Connect with us

ჯანმრთელობა

ტოპ 7 არაჯანსაღი საკვები პროდუქტი, რომელიც სასარგებლო გვეგონა

ჯანსაღი ცხოვრების წესის და სწორი კვების კულტურა თავისთავად სასიამოვნო და სასარგებლოა. თუმცა არ ღირს ყველას და ყველაფერს დაუჯეროთ, როცა საქმე ამა თუ იმ საკვები პროდუქტის არჩევას ეხება. ტელევიზორის ეკრანებიდან და ბილბორდებიდან „სასარგებლო“ წასახემსებლებს, „სწორი“ გემრიელ ჩვევებს გვირჩევენ. ნამდვილად შეიძლება რეკლამის ექსპერტებს ჩვენი ჯანმრთელობა ვანდოთ?

7 ყველაზე გავრცელებული „სასარგებლო“ პროდუქტი, რომლებმაც სინამდვილეში შეიძლება ზიანი მოგვაყენოს. განვიხილოთ შემდეგი წესით: „დაპირება – რეალობა“.

1. მშრალი საუზმე

ალბათ, სახლში რამდენიმე შეფუთვა მიუსლი, ფანტელები და სწრაფი მომზადების ფაფა ყველას აქვს. რამდენ სარგებელს შეიცავს სინამდვილეში ჩვენი დილის საუზმე?

დაპირება:

მთელი მარცვლეული ჭარბ წონას ებრძვის, განსაკუთრებით ყველაზე იმ აუცილებელ ვიტამინებთან და მინერალებთან ერთად, რომელთაც თითოეული შეფუთვა შეიცავს. საბავშვო საუზმე, სხვა ყველაფერთან ერთად კალციუმით მდიდარია.

რეალობა:

100 გრ ასეთი „დიეტური“ საუზმე 500-ზე მეტ კალორიას, ასევე წარმოუდგენელი რაოდენობის შაქარს, მარილს, ცხიმებს შეიცავს, რომლებიც შემადგენლობაში მითითებული არაა. ერთი პორცია ასეთი საკვების მიღებით საპირისპირო ეფექტს სწრაფად მიიღებთ.

ბევრი ექსპერტის შედეგები აჩვენებს, რომ საკვლევი ნიმუშები მიკრობებს, ობს და საფუარის სოკოებს შეიცავს. რა თქმა უნდა, ეს მაჩვენებელი ნორმის ფარგლებშია. თუმცა, თუ ასეთ საუზმეს რძეს დაასხამთ და რამდენიმე საათით გააჩერებთ, მიკრობები გამრავლებას დაიწყებენ. ასეთი შემადგენლობა ნაკლებად მოუხდება მათ, ვინც სხეულის მოვლას ცდილობს.

2. ბატონჩიკი-მიუსლი

დაპირება:

ნახშირწყლების სწრაფი და პრაქტიკული წყარო. მდიდარი ბიოაქტიური ნაერთებით, ვიტამინებით, სხვადასხვა დანამატებით, როგორიცაა ჩირი, თაფლი და კაკალი.

რეალობა:

ბოლო კვლევები აჩვენებს, რომ ბატონჩიკი-მიუსლის ზიანი შეიძლება გაზიანის სასმელის ზიანს შევადაროთ. თუ ენერგიაზე ვსაუბრობთ, ასეთი წახემსების შემდეგ დანაყრების შეგრძნება სწრაფად ქრება, რაც დიდი რაოდენობით „ცარიელი“ ან უსარგებლო კალორიებით აიხსნება. სხვათა შორის, კალორიების შესახებ: 100 გრ ასეთი „დიეტური“ პროდუქტი 416 კალორიას შეიცავს. 2 მსუბუქი, სპორტული წასახემსებელი 2-ჯერ უფრო მეტ რბოლას გაიძულებთ.

3. ხრაშუნა პური

პურის ხრაშუნა პურით ჩანაცვლება საკმაოდ ხშირი „სასარგებლო“ მოწოდებაა მათთვის, ვისაც წონაში დაკლება ან რაციონში ფქვილის ნაწარმის შემცირება სურს. ნებისმიერი ხრაშუნა პური ჩვეულებრივ ფუნთუშაზე სასარგებლოა?

დაპირება:

წონაში დაკლებას ხელს უწყობს, საჭმლის მონელებას აუმჯობესებს, იმუნიტეტს აძლიერებს, კუჭის სკრაბის სახით მოქმედებს, ალერგენები და წიდები გამოაქვს.

რეალობა:

თავისი არსით ხარისხიანი მთელი მარცვლეულის ხრაშუნა პური, რომელიც უხეშად დაფქული ფქვილისგან არის მომზადებული ჩვენი ორგანიზმის მეგობარია. მთელი უსიამოვნება იმაში მდგომარეობს, რომ ყველა ხრაშუნა პური ამ სახეობის ფქვილისგან არ მზადდება. ამასთან, მწარმოებლები შემადგენლობაში საფუარს, სახამებელს, კონსერვანტებს და შაქარს ხშირად უმატებენ. როგორც ხვდებით, პროდუქტის რეალური შემადგენლობის მითითება ხშირად „ავიწყდებათ“.

4. ხუთ წუთში მოსამზადებელი ფაფა

ბავშვობიდან ენერგიის და ძალების მოსამატებლად დილით ფაფის ჭამას გვაჩვევენ. ღირს კი ბებია/დედა/აღმზრდელის დაჯერება, თუ სასარგებლო პროდუქტი არ გიყვართ?

