Connect with us

თავის მოვლა

სხეულის გაწმენდა სუპების დამხარებით – მხოლოდ 3 დღე და შემდეგ შეგიძლიათ მიირთვათ ყველაფერი რაც მოგესურვებათ

ჩვენ ყველამ ვიცით, რომ აუცილებელია წვნიანის ჭამა დღეში ერთხელ მაინც. ბავშვობიდან, ეს ჩვეულება ბებიებისგან მოდის და ახლაც აქტუალურია. დიