Connect with us

ჰოროსკოპი

ტაროლოგმა ტაროს კარტი გაშალა და გვითხრა, რას უნდა ველოდოთ ნოემბერში

შემოდგომის ბოლო თვე უკვე შემოვიდა და დროა 2020 წლის ნოემბრის ზუსტი პროგნოზი გავიგოთ. დღეს გიზიარებთ ანჯელა პერლის რჩევებს, თუ როგორ გავატაროთ ნოემბერი, რომ ამ თვემ სიხარული, სულის ჰარმონია და კარგი განწყობა მოგვიტანოს.

ანჯელა პერლის პროგნოზები ყოველთვის ხდება, მისი რჩევები უკვე ძალიან ბევრ ადამიანს ბედნიერების პოვნაში დაეხმარა.

2020 წლის ზუსტი პროგნოზი

ბევრი თავის სიყვარულს იპოვის, ოთხი ფინანსურ საქმეებს გამოასწორებს, ორი თავის დანიშნულებას იპოვის. მშვილდოსნებო, თქვენი დრო მოვიდა!

ვერძი

თვე მოულოდნელი ამბით დაიწყება. შესაძლოა, რაღაც დაუგეგმავად მოხდეს, მაგრამ შედეგი კარგ მოგებას გპირდებათ. მნიშვნელოვანი საკითხები სწრაფად უნდა მოაგვაროთ.

ძლიერი ჯანმრთელობით და ენერგიით სავსე იქნებით. ქვეყნის შიგნით მოგზაურობა სასარგებლო იქნება. ახალი იდეების განხორციელება წარმატებას და ფინანსურ კეთილდღეობას მოგიტანთ. ანჯელა გირჩევთ: „თუ გსურთ, რომ სანუკვარი ოცნებები აიხდინოთ, ენას კბილი დააჭირეთ. უცნობ ადამიანებთან ზედმეტი არ ილაპარაკოთ“.

კურო

დროა საკუთარ ინტუიციას მოუსმინოთ. ის მიგანიშნებთ სწორ გადაწყვეტილებას. ნოემბრის თვე კუროს ოჯახურ ბედნიერებას და კარგ შემოსავალს ჰპირდება. ფული ნათესავებიდან ან საოჯახო ბიზნესიდან შემოვა.

შუა ნოემბრამდე კუროს იმუნიტეტი მწვერვალში იქნება და მოღრუბლური ამინდი ვერ დააზიანებს. თუმცა უყურადღებობით დაზიანების მიღების უნდა გეშინოდეთ.

ტყუპები

მოქმედების და საკუთარ ქცევებზე პასუხისმგებლობის აღების დროა. თუ გსურთ, რომ ბიზნესმა მოგება მოგიტანოთ, მას მაქსიმალური დრო დაუთმეთ.

საქმიან და ოჯახურ ცხოვრებაში შემოქმედებითი მიდგომა გამოიჩინეთ. კრეატიული იდეები მოგებას და პარტნიორთან ურთიერთობაში ჰარმონიას მოგიტანთ! გადაწყვეტილებები სწრაფად უნდა მიიღოთ!

კირჩხიბი

ნოემბერში ახალი ჰორიზონტები გამოჩნდება. მოსალოდნელია აზროვნების ან საერთოდ საცხოვრებელი ადგილის შეცვლა ან იმიგრაცია. ან იქნებ სამსახურის შეცვლა გსურთ? გახსოვდეთ, რომ ცვლილებები წინ მოძრაობაა.

ფინანსური მდგომარეობა კარგ მოგებას მოგიტანთ. თვის ბოლოს სასიამოვნო სიურპრიზს ელოდეთ!

ლომი

შემოდგომის ბოლო თვეს ლომს საკუთარ სიამაყეზე ფეხის დაჭერა და გონიერების ჩართვა მოუწევს. დაფიქრდით, სანამ ახლობელს შენიშვნას მისცემთ, რომ ოჯახური ბუდე არ დაანგრიოთ. ფინანსური კუთხით ძალიან კარგი თვე იქნება.

ნოემბერში ლომი თითქოსდა ღრმა ძილიდან გაიღვიძებს და მიხვდება, თუ რა უნდა გააკეთოს ცხოვრებაში. ყველა ცვლილება ხელსაყრელი იქნება.

ქალწული

ნოემბრის დასაწყისში ქალწულს საკუთარი ინტერესების დაცვა მოუწევს. დიდი ალბათობით ეს ურთიერთობის სფეროს შეეხება.

მუშაობის კუთხით თვე აქტიური იქნება. სხვების დახმარების იმედი არ გქონდეთ. არ ინერვიულოთ, თავადაც გაუმკლავდებით! ჯანმრთელობა ძლიერი იქნება, განწყობა სტაბილურად კარგი! ხელსაყრელი დროა იმისთვის, რომ მომავალში ინვესტიცია ჩადოთ.

სასწორი

დროა გადაწყვიტოთ, თუ რა გსურთ სინამდვილეში. გაიგოთ, თუ რა მოგწონთ და რისი გაკეთება გსურთ. შესაძლოა, ახლა საუკეთესო დროა, რომ პროფესია შეიცვალოთ.

სხვების მითითებას ნუ მიჰყვებით. მხოლოდ საკუთარ თავს და ინტუიციას მოუსმინეთ. ამინდის ცვლილებების და სტრესული სიტუაციების გამო მოსალოდნელია წნევის რყევები. მნათობები დასვენებას და კარგად გამოძინებას გირჩევენ.

მორიელი

მორიელისთვის ეს თვე ფინანსური კუთხით შესანიშნავი იქნება. თქვენი ყველა სურვილის დაკმაყოფილებას ეყოფა და გადადებასაც შეძლებთ. აი, ახლობლებზე ფულის დახარჯვა არ ღირს, წინააღმდეგ შემთხვევაში ფული გაქრება. ეცადეთ, იმპულსურ ხარჯვას თავი აარიდოთ.

ნოემბრის ბოლოს მცირე მოგზაურობა, ისტორიულ წყნარ ადგილას განმარტოება თამამად დაგეგმეთ, რომ თვალს წყალი დაალევინოთ და სასიამოვნო ამბავიც მოისმინოთ. მთაში მოგზაურობა საუკეთესო იქნება.

მშვილდოსანი

ეს თვე რომანტიკით და აღმოჩენებით სავსე იქნება. შესაძლოა, ურთიერთობაში ან სამსახურში ახალი როლის მოსინჯვა ღირდეს. ბევრი შესაძლებლობა გამოჩნდება, რაც კარგ ფინანსურ შემოსავალს მოგიტანთ.

მოულოდნელი სიახლე გეგმების კორექტირებას გამოიწვევს. გადაწყვეტილება სწრაფად და ყოყმანის გარეშე უნდა მიიღოთ. ზედმეტმა ოცნებამ შეიძლება გადაწყვეტილების მიღება გაართულოს. ყველაფერი აწონდაწონეთ და წინსვლა თამამად გააგრძელეთ.

თხის რქა

ნოემბერში ფული და წარმატება თხის რქას ფეხდაფეხ დაჰყვება. ზეციური მნათობები თხის რქას ურჩევენ, რომ ფული ზრდაში დახარჯონ: დეპოზიტზე დადონ ან აქციებში. კარგი დროა ახალი უნარების ასათვისებლად.

შუა თვეში იდეები გაგიჩნდებათ, რომელიც ცვლილებებისკენ განგაწყობთ. ჯანმრთელობა არ გიმტყუნებთ!

მერწყული

2020 წლის ნოემბერში მერწყული პარტნიორთან ურთიერთობის გამყარებას შეძლებს. ერთად რაღაც ახალი და უჩვეულო დაიწყეთ: ცეკვა, ცხენზე ჯირითი, წყვილების მასაჟი ან დილის იოგა.

იღბალი ნოემბერში გაგიღიმებთ. თავში ავი არ გაივლოთ და ხელში მძიმე არ დაიჭიროთ, ოცნებებისკენ თამამად იარეთ. ყველაფერი გამოგივათ. ფული ტყუილად არ დახარჯოთ, იმპულსურ შესყიდვებს მოერიდეთ.

თევზები

ალბათ, თევზები ერთადერთი ზოდიაქოს ნიშანია, რომელსაც თვითიზოლაციის წესები და დისტანციური მუშაობის რეკომენდაციები განწყობას ვერ გაუფუჭებს. ამ ნიშნის წარმომადგენლებს საკუთარი თავი უყვართ და ნებისმიერ სიტუაციაში მხოლოდ პოზიტივის დანახვა შეუძლიათ.

ნოემბერში თევზები კარგ ფინანსურ შედეგს მიიღებენ. შემოქმედებითი ფრენების დროა!

როგორც ხედავთ, შემოდგომის ბოლოს შეგიძლიათ მონათესავე სულს შეხვდეთ და ხანგრძლივი ურთიერთობა ააგოთ, რაც ძლიერ და გულწრფელ გრძნობებზე იქნება დაფუძნებული. ფინანსური კუთხით რჩევები სასიამოვნოდ გვახარებს. ის, თუ როგორი იქნება ნოემბერი, მხოლოდ თვის ბოლოს, შეჯამებისას გავიგებთ.

შეუძლებელია, 2020 წლის ნოემბრის ზუსტმა პროგნოზმა არ გაგახაროთ. პრაქტიკულად თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს კარგი ცვლილებები ელოდება.