ტესტები
ტესტი, რომელიც ჭეშმარიტი სიყვარულისკენ მიმავალ გზაზე ყველა დაბრკოლებას გადალახავს
ოდესმე გიფიქრიათ, როგორ იპოვოთ ნამდვილი სიყვარული და დაიცვათ? თუ თქვენთვის ეს აქტუალური თემაა, Alltime.ge–ს რედაქცია მარტივი ტესტის გავლას გთავაზობთ, რომელიც პირად ცხოვრებაში პრობლემურ ზონებს გამოყოფს და თქვენს კითხვაზე პასუხის მიღებაში დაგეხმარებათ!
როგორ ვიპოვოთ სიყვარული
ყველაფერი, რაც გჭირდებათ, – უბრალოდ ქვემოთ მოცემულ სურათს დააკვირდით. მასზე 4 მთავარი გამოსახულებაა დაშიფრული. რომელი გამოსახულება დაინახეთ საერთო კომპოზიციაში პირველად? ქვემოთ პასუხის გაშიფვრა წაიკითხეთ.
დაბმული ადამიანი
თუ პირველად თვალში დაბმული ადამიანი მოგხვდათ, ეს იმას ნიშნავს, რომ ზუსტად ასეთ მდგომარეობაშია თქვენი შინაგანი „მე“.
სურათის ამ ელემენტზე უნებლიე აქცენტი ღრმა შინაგანი კონფლიქტის არსებობაზე მიუთითებს. დიდი ალბათობით, ეს დიდი ხნის განმავლობაში გრძელდება. ეს კონფლიქტი შესაფერისი ადამიანის პოვნაში ხელს გიშლით.
სანამ მთელი ცხოვრების სიყვარულს მოძებნით, საკუთარ სურვილებსა და ღირებულებებში გაერკვიეთ. ასე დარწმუნებული იქნებით, რა გსურთ სინამდვილეში და თქვენი ნახევარიც მაშინვე გამოჩნდება.
დაწნული ღობე
თუ პირველად თქვენი ყურადღება ღობემ მიიპყრო, გამოდის სხვებთან ურთიერთობაში ზედმეტად ჩაკეტილი და განცალკევებული ხართ.
შესაძლოა, წარსული მტკივნეული გამოცდილება ახალ ხალხთან გახსნის საშუალებას არ გაძლევთ. დიდი ალბათობით, ეს თვისება პატარაობიდანვე თან გახლავთ. ნებისმიერ შემთხვევაში ეს განკერძოება გრძელვადიანი რომანტიკული ურთიერთობის აგებაში ხელს გიშლით. გარემოცვა თქვენს სიფრთხილეს გულგრილობად და უინტერესობად აღიქვამს.
თანდათან ამ ეკლიანი ჭურრვიდან გამოსვლა სცადეთ და სხვების ქცევები ასე კრიტიკულად არ შეაფასოთ.
ნავი
თუ პირველად თქვენი ყურადღება ნავმა მიიქცია, მომავალი პარტნიორის მიმართ მოთხოვნებს გადახედეთ და როგორც მინიმუმ აუცილებელი პუნქტების მესამედი ამოშალეთ.
ხედვა სურათის ზედა ნაწილზე ტყუილად არ ფოკუსირდა. დიდი ალბათობით, ცხოვრებაში ყველას ზემოდან უყურებთ.
დროა, მწარე სიმართლე მიიღოთ, რომ იდეალური ადამიანები არ არსებობს. სანამ ასეთი ადამიანის პოვნას ცდილობთ, რეალური ადამიანები, რომელთანაც მშვენიერი ურთიერთობის შექმნა შეგეძლოთ, შიშით გვერდს გივლიან.
თავის ქალა
ამაზე აქცენტი ადასტურებს, რომ ყველასა და ყველაფერზე ტოტალური კონტროლის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოგიდგენიათ. გეჩვენებათ, რომ თუ ცოტა მოდუნდებით, ყველაფერი დაინგრევა. ამის გამო, როგორი ირონიულიც არ უნდა იყოს, ასე ხდება!
სიყვარულის საპოვნელად და შესანარჩუნებლად უბრალოდ ცოტა მოდუნდით და სამყაროს ენდეთ!
ვიმედოვნებთ, ეს ტესტი თქვენთვის სასარგებლო იყო და ჩვენი რჩევის მოსმენის შემდეგ იპოვით ადამიანს, ვისაც ყველა სიხარულს და დარდს გაუზიარებთ.
როგორ ფიქრობთ, რა ეხმარება ადამიანს ნამდვილი სიყვარულის პოვნასა და მთელი ცხოვრება მის შენარჩუნებაში? გაგვიზიარეთ მოსაზრებები.