრაფი მომზადების ლაფშაში ნამდვილად ბევრი მარილი შედის. 12 სავაჭრო ნიშნის პროდუქციაში მარილის წილი (მზა პროდუქტში) როსკაჩესტვოს სტანდარტს არ შეესაბამებოდა. მისი შემუშავების დროს ექსპერტები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს ეყრდნობოდნენ: ზრდასრული ადამიანისთვის – დღეში 5 გრ მარილზე (1 ჩ/კ-ზე ოდნავ მეტი) მეტის მიღება 2 გრ ნატრიუმის ექვივალენტია. ამაზე დაყრდნობით შემუშავდა მოთხოვნა – მაქსიმუმ 0,5% მარილის წილი მზა პროდუქტში.

მარილის წილი ნორმაში იყოს შემდეგ მწარმოებლებში: „ანაკომი“, „დოშირაკი“. „კრასნაია ცენა“, „ლაზატი“, „პეტრა“.

ნედლეულის ხარისხის შესახებ მომხმარებლების შეშფოთება ნაწილობრივ დადასტურდა. ყველა მწარმოებელი მაღალი ხარისხის ფქვილს იყენებს, მაგრამ ზოგიერთში პესტიციდების, მცენარის ზრდის რეგულატორის და მიკოტოქსინების კვალი აღმოაჩინეს. ექსპერტები თვლიან, რომ წარმოებისთვის ნედლეულის საფუძვლიანად შემოწმება არ ხდება ან მიზეზი ტრანსპორტირების დროს არასწორი შენახვა ან მაღაზიაა (როცა სოკოვანი ინფიცირებისთვის პირობები იქმნება).

რა არ დადასტურდა

ნატრიუმის გლუტამატი ლაფშაში ნამდვილად არის, მაგრამ არც ისე ბევრი, როგორც ფიქრობენ. გემოს გამაძლიერებელს ყველაზე მეტად შეიცავდა ლაფშა „ბიგბონი” (3,48 გრ/კგ), ყველაზე ნაკლებს კი ლაფშა „კაჟდი დენ“ (0,69 გ/კგ). ეს როცა, დასაშვები ნორმაა 10 გრ/კგ.

არ დადასტურდა შიში, რომ მწარმოებლები სოიოს იყენებენ და მას შემადგენლობაში არ უთითებენ. ყველას, ვისაც პროდუქტში სოიოს ცილა დამატებული ჰქონდა, შესაბამისი ნიშნით მითითებული ჰქონდა.

ნაწილობრივ დადასტურდა, რომ სწრაფი მომზადების ლაფშის მწარმოებლები უხარისხო მცენარეულ ზეთს იყენებენ. ზოგიერთ ნიმუშში ცხიმმჟავის რაოდენობა სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა. ამასთან ცხიმის ზეჟანგის რაოდენობა ნორმის ფარგლებში იყო.

ექსპერტების მოსაზრებით ეს შეიძლება გამოწვეული იყოს რამდენიმე მიზეზით: მწარმოებლემა უხარისხო ზეთი გამოიყენეს, ნაწარმის წარმოების ტექნოლოგიური რეჟიმი დაარღვიეს ან ტემპერატურის პირობები ნორმებს არ შეესაბამებოდა.

სინთეტიკური საღებავები ლაფშაში ვერ აღმოაჩინეს. ასევე არ დადასტურდა შიში, რომ მწარმოებლები ხორცის არსებობაზე მხოლოდ აცხადებენ და სინამდვილეში ლაფშაში არ შედის.

ლაფშაში ხორცს ნამდვილად დებენ.

17 სავაჭრო ნიშნიდან 7-ს ქათმის ხორცი ან ქათმის ფარში მითითებული ჰქონდა. კვლევამ 6 სავაჭრო ნიშანში მათი არსებობა დაადასტურა – „ანაკომი“, „ბიგ ლანჩი“, „ვერმიშელი“, „დოშირაკი“, „როლლტონი“, „ბიგბონი“. განცხადებული ქათმის არსებობა ლაფშაში „პერვაია ცენა“ არ დადასტურდა.

მწარმოებლების რეიტინგი

ჩატარებული კვლევის მიხედვით არც ერთ სავაჭრო ნიშანს რუსეთის ხარისხის ნიშანზე პრეტენზიის გამოთქმა არ შეუძლიათ, თითოეულში ესა თუ იმ შეუსაბამობა იქნა აღმოჩენილი.

ყველაზე მეტი დააგროვეს შემდეგმა სწრაფი მომზადების ლაფშის სავაჭრო ნიშნებმა:

  • „ანაკომი“ – 3,988 (შესაძლო 5 ქულიდან)
  • „დოშირაკი“ – 3,988
  • „კაჟდი დენ“ – 3,925
  • „კრასნაია ცენა“ – 3,889
  • „პეტრა“ – 3,889

კვლევის აბსოლუტური აუტსაიდერი გახდა ლაფშა „სკოროვარი“, რომლის რეიტინგიც განულებულ იქნა. ექსპერტების თქმით, ეს პროდუქტი საბაჟოს ტექნიკურ რეგლამენტს არ აკმაყოფილებს – მასში გადაჭარბებული რაოდენობის ოქრატოქსინი A აღმოაჩინეს.

ოქრატოქსინი A-ს კვალი აღმოჩენილ იქნა 8 სავაჭრო ნიშანში. 5 სავაჭრო ნიშანში მიკოტოქსინი ზეარალენონის კვალი დაფიქსირდა. ეს დარღვევა არაა, რადგან დაშვებულ ნორმებს არ ცდება, მაგრამ მათი კვალი ლაფშაში არსებობს.

კვლევამ აღმოაჩინა ლაფშა „ბიგ ლანჩში“ პესტიციდი ბიფენტრინის კვალი, ხოლო ლაფშა „ბიგ ლანჩში”, ზალატისტაი ჯატვაში“, როლლტონში“ და „მაია ცენაში“ – მცენარის ზრდის რეგულატორის კვალი.

ყველაზე ნაკლები ქულები დააგროვეს შემდეგმა სავაჭრო ნიშნებმა:

  • „ლაზატი“
  • „მაია ცენა“
  • „ვოტ ეტა და“
  • „ზალატისტაია ჯატვა“
  • „პერვაია ცენა“