Connect with us

ტესტები

ტესტი თქვენი სულიერების შესამოწმებლად

ამ ტესტის დახმარებით შეძლებთ გაიგოთ, თუ რამდენად ახლოს ხართ ევოლუციის შემდეგ ეტაპთან, ასევე სხეულის თვითდიაგნოსტიკას ჩაატარებთ და შეამოწმებთ ენერგეტიკული ცენტრების, ჩაკრების და ენერგეტიკული არხების დაბინძურების დონეს.

სწორი შედეგის მისაღებად ყველაფერი პატიოსნად გააკეთეთ. საკმარისია შინაგანი სულიერი ენერგიის გასაღვიძებლად სუფთა სურვილი გქონდეთ.

კომფორტულად დაჯექით. მარცხენა ხელი მუხლზე, ხელისგულით ზემოთ დაიდეთ და რამდენიმე მარტივი მოქმედება შეასრულეთ. ყველაფერი რიგრიგობით უნდა შეასრულოთ:

  1. მარჯვენა ხელი გულზე დაიდეთ და იკითხეთ (ფიქრებით, საკუთართ თავს), დედა სამყაროს მიმართეთ: „დედა სამყაროვ, მე სულიერი არსება ვარ?“
  2. მარჯვენა ხელი გულის ქვეშ (გულიდან 1 სმ–თი ქვემოთ) დაიდეთ და იკითხეთ (ჩუმად ან ხმამაღლა, როგორც გირჩევნიათ): დედა სამყაროვ, შემიძლია საკუთარი თავის მასწავლებელი ვიყო? საკუთარი თავის ბატონი? საკუთარი თავის ექიმი? საკუთარი თავის გურუ?
  3. მარჯვენა ხელი მარცხენა ფეხის ტანთან მიერთების ადგილას დაიდეთ. ამ ენერგეტიკულ ცენტრში სამყაროს უბრალოდ სთხოვეთ: დედაო, მომეცი სუფთა ცოდნა. დედაო, ჩემივე თავის მასწავლებელი, გურუ გამხადე.
  4. ხელი ისევ გულზე დაიდეთ და ახლა უკვე მტკიცებით ფორმაში თქვით: დედაო, მე საკუთარი თავის ბატონი, მასწავლებელი და გურუ ვარ.
  5. მარჯვენა ხელი გულზე დაიდეთ და თქვით: დედა სამყაროვ, მე ვარ სული, მე სულიერი არსება ვარ.
  6. მარჯვენა ხელი კისრის მარცხენა მხარეს დაიდეთ და თქვით: არაფერში დამნაშავე არ ვარ, სუფთა სული მაქვს, სული არ შეიძლება რაიმეში დამნაშავე იყოს. თუ წარსულში შეცდომა დავუშვი, აღარ გავიმეორებ“.
  7. მარჯვენა ხელი კეფაზე დაიდეთ და თავი ოდნავ ასწიეთ. თქვით: დედა სამყაროც, რაღაც არასწორად გავაკეთე, შეგნებულად ან გაუცნობიერებლად, მაპატიე.
  8. მარჯვენა ხელი შუბლზე დაიდეთ, მაგრად დააჭირეთ და თავი ცოტა წინ დახარეთ. თქვით: „დედაო, ყველას ვპატიობ, ჩემ თავს ვპატიობ“. ეცადეთ, ყველას გულწრფელად აპატიოთ. სულიერი ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პატიება.
  9. მარჯვენა ხელის ხელისგულის ცენტრი თხემზე დაიდეთ. მაგრად დააჭირეთ და თავის კანი საათის ისრის მიმართულებით წრიულად დაიმასაჟეთ. სთხოვეთ: დედაო, მაგრძნობინეთ, რომ სულიერი არსება ვარ. გთხოვთ, საკუთარი თავის რეალიზებაში დამეხმარეთ, თვითრეალიზაციაში დამეხმარეთ“.
  10. ახლა მარჯვენა ხელისგული თავს ზემოთ ასწიეთ და ხელისგულის ცენტრის და თხემის შეგრძნებებს მოუსმინეთ. ის შეიძლება საკმაოდ სუსტი იყოს – სიგრილე, სითბო ან ჩხვლეტა. დაიმახსოვრეთ. ხელები შეცვალეთ: მარჯვენა ხელი მუხლზე, ხელისგულის ზემოთ დაიდეთ, ხოლო მარცხენა ხელისგული თავს ზემოთ ასწიეთ და შეგრძნებებს მოუსმინეთ. ასევე დაიმახსოვრეთ.
  11. ახლა ორივე ხელი მუხლებზე დაიდეთ, რამდენიმე წუთით თვალები დახუჭეთ და სრულად დასვენება სცადეთ. უბრალოდ მოუსმინეთ შეგრძნებებს თქვენში, თავზე, ხელისგულებსა და თითებზე.

თუ ყველაფერი სწორად შეასრულეთ, თქვენი შედეგები შეამოწმეთ:

  1. თუ ტესტის შემდეგ თავიდან და ხელისგულის ცენტრებიდან მომავალ სიცივეს გრძნობთ, დაახლოებით ერთნაირი სიძლიერის – გილოცავთ. თქვენი ენერგია მთელი ძალით მუშაობს და მისი მართვა უნდა ისწავლოთ.
  2. თუ გრძნობთ ნიავს, მაგრამ ის საკმაოდ სუსტი და არათანაბარია (ერთ ხელზე მეტად, მეორეზე ნაკლებად, ზოგიერთ შემთხვევაში სითბოს ან ჩხვლეტას გრძნობთ) – თქვენ სწორ გზაზე ხართ, საკუთარ თავზე უნდა იმუშაოთ. სჯობს ახლავე დაიწყოთ.
  3. თუ ვერაფერი იგრძენით, არ დაითრგუნოთ, შესაძლოა უბრალოდ დაღლილი ხართ და ახლა კონცენტრირებას ვერ ახდენთ, დაისვენეთ და მოგვიანებით სცადეთ – უფრო მეტი გულწრფელობა დაამატეთ.

როგორი შედეგები მიიღეთ?

Advertisement