დაპირება:

გემრიელი და სასარგებლო საუზმე, რომელიც ვიტამინებით გაჯერებულია და მის მომზადებას დიდი ძალისხმევა არ სჭირდება.

რეალობა:

ფაფა სწრაფად რომ მომზადდეს, წარმოებაში გამოყენებული მარცვლეული გაბრტყელებას, ჰიდროთერმულ დამუშავებას და გაშრობას ექვემდებარება. შესაბამისად, თქვენ ფანტელებს და არა მარცვლებს იღებთ. ასეთი კერძის სარგებელი ძალიან მცირეა, მით უმეტეს მაღალი ტემპერატურის ზემოქმედების გამო მასში ვიტამინები და მინერალები თითქმის აორთქლილია.

რა თქმა უნდა, მწარმოებლები ამ პრობლემის მოგვარებას ვიტამინების დანამატების დახმარებით ცდილობენ, მაგრამ ნატურალური, ბუნებრივი კომპონენტები შეედრება იმას, რასაც მწარმოებლები გვთავაზობენ?

ფაფა გემოთი ან ხილის ნაჭრებით ცალკე თემაა. ბევრ საწარმოს პროდუქტის ხარისხიანად გაშრობა და ხილის შენარჩუნება არ შეუძლია, რადგან ეს დიდ დანახარჯს მოითხოვს. სწორედ ამიტომ, ფაფას ხშირად არომატიზატორებით და საღებავებით გაჯერებულ ვაშლის ჩირს უმატებენ, რომელიც ატმის, მანგოს, მარწყვის და სხვა სახით გადის.

5.რძე, რძის პროდუქტები

დაპირება:

რძის პროდუქტები მდიდარია კალციუმით, ადვილად ათვისებადი ცილებით, სასარგებლო ბაქტერიებით. ასევე საჭმლის მონელებას აუმჯობესებენ და წონაში დაკლებას ხელს უწყობენ.

რეალობა:

ხშირად რძის შეფუთვაზე მცენარეული ცხიმების არსებობა მითითებული არაა, ხოლო ბაქტერიები, საფუარები და ობის სოკოს მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია. ეს უფრო მოწამვლას გამოიწვევს, ვიდრე კუჭის მუშაობის დარეგულირებას.

სხვათა შორის, არ დაგავიწყდეთ, რომ საწარმო, რომელიც ასეთ უხარისხო პროდუქციას აწარმოებს, სავარაუდოდ, ელემენტარულ სანიტარულ ნორმებს არ იცავს, ანუ კეთილი იყოს თქვენი ფეხი ინფექციებო, მავნე ბაქტერიებო და ვირუსებო. შემოდგომის სურდო შეიძლება დილით, საუზმეზე შეჭამოთ.

რაც შეეხება ბიფიდობაქტერიებს?

იოგურტებზე ჩატარებულმა გამოკვლევებმა დაადგინა, რომ თავის მიზანს (მიკროფლორის დარეგულირება) 7 ნიმუშიდან 6 ვერ გაუმკლავდა. მათ შემადგენლობაში სასარგებლო ნივთიერებების დონე ნორმაზე 100-ჯერ ნაკლები იყო. ამას მწარმოებლები საკვები დანამატების, შაქარის, საღებავების, არომატიზატორების და მჟავიანობის დამარეგულირებლების დახმარებით ანაზღაურებენ.

6. მწარე შოკოლადი

დაპირება:

რძის შოკოლადზე ნაკლებად კალორიული. შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ორგანიზმიდან წიდების გამოდევნას ხელს უწყობენ. სტრესის მიმართ გამძლეობას ზრდის და განწყობას აუმჯობესებს.

რეალობა:

ხარისხიანი კაკაოს მარცვლების ნაცვლად მწარე შოკოლადის შემადგენლობაში ხშირად იაფი კაკაოს ფხვნილი და ბევრი შაქარია გამოყენებული. ასევე ბევრ ნიმუშში ტყვია და კადიუმია (მძიმე ლითონები, ძალიან ტოქსიკური) აღმოჩენილი. ასეთი „ჯანმრთელი შემადგენლობით“ მარტივად მოიწამლებით, არტერიული წნევის ზრდას და მეხსიერების გაუარესებას ხელს შეუწყობთ.

7. ლერწმის შაქარი

დაპირება:

ჩვეულებრივზე ნაკლებად კალორიული. ვიტამინებით გაჯერებული. სასიამოვნო გემოს მქონე.

რეალობა:

შაქარი აფრიკაშიც შაქარია! ამასთან ის ყავისფერია. შესაბამისად, შავი ჭენჭოთი დამუშავებულია. ეს იმას ნიშნავს, რომ ქიმიკატებით უფრო გაჯერებულია, ვიდრე თეთრი შაქარი.

„ენდეთ, მაგრამ გადაამოწმეთ“ – აი, ნამდვილი სიბრძნე ცხოვრების ნებისმიერი შემთხვევისთვის. მიამიტობას მოეშვით, რომ გაუცნობიერებელი მავნე ჩვევების მოშორება შეძლოთ. დაინტერესდით იმ პროდუქტების ხარისხით და წარმოებით, რომლებიც თქვენს სუფრაზე ხვდება. გახსოვდეთ, რომ ყველაზე სასარგებლო საკვები – ახალი პროდუქტებისგან საკუთარი ხელით მომზადებულია. სწორად და გონივრულად იკვებეთ.