Connect with us

ჯანმრთელობა

ტოპ 20 ფაქტი ფინიკის შესახებ, რომლის შესახებ არ იცოდით

ფინიკი გასაოცარი ხილია, რომელიც დახვეწილი გემოთი გამოირჩევა. ის ხეზე იზრდება, რომელსაც ფინიკის პალმა ეწოდება და რომელიც სიმაღლეში 25 მეტრს აღწევს. პალმის ფოთლები სიგრძეში 15 მეტრამდე იზრდება.

როგორც აღმოჩნდა, ფინიკის პალმა პირველი მცენარე იყო, რომელიც ხალხმა გააშენა.

„სიცოცხლის კენკრა“, „უდაბნოს პური“, „ბუნების საწყობი“ – ფინიკს ასე ხშირად უწოდებენ და სულ ტყუილად არა. ფინიკი საკვებს წარმატებით ანაცვლებს. შეგიძლიათ რამდენიმე თვე მხოლოდ ფინიკი ჭამოთ და წყალი დალიოთ და ორგანიზმს ზიანი არ მიაყენოთ. ამასთან იდეალური სასუსნავია, რომელიც კანფეტს და ნამცხვარს სრულყოფილად ჩაანაცვლებს. არაბები ფინიკს პურის სახით იყენებენ.

ნახეთ ტოპ 20 ფაქტი ფინიკის შესახებ, რომელზეც შესაძლოა არ იცოდეთ:

  1. ფინიკი გულს, ღვიძლს და თირკმლებს აძლიერებს;
  2. ორგანიზმში მჟავე ბალანსს მხარს უჭერს;
  3. სისხლს კვებავს, ანემიის და ჰიპერტონიის დროს სასარგებლოა;
  4. იმუნიტეტს ზრდის;
  5. ნაწლავებში სასარგებლო მიკროფლორის შენარჩუნებას ხელს უწყობს;
  6. ფილტვების მუშაობას მხარს უჭერს;
  7. ხველას ამშვიდებს და ნახველი გამოაქვს;
  8. გულის მოქმედებას სტიმულირებს;
  9. მატონიზირებელი და გამაძლიერებელი მოქმედება აქვს;
  10. ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ ძალების აღდგენას ხელს უწყობს;
  11. გადაღლილობის და ფიზიკური ვარჯიშის დროს დაგეხმარებათ;
  12. ფინიკი შეგიძლიათ შაქრიანი დიაბეტის დროს მიიღოთ;
  13. სიმსივნის დაავადების რისკს ამცირებს;
  14. სახის ნერვის დამბლის დროს დაგეხმარებათ;
  15. 1 ფინიკი დაახლოებით 23 კალორიას შეიცავს;
  16. ფინიკი ჭარბი წონის მოშორების მსურველებს დაეხმარება;
  17. ფინიკი ტვინის დაბოლოებების განვითარებას ხელს უწყობს;
  18. ტვინის მოქმედებას დიდებულად სტიმულირებს;
  19. ადამიანს შეუძლია დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ ერთი ფინიკი მიირთვას და მისგან აუცილებელი მკვებავი ნივთიერებების კომპლექსი მიიღოს.
  20. 1 ფინიკი და 1 ჭიქა რძე ადამიანს მკვებავი ნივთიერებების აუცილებელი მოთხოვნილებით უზრუნველყოფს. ფინიკი 23 სახეობის ამინომჟავას შეიცავს, რაც ძალიან ბევრ სხვა ხილში არ გვხვდება.

უკუჩვენება: სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტი.