Connect with us

საკითხავი

ტაძარში სანთლის დანთების წესები, აკრძალვები და რეკომენდაციები

ეკლესიაში სანთლის დანთებას ბევრი წესი და აკრძალვა აქვს. მაგალითად, ბევრი სანთლის დანთებით ღმერთის თვალში უკეთესი ვერ გამოჩნდებით. Alltime.ge–ს რედაქცია სანთლის დანთების წესებსა და აკრძალვებზე დეტალურად გიამბობთ.

სანთლის დანთების წესი

ლეგენდის მიხედვით, უფალმა ცვილის სანთლები დედამიწაზე იმისთვის ჩამოიტანა, რომ მათ ღვთაებრივ სიკაშკაშეს წმინდა ადგილები გაენათებინა. ხალხი სანთელს სხვადასხვა მნიშვნელობას ანიჭებს. სანთელი არა მხოლოდ ქრისტიანულ, არამედ ბუდიზმის და იუდაიზმის რიტუალებში გვხდება. სანთლის ტრადიცია წარმართობიდან მოდის, როცა ცეცხლს გამწმენდ თვისებებს აწერდნენ.

დაიმახსოვრეთ რამდენიმე წესი, სანამ ეკლესიაში სანთელს დაანთებთ. პირველ რიგში, ეკლესიაში მისვლამდე მოინანიეთ და ეზიარეთ. სანთლის ფასი და რაოდენობა ლოცვის მსვლელობასა და ღვთის პასუხზე გავლენას ვერ მოახდენს. ამ შემთხვევაში მაგიური ძალა არ აქვს. სანთელი თქვენს ცხოვრებას თვალის დახამხამებაში ვერ შეცვლის.

არ გამოიყენოთ ასანთი და სხვა რამ სანთლის დასანთებად. ამისთვის უკვე ანთებული სანთელი გამოგადგებათ. ეკლესიაში სანთელს საჯანმრთელოდ ან სულის მოსახსენებლად ანთებენ. ორივეს გარკვეული წესები უკავშირდება.

სანთელი ცენტრალური ანალოღიის გვერდით ან რომელიმე ხატის წინ უნდა აანთოთ, შემდეგ წმინდანებისკენ მიმართოთ, ილოცოთ და საჯანმრთელოდ ან სულის მოსახსენებლად განათავსოთ. სიყვარულით და სიკეთით იმოქმედეთ, რომ უფალმა თქვენი ლოცვა შეისმინოს.

ეკლესია ნებას გაძლევთ, რომ სანთელი ნებისმიერი ადამიანისთვის დაანთოთ, თუნდაც მონათლული არ იყოს, მაგრამ საეკლესიო წიგნში მისი სახელის ჩაწერა არ შეიძლება.

სანთლის დანთება საჯანმრთელოდ

ნებისმიერი ხატის წინ დაანთეთ. უმჯობესია თქვენი მფარველი წმინდანის ხატის წინ დაანთოთ. ასევე იმ წმინდანების ხატებთან, რომლებიც სიცოცხლეში სხვებს კურნავდნენ. მაგალითად, ასეთია პანტელეიმონ მკურნალი, კოსმა და დამიანე, ლუკა ყირიმელი.

სანთელზე უფრო მნიშვნელოვანია ლოცვა. ლოცვანში საჯანმრთელო ლოცვები მოძებნეთ და წრფელი გულით წაიკითხეთ. ორძული რძლის საჯანმრთელოდ და მსუბუქად მშობიარობისთვისაც შეგიძლიათ ილოცოთ.

სანთლის დანთება სულის მოსახსენებლად

ყველა ეკლესიაში მარცხენა მხარეს გამოყოფილია ადგილი, სადაც სულის მოსახსენებლად სანთელი შეგიძლიათ დაანთოთ. როგორც წესი, სანთლის დანთების მსურველი ბევრია და ღვთისმსახურმა შეიძლება სანთელი მანამ ჩააქროს და ამოიღოს, სანამ ჩაწვას მოასწრებს. ამის გამო სასულიერო პირზე არ გაბრაზდეთ. ღმერთმა თქვენი მსხვერპშეწირვა უკვე მიიღო და ლოცვაც მოისმინა.

სანთელი სპეციალურ მაღაზიაში შეიძინეთ. ასე დარწმუნებული იქნებით, რომ ნაკურთხია. ეკლესიაში სანთელი რიტუალის დაწყებამდე ან მის შემდეგ დაანთეთ. ხელში მხოლოდ პანაშვიდის დროს შეგიძლიათ დაიჭიროთ. მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ხელით დაანთებთ სანთელს. ნებისმიერ რამეზე შეგიძლიათ ილოცოთ და სანთელი დაანთოთ. ოჯახის საკეთილდღეოდ, მეორე ნახევრის საპოვნელად, შვილის მფარველობისთვის, ახალი საქმის დასაწყებად და ა. შ.

Advertisement