Connect with us

ტესტები

ტესტი: რომელი ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღეთ ბავშვობაში და როგორ უნდა გაუმკლავდეთ

ჩვეულებრივ, ფსიქოლოგებს პრობლემების მქონე ადამიანები მიმართავენ. ხშირად ასეთი პრობლემები ადრეულ ასაკში ყალიბდება. სურათები დაგეხმარებათ გაარკვიოთ, თუ რომელ ფსიქოლოგიურ ტრავმას შეეჯახეთ ბავშვობაში. სურათი ძალიან სწრაფად, 2–3 წამში შეარჩიეთ.

სურათი 1

ახალგაზრდობაში მოხდა უსიამოვნება, რომელმაც თავი სუსტად და უსუსურად გაგრძნობინათ. თქვენ ძლიერი და უფროსი ადამიანების მხარდაჭერას ეძებდით, მაგრამ ვერ იპოვეთ. მოტყუებული მოლოდინები და ტკივილი თქვენს ქვეცნობიერში მთელი ცხოვრება დარჩა.

ახლა „წარჩინებული სტუდენტის“ სინდრომი გაქვთ, რომელიც გაიძულებთ ყველაფერი სრულყოფილად გააკეთოთ, რომ შექება დაიმსახუროთ. დროა, სხვების მოსაზრებებზე დამოკიდებულება და მათგან თანხმობის ლოდინი შეწყვიტოთ. თვითკმარი პიროვნება უნდა გახდეთ, სხვების მხარდაჭერის იმედი არ გქონდეთ. თქვენ ხომ პატარა და სუსტი ბავშვი არ ხართ, არამედ ძლიერი და პასუხისმგებლიანი ადამიანი. ეს ყველას დაუმტკიცეთ. პირველ რიგში, საკუთარ თავს.

სურათი 2

ეს სურათი ადასტურებს, რომ მშობლებთან რთული ურთიერთობა გაქვთ. ბავშვობაში (შესაძლოა ახლაც) თვლიდით, რომ დედას და–ძმაზე ნაკლებად უყვარდით. მაშინაც კი, თუ ოჯახში ერთადერთი ბავშვი ხართ, მათი მონაწილეობა და ყურადღება აშკარად გაკლდათ. სწორედ ამიტომ, თქვენში ჩადებულია ისეთი პრობლემები, როგორიცაა საკუთარი თავის მიმართ უკმაყოფილება და საკუთარი ძალებისადმი უნდობლობა. მთელ კრიტიკას საკუთარ თავზე იღებთ, ხოლო შექების არ გჯერათ. თვითჩაღრმავება, შინაგანი მტრების ძიება – აი, თქვენი წილი. ეს გჭირდებათ? მენდეთ: თქვენი ბედნიერების მჭედელი თავად თქვენ ხართ. თუ თავდაუჯერებლობას გადალახავთ, ძლიერი პიროვნება გახდებით.

სურათი 3

უამრავი მეგობარი და ნაცნობი, თქვენ ყურადღების ცენტრში ხართ და წვეულების „მეფედ“ ყოფნა გიყვართ. როცა სხვები იშლებიან, საკუთარ ფიქრებთან და ეჭვებთან მარტო რჩებით. სავარაუდოდ, ბავშვობაში ახლობელი ადამიანი დაკარგეთ, რომელსაც ყველა საიდუმლოს ენდობოდით. შედეგად, თავს მარტოსულად გრძნობთ და ბევრი მეგობარი ბავშვობის დანაკარგის ანაზღაურებაში გეხმარებათ. უნდა გაიაზროთ, რომ ცხოვრების ციკლის შეცვლა შეუძლებელია: ადამიანები მიდიან, გადადიან, იღუპებიან. მათ ადგილას სხვები მოდიან. მხოლოდ საკუთარ დანაკარგზე კონცენტრირება არ შეიძლება. თუ ადამიანებს ენდობით, ახალი ახლო მეგობრების პოვნას შეძლებთ, ცხოვრება ათასი ფერებით გაბრწყინდება, მარტოობაზე ფიქრები მიგატოვებთ და თვითკმარი ადამიანი გახდებით.

სურათი 4

ერთი შეხედვით გულახდილი და გულწრფელი ადამიანი ხართ. ოჯახური პრობლემების შესახებ სხვების ისტორიებს ყოველთვის ისმენთ, მათთვის სანუგეშო სიტყვებს ყოველთვის პოულობთ, მაგრამ თქვენს გულს არავის და არასდროს უშლით. თქვენ ბალიშში თავჩარგული იტირებთ, მაგრამ საკუთარ უბედურებას არავის გაუზიარებთ. თქვენ უბრალოდ საკუთარ თავზე საუბარი არ იცით. სავარაუდოდ, ბავშვობაში მეგობრებმა ან მშობლებმა მწარედ მოგატყუეს. მას შემდეგ არავის ენდობით. თქვენ ძალიან გიჭირთ, თქვენ ძალები უნდა იპოვოთ, რომ ენდოთ – მსოფლიოში უფრო მეტი კეთილი და წესიერი ხალხი ცხოვრობს, ვიდრე ცუდი. უდანაშაულო ტყუილმა არ უნდა შეგაშინოთ. თუ თანამოაზრეს იპოვით, რომელსაც ენდობით, თქვენი ძალები უსაზღვრო გახდება და მთების გადადგმას შეძლებთ.