Connect with us

ჯანმრთელობა

ტარხუნა: 6 უნიკალური უპირატესობა ორგანიზმისთვის

ეს ბალახი განსაკუთრებით უნიკალურია და სხვადასხვა პროდუქტებს კარგად ერწყმის. შეგიძლიათ ახალი ან ხმელი სახით გამოიყენოთ. ჩვეულებრივ, ახალი ტარხუნა მხოლოდ გაზაფხულსა და ზაფხულზე გრილ ამინდშია ხელმისაწვდომი.

მისი როგორც სხვა ბალახების, მაგალითად ქინძის, მიღება მარტივი არაა. მის პოვნას მხოლოდ მსხვილ სუპერმარკეტებში ან ბაზარში შეძლებთ.

მას ნაზი გემო აქვს და კარგად ერწყმის ისეთ პროდუქტებს, როგორიცაა სოკო, ძროხის ხორცი, ქათამი, ბოსტნეული, სოუსი, სატაცური, კვერცხი და წვნიანი. ეს უნივერსალური მწვანილია, რომელიც კულინარიულ ხელოვნებაში სხვადასხვა მეთოდით შეგიძლიათ გამოიყენოთ.

ტარხუნა და მისი თვისება

პირველ რიგში, ტარხუნა ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლო მკვებავ ნივთიერებებს შეიცავს. მეორეც, ტარხუნა ძალიან ცოტა კალორიას და ნახშირწყლებს შეიცავს, ხოლო მასში შემავალი მკვებავი ნივთიერებები ჯანმრთელობისთვის შეიძლება სასარგებლო იყოს.

მხოლოდ ერთი სუფრის კოვზი (2 გრ) ხმელი ტარხუნა უზრუნველგყოფთ:

  • კალორია: 5
  • ნახშირწყლები: 1 გრ
  • მანგანუმი: 7%
  • რკინა: მაჩვენებელი 3%
  • კალიუმი: 2%

აღსანიშნავია, რომ მანგანუმი მნიშვნელოვან მკვებავ ნივთიერებას წარმოადგენს, რომელიც ტვინის ჯანმრთელობას, ზრდას, ნივთიერებათა ცვლას და სტრესის შემცირებას ხელს უწყობს.

ამ მცენარეში შემავალი რკინა უჯრედების ფუნქციონირების და სისხლის წარმოების გასაღებს წარმოადგენს. რკინის დეფიციტმა შეიძლება ანემია, დაღლილობა და სისუსტე გამოიწვიოს.

კალიუმი არის მინერალი, რომელიც გულის, კუნთების და ნერვების სწორი ფუნქციონირებისთვის გადამწყვეტ როლს ასრულებს. კვლევამ აჩვენა, რომ კალიუმს არტერიული წნევის შემცირება შეუძლია.

ტარხუნაში ამ მკვებავი ნივთიერებების რაოდენობა მნიშვნელოვანი არაა, მაგრამ ჯანმრთელობაზე ზოგადად დადებით გავლენას ახდენს.

1. ტარხუნა სისხლში შაქრის დონეს ამცირებს

ინსულინი არის ჰორმონი, რომელიც გლუკოზის უჯრედების გაგზავნას ხელს უწყობს, ამიტომ შეგიძლიათ ის ენერგიის საწარმოებლად გამოიყენოთ.

ისეთმა ფაქტორებმა, როგორიცაა დიეტა და ანთება, შეიძლება ინსულინის მიმართ რეზისტენტობა გამოიწვიოს, რაც გლუკოზის ჭარბ დონეს იწვევს. აღმოჩენილ იქნა, რომ ტარხუნა ინსულინის მიმართ მგრძნობელობას და ორგანიზმის მიერ გლუკოზის გამოყენებას აუმჯობესებს.

ტარხუნის ექსტრაქტი სისხლში გლუკოზის დონეს 20%-ით ამცირებს.

2. ძილს არეგულირებს და აუმჯობესებს

ძილის დეფიციტი ჯანმრთელობის ცუდ შედეგებთან არის დაკავშირებული. ამან შეიძლება ისეთი დაავადების რისკი გაზარდოს, როგორიცაა მე-2 ტიპის დიაბეტი და გულის დაავადება.

სამსახურის გრაფიკის შეცვლა, სტრესის მაღალი დონე ან ცუდი ცხოვრების წესი ძილის ხარისხის გაუარესებას ხელს უწყობს. უძილობის დროს ადამიანები ხშირად საძილე აბებს იყენებენ, მაგრამ ეს მდგომარეობის გამწვავებას იწვევს, როგორიცაა დეპრესია და ტოქსიკომანია.

ტარხუნა არტემიზიის მცენარეთა ჯგუფს მიეკუთვნება, რომელსაც დამამშვიდებელი მოქმედება აქვს და ძილის ხარისხს აუმჯობესებს. ეს პოტენციური უპირატესობა ჯერ შესწავლილი არაა.

3. შეიძლება მადა გაზარდოს

მადის დაკარგვა შეიძლება სხვადასხვა მიზეზმა გამოიწვიოს. მაგალითად, ასაკი, დეპრესია ან ქიმიოთერაპია. მკურნალობის გარეშე ეს კვების უკმარისობას და ცხოვრების ხარისხის გაუარესებას გამოიწვევს.

გრელინის და ლეპტინის ჰორმონების დისბალანსმა შეიძლება მადის შემცირება გამოიწვიოს. ეს ჰორმონები ენერგეტიკული ბალანსისთვის აუცილებელია.

ლეპტინი და გრელინი ორი ჰორმონია, რომლებიც მადას აკონტროლებენ. კვლევამ აჩვენა, რომ ტარხუნას ექსტრაქტებს ლეპტინის დონის შემცირების ხარჯზე მადის გაუმჯობესება შეუძლია.

4. ოსტეოართროზის დროს ტკივილს ამცირებს

ტარხუნა ხალხურ მედიცინაში ტკივილის გასაყუჩებლად უკვე დიდი ხანია გამოიყენება. დანამატები, რომლებიც ტარხუნას შეიცავენ, შეიძლება სასარგებლო იყოს ისეთი დაავადებებით გამოწვეული ტკივილის შესამცირებლად, როგორიცაა ოსტეოართრიტი.

სხვა კვლევამ აღმოაჩინა, რომ ტარხუნა ტკივილის სამკურნალოდ სასარგებლოა. ზოგიერთი სპეციალისტი ტკივილგამაყუჩებლის ალტერნატივის სახით მიღებას გირჩევთ.

5. ანტიბაქტერიული თვისება გააჩნია

ერთ-ერთ კვლევაში შეაფასეს ტარხუნას ეთერზეთის გავლენა ოქროსფერ სტაფილოკოკსა და ნაწლავურ ჩხირებზე, ორ ბაქტერიაზე, რომლებიც საკვებით დაავადებებს იწვევენ. 15 და 1500 მკგ/მლ ტარხუნას ეთერზეთს თეთრი ყველის ცომს უმატებედნენ.

შედეგებმა აჩვენა, რომ ტარხუნას ეთერზეთით დამუშავებულ ყველა ნიმუშს ორივე ბაქტერიის მიმართ ბაქტერიოციდული მოქმედება ჰქონდათ. მკვლევარები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ტარხუნა შეიძლება საკვების ეფექტური კონსერვანტი იყოს, მაგალითად, ყველის.

საფირმო მცენარეული ზეთები სინთეტიკური ქიმიური საკვები დანამატების ალტერნატივას წარმოადგენს. კვლევამ აჩვენა, რომ ტარხუნას ეთერზეთს ოქროსფერი სტაფილოკოკის და ნაწლავური ჩხირების შეფერხება შეუძლია.

6. მრავალფეროვანი და მარტივი რაციონში დასამატებლად

ტარხუნა ნაზს გემოს ფლობს და შეგიძლიათ ბევრ კერძში გამოიყენოთ. აი, რამდენიმე მარტივი მეთოდი თქვენს რაციონში ტარხუნას დასამატებლად:

  • შემწვარ ქათამთან დანამატის სახით გამოიყენეთ;
  • სოუსს, მაგალითად პესტოს ან აიოლის დაუმატეთ;
  • თევზს, მაგალითად ორაგულს და თინუსს დაუმატეთ;
  • ზეითუნის ზეთს აურიეთ და გამომცხვარ ბოსტნეულს მოაყარეთ;

ტარხუნას სხვა უპირატესობა ჯანმრთელობისთვის

ითვლება, რომ ტარხუნას ჯანმრთელობისთვის სხვა უპირატესობებიც აქვს, რომლებიც ჯერ დეტალურად შესწავლილი არაა.

პირველ რიგში, ტარხუნა შეიძლება გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო იყოს:

ტარხუნა შეგიძლიათ გულისთვის სასარგებლო ხმელთაშუა ზღვის დიეტაში ჩართოთ. ამ დიეტის სარგებელი არა მხოლოდ საჭმელს, არამედ მწვანილებს და სანელებლებს უკავშირდება.

მეორეც, შეიძლება ანთება შეამციროს:

ციტოკინი – ცილა, რომელიც ანთებით პროცესებში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ვირთხებზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 21 დღის განმავლობაში ტარხუნას მიღებამ ციტოკინის დონე მნიშვნელოვნად შეამცირა.