Connect with us

ჯანმრთელობა

ტვინის ანევრიზმა: 4 ნაადრევი სიმპტომი, რომლებიც არ უნდა გამოგრჩეთ

ექიმები ტვინის ანევრიზმას ნელი მოქმედების ბომბს უწოდებენ. ექიმები გვაფრთხილებენ, რომ ძალიან რთულია დაავადების დიაგნოზის დასმა, რომელიც თავის ტვინის სისხლძარღვების კედლების გამობერვას წარმოადგენს. უმეტეს შემთხვევაში, პაციენტები დაავადების შესახებ თავის ტვინზე კომპიუტერული ტომოგრაფიის ან მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფიის გადაღების დროს იგებენ. ზოგჯერ საერთოდ ინსულტის შემდეგ, რომელიც, სამწუხაროდ, ყოველთვის კარგად არ მთავრდება.

არსებობს რამდენიმე „წითელი დროშა“, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ და ექიმს მიმართოთ. მით უმეტეს, რომ ყველა სახის ანევრიზმას ქიმიური ჩარევა არ სჭირდება. ხშირად ექიმის რეგულარული მეთვალყურეობა და გამოკვლევები საკმარისია.

ძლიერი და მოულოდნელი თავის ტკივილი

თუ პერიოდულად ძლიერი ან გახანგრძლივებული თავის ტკივილი გაწუხებთ, ექიმს უნდა მიმართოთ – ხშირად ეს სერიოზული დაავადების პირველ ნიშანს წარმოადგენს. მოულოდნელი და ძლიერი თავის ტკივილის უგულებელყოფა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება – ხშირად ეს ინსულტის ან ანევრიზმის სიმპტომია. ასეთ სიტუაციაში ექიმი დაუყონებლივ გამოიძახეთ.

თვალებში გაორება, ქუთუთოების დაწევა

სისხლძარღვების კედლების გაფართოებამ შეიძლება მხედველობის ნერვზე ზეწოლა მოახდინოს. ამ დროს მხედველობა უარესდება – თვალებში გაორება, გამოსახულების დაბინდვა და თითქოსდა თვალებში ირევა. კიდევ ერთი სიმპტომი, რომლის შემჩნევისთანავე სასწრაფო ზომები უნდა მიიღოთ – ქუთუთოების კუთხეების დაწევა. ეს არა მხოლოდ ანევრიზმის, არამედ ინსულტის ნიშანია.

სისუსტე, სხეულის ერთი მხარის გაშეშება

კიდევ ერთი სახიფათო ნიშანი – გაშეშების შეგრძნება, რომელიც სხეულის ან სახის ერთ ნაწილს აზიანებს. ამას პატარა შედედებული სისხლით წვრილი სისხლძარღვების დაბლოკვა იწვევს. სისხლძარღვები ტვინის მნიშვნელოვანი ნაწილია, ხოლო სისხლის მიმოქცევის შეზღუდვის გამო ტვინი სხეულის ნაწილებს ვერ აკონტროლებს – და ჩვენ გაშეშებას ვგრძნობთ. ნუ დაელოდებით, სანამ თავისით გადავა, ექიმს მიმართეთ.

კუჭის პრობლემები

გულისრევა, ღებინება, დიარეა – როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ეს პრობლემები შეიძლება ანევრიზმის ნიშნები იყოს. თუ თავდაპირველად თავის ტკივილს გრძნობთ, შემდეგ მოწამვლის მსგავს სიმპტომებს, ექიმს დაუყონებლივ მიმართეთ. შესაძლოა, ყველა წუთი გადამწყვეტი იყოს.