ტესტები
ტესტი ქალბატონებისთვის: არჩეული სამკაული თქვენი ხასიათის განსაკუთრებულობებზე მოგვითხრობს
რას ფარავს თქვენი ქვეცნობიერი? ეს უბრალო ფსიქოლოგიური ტესტი ამ კითხვაზე პასუხის გაცემაში დაგვეხმარება. შეხედეთ ფოტოს და აირჩიეთ სასურველი სამკაული.
ნომერი 1
თქვენი თავისა და გარეგნობისთვის ბევრი დროის დათმობა გიყვართ. ამაში ცუდი არაფერია, გოგონა ხომ ყოველთვის შესანიშნავად უნდა გამოიყურებოდეს. თუმცა ეცადეთ, რომ ეს ზღვარს არ გადაცდეს!
ნომერი 2
თქვენ კეთილი და ნათელი ადამიანი ხართ, რომელიც მუდამ მზად არის სხვების დასახმარებლად. ზოგჯერ თქვენი უანგარობა ცუდად გიბრუნდებათ. სხვების დახმარება კარგია, თუმცა ნურც საკუთარი თავი დაგავიწყდებათ!
ნომერი 3
ცდილობთ დამოუკიდებელი იყოთ და უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს შესანიშნავად გამოგდით. თქვენთვის მნიშვნელოვანია საკუთარი თავის რეალიზება, თუმცა ეს ზოგჯერ საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობების აწყობაში გიშლით ხელს.
ნომერი 4
თქვენ ზედმეტად ჩაკეტილი ადამიანი ხართ, რომელიც არასდროს მოყვება თუ რა ხდება მის სულში. ეს გარკვეული თავდაცვაა გარესამყაროს ნეგატიური ზემოქმედებისგან. თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ ზოგჯერ ახლობლებისთვის გულის გადაშლა ნამდვილად სასარგებლოა!