თავის მოვლა
ტექნიკა რომელიც ცხვირის ზომის შემცირებაში დაგეხმარებათ
ცხვირის ზომის შესამცირებლად, პრობლემას კომპლექსურად უნდა მივუდგეთ. ცხვირის კანის ქვეში ხშირად გროვდება სითხე, რის გამოც ის უფრო ფართო ხდება და ლამაზად არ გამოიყურება. ამიტომ ჯერ ლიმფოდრენაჟის ნორმალიზება უნდა მოვახდინოთ, ყურადღება მივაქციოთ ხერხემალს და კისრის კუნთებს.
დაიწყეთ კისრის მასაჟით
ცხვირთან მუშაობა კისრით უნდა დავიწყოთ, რადგან სწორედ აქ გადის სახის ლიმფური ნაკადი. თუ კისერს არ დაამუშავებთ, მაშინ სითხე მოძრაობას დაიწყებს მაგრამ, ვერ შეძლებს გაწოვას, შედეგად სახის უარეს შეშუპებას მივიღებთ.
მასაჟის გაკეთება მშრალ კანზეც შეგიძლიათ, მაგრამ წინასწარ კრემის ან გელის წასმაც არ იქნება ურიგო. ყველა მოძრაობა ისეთი დაწოლით უნდა გაიკეთოთ, რომ კანი გაწითლდეს და სითბოს შეგრძნება გაჩნდეს.
1. მუშტად შეკრული ხელის გულებით კისრის გვერდითა და უკანა ნაწილები დაიზილეთ. კისრის წინა მხარეს არ შეეხოთ.
2. მუშტით გააკეთეთ ოდნავ მიმწოლი მოძრაობები ნიკაპის ქვემოთ. გაიარეთ ნიკაპის სრული ზოლი.
3. მტევნის უკანა ნაწილით, ძლიერად მოისრისეთ ნიკაპის ხაზი, სანამ მსუბუქ წვას არ იგრძნობთ ყბის თაღზე.
4. ორივე ხელის საჩვენებელი და შუა თითები ყურების ორივე მხარეხს დაიდეთ და ძლიერად დაზილეთ კანი ზემოთ-ქვემოთ.
5. მუშტები ცხვირის გვერდებზე მიიდეთ, ცერა თითები ნიკაპს დაადეთ. ორივე მუშტი კანიდან აუღებლად – ყურებისკენ გადაწიეთ. გაიმეორეთ სამჯერ.
6. თითის ბალიშებით თვალებს ქვეშ რბილი მოძრაობები გააკეთეთ – ყველა თითის ბალიშით.
ცხვირის შესამცირებელი მასაჟი
ის თითის ბალიშებით უნდა გაიკეთოთ:
საჩვენებელი და დიდი თითის ბალიშებით ძლიერი ჩქმეტითი მოძრაობები გაიკეთეთ ცხვირის გვერდებზე. გაიმეორეთ 3-4-ჯერ;
ცხვირის გვერდით კუნთებზე საკმაოდ ძლიერი დაწოლითი მოძრაობები გაიკეთეთ საჩვენებელი თითების ბალიშებით
გააღეთ პირი ასო “O”-ს ფორმაზე, საჩვენებელი თითებით დაიწყეთ წრიული მოძრაობების კეთება ცხვირის ნესტოებიდან მოყოლებული. შემდეგ იმოძრავეთ მაღლა, თვალებისკენ (თვალის შიგნითა მხარე) დააფიქსირეთ წერტილი და კანზე ძლიერი დაწოლით თითებით დაბლა დაეშვით. შეასრულეთ 4-5-ჯერ.
ეს მასაჟი აშორებს შეშუპებას, გეხმარებათ სურდოს და ცხვირის გაჭედილობის დროს. რეგულარული მასაჟი ცხვირს გაცილებით თხელსა და ლამაზს გახდის.