Connect with us

ტესტები

ტესტი: როგორი ადამიანი ხართ სინამდვილეში?!

როდესაც გარემოს ან სურათებს ვაკვირდებით, გარკვეულ ნივთებზე ან გასმოსახულებებზე ვახდენთ ფოკუსირებას. ეს ყველაფერი ჩვენი ქვეცნობიერის გავლენით ხდება. ეს უკანასკნელი გვაიძულებს იმაზე გავამახვილოთ ყურადღება რასაც გაცილებით მნიშვნელოვნად ვთვლით. ნათქვამის დასამტკიცებლად ამ ძალიან მარტივ ტესტს გთავაზობთ: შეხედეთ ფოტოს! რა დაინახეთ პირველად?! ეს თქვენს შესახებ გარკვეულ ინფორმაციას გვაწვდის. წაიკითხეთ პასუხები:

წითელი ბანტი და ტუჩები

თუ პირველად წითელი ბანტი და ტუჩები შეამჩნიეთ, თქვენ პირდაპირი ადამიანი ხართ. ტყუილი და იმედგაცრუება – თქვენს ცხოვრებისეულ ფილოსოფიას არ შეესაბამება. მეგობრებს ყოველთვის თქვენს გვერდით სურთ ყოფნა. ხართ ადამიანი რომელიც ბედნიერებას ასხივებს და ამჯობინებს საქმე არ გაართულოს. მეგობრები თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან კარგი იუმორის გრძნობა გაქვთ – მეგობრების წრეში ძალიან პოპულარული ხართ.

ფიფქია

თუ პირველი რაც სურათზე დაინახეთ ფიფქია იყო, ეს ნიშნავს, რომ რეალისტი ხართ.

თქვენი არჩევანი გვიჩვენებს, რომ იცით რგორ უნდა გაანალიზოთ და რეალურად დაინახოთ გარშემო არსებული სიტუაცია, ისე რომ ემოციებს უფლება არ მისცეთ გავლენა მოახდინონ თქვენს აზროვნებასა და განსჯის უნარზე.

პრაგმატული ადამიანი ხართ, ყველაფერს რეალურად უყურებთ და არ არსებობს წინაღობები რომლებსაც თქვენი ინტელექტი ვერ დაძლევს. ეს ყველაფერი სამუშაოს მხრივ ძალიან გეხმარებათ, თუმცა ეცადეთ თქვენი გრძნობები არ დაგავიწყდეთ.

შერლოკ ჰოლმსი

თუ პირველად შერლოკ ჰოლმსის გამოსახულება დაინახეთ, ე.ი. პერფექციონისტი ხართ. გარდა ამისა ეს არჩევანი მიგვანიშნებს, რომ ძალიან თავშეკავებული და მგრძნობიარე პიროვნება ხართ, ყურადღებას იჩენთ იმ სიტუაციებისა და დეტალების მიმართ, რომელიც თქვენს გარშემო ხდება.

ყოველთვის ცდილობთ, რომ თქვენი ოცნებები რეალობად გადაიქცეს. მიისწრაფით წარმატებისკენ და თქვენს ძალისხმევას ყოველდღიურად ზრდასა და განვითარებაში ხარჯავთ.

თავს შეცდომების დაშვების უფლებას არ აძლევთ, თუმცა თუ მაინც დაუშვით შეცდომა, მისგან აუცილებლად სწავლობთ.