თავის მოვლა
ტექნიკა “გამშვები ღილაკი” – ჩემი სახე და კანი ისე ბრწყინავს როგორც 16 წლის ასაკში!
თუ ყველაფერს ხარისხიანად შეასრულებთ, თქვენი გაახალგაზრდავება და თქვენგან წამოსული ბრწყინვალება გარშემომყოფებისთვის პირველსავე დღეებში გახდება შესამჩნევი!
პირველი რაც აუცილებლად უნდა გააკეთოთ – ეს არის “დაამუხრუჭოთ” საკუთარი თავი. გამოთიშეთ ჩვეული მდგომარეობიდან, რომელიც სახესა და სხეულზე ასაკობრივ და ავადმყოფურ ცვლილებებს იწვევს… იმისთვის, რომ ადამიანი მიმზიდველად გამოიყურებოდეს, მინიმუმ ორი პირობა უნდა შეასრულოთ: ის თავად უნდა მოგწონდეთ (თუნდაც მოცემულ მომენტში) და სახე ცოცხალი უნდა იყოს: დასვენებული, ემოციური, ხაზგასმულად ცივი, კეთილი და ა.შ. მთავარია, რომ საინტერესო იყოს და სულის მდგომარეობას გვიჩვენებდეს.
სახის აღქმა მხოლოდ მცირედითაა დამოკიდებული სახის ნაკვთებსა და მის “სიბერის დონეზე”! ჩვენ ყველამ არაჩვეულებრივად ვიცით, რომ ძალიან ბევრი ლამაზი ადამიანი არსებობს, რომლებიც მზერას არ იზიდავენ და გარშემომყოფებს გულგრილს ტოვებენ, თუმცა პირიქით: არც თუ ისე სწორი და ლამაზი სახე შეიძლება ძალიან საყვარელი იყოს და სურვილი გაგიჩინოთ, რომ მუდმივად უმზერდეთ. როგორი შედეგი გაინტერესებთ?!
ვინ გვკარნახობს იმას, თუ როგორს უნდა გვხედავდნენ სხვები?! შესაძლოა, ამ კითხვამ გაგაოცოთ. “როგორ?!” იკითხავთ თქვენ – “არავინ გვკარნახობს! ყველა ისე აღგვიქვამს როგორც მას სურს ან ისე, როგორც პირველი ნახვისას გვნახა!” მაგრამ, ეს ასე სულაც არ არის! მეცნიერთა სხვადასხვა ჯგუფებმა, რომელბიც ცდებს ადამიანებსა და მაიმუნებზე ატარებდნენ, რამდენიმე კანონზომიერება აღმოაჩინეს, რომელიც 99.99% შემთხვევაში მუშაობს. მათ შორის მთავარი: სახის აღქმაში – სახის ნაკვთებსა და “სიბერის დონეს” უკანასკნელი ადგილი უჭირავთ!
დააკვირდით სტატისტიკას, თუ რა იქცევს ყურადღებას ადამიანის სახეზე:
- 1 ადგილი – სახის გამომეტყველება
- 2 ადგილი – უჩვეულობა
- 3 ადგილი – მსგავსება ვინმესთან, ვის მიმართაც კარგად არის განწყობილი
- 4 ადგილი – ღიმილი
- 5 ადგილი – გამოხედვა (ღრმა, იდუმალი, მხიარული, კეთილი, მოსიყვარულე, ჰიპნოზური)
- 6 ადგილი – კანი (გლუვი და ლამაზი)
მიაქციეთ ყურადღება: პირველ ადგილზე – სახის გამომეტყველებაა. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ეს ყველაზე იოლია: შეცვალეთ სახის გამომეტყველება და – ყველაფერი შეიცვლება?! სამწუხაროდ ყველაფერი ასე იოლი არ არის!
ჩვენი სახის გამომეტყველება – ირეკლავს ჩვენს სულიერ მდგომარეობასა და ფიქრებს! როგორია თქვენი ფონური მდგომარეობა?!
ფონური დავალება. გამშვები ღილაკი.
1. აიღეთ დიდი სარკე. შეხედეთ თქევნს სახეს. ჯერ მთლიანი შთაბეჭდილება მიიღეთ, შემდეგ ცალ-ცალკე დაათვალიერეთ ცხვირი, პირი, თვალები, ნიკაპი, წარბების ფორმა… თქვენთვის განსაზღვრეთ რა მოგწონთ და რას შეცვლიდით…
2. ახლა წარმოიდგინეთ, რომ თქვენზე უზომოდ შეყვარებული ადმაიანი გიზმერთ, რომლისთვისაც თქვენზე მშვენიერი ამქვეყნად არავინ არის. შეხედეთ თქვენს ანარეკლს, აუცილებლად გამოიწვიეთ შეყვარებულობის მდგომარეობა და უყურეთ თავს მისი პრიზმიდან. ყურადღება მიაქციეთ შემდეგს: იცვლება თუ არა თქვენი სახის გამომეტყველება?! 5 წუთის შემდეგ თუ სახე არ შეიცვალა, ესეიგი დავალებას არასწორად აკეთებთ.
რატომ და რა შეიძლება გაკეთდეს არასწორად?!
ყველაფერი ძალზედ მარტივია: თუ თქვენ შეყვარებულობის ემოციას გამოიწვევთ, ორგანიზმი სწრაფად და დაუყოვნებლივ ირეაგირებს მასზე თავისი ბიოქიმიური და იდეომოტორული რეაქციებით. როდესაც ძლიერი ემოციების ზემოქმედების ქვეშ მყოფ ადამიანზე ვსაუბრობთ, ხშირად ვიყენებთ შემდეგ ფრაზებს “თმები ყალყზე დაუდგა”, “სახე გაუფითრდა ” კიბორჩხალასავით გაწითლდა” და ა.შ. ამას კი რელურად ვხედავთ! ორგანიზმმა ემოციაზე რეაქცია გვაჩვენა ან სისხლძარღვთა გაფართოებით, ან სპაზმით ან კუნთების მოდუნებით და ა.შ.
თუ თქვენ ემოცია ვერ გამოიწვიეთ ან ძალიან სუსტი ემოცია გამოიწვიეთ – ორგანიზმიც მასზე ან სუსტად ან თითქმის არ ირეაგირებს, ხოლო თუ საკმარისად ძლიერი ემოცია გაჩნდა – რეაქციაც 100%-იანი იქნება.
გამოდის, რომ პრობლემა არა სახეში, არამედ ემოციებშია? დიახ!
ეხლა კვლავ შეხედეთ თქვენს თავს “საკუთარი თვალით”. როგორ აღიქვამთ საკუთარ სახეს? კვლავ შეხედეთ შეყვარებული თვალით. ნუ იჩქარებთ – მიეცით საკუთარ თავს საკმარისი დრო. მოისმინეთ რაიმე სიმღერას სადაც სიყვარულზე და სილამაზეზე მღერიან, თუმცა აუცილებელი პირობაა: ის ძალიან უნდა მოგწონდეთ!
შეგიძლიათ საყვარელი წიგნის ნაწყვეტი წაიკითხოთ, მაგრამ, ისეთი რომელიც თქვენში კარგ განწყობას გამოიწვევს. თუ საშუალება გაქვთ აბაზანა მიიღოთ ან მასაჟი გაიკეთოთ – გაინებივრეთ თავი! ყველაზე მთავარია, რომ თქვენი ბოლო მოქმედება ძალიან სასიამოვნო და ეფექტური იყოს!
როგორც კი ჰორმონები “ამუშავდებიან” სახეც მაშინვე ირეაგირებს: კანი დაიწყებს გაწმენდას, ნაოჭების რაოდენობაც შემცირდება, თვალები უფრო ნათელი და მბრწყინვალე გახდება… კანი დაიჭიმება რადგან ჰორმონები თავის სამუშაოს ასრულებენ – მას ძალით და ტონუსით ავსებენ.
შემდეგ ყველაზე მარტივი – ისწავლეთ ეს განწყობა ცნობიერში შეინარჩუნოთ, თუნდაც დღეში რამდენჯერმე. თუ ყველაფერ ხარისხიანად შეასრულებთ, თქვენი გაახალგაზრდავება და თქვენგან გამომავალი სხივი გარშემომყოფთათვის, პირველსავე დღეებში იქნება შესამჩნევი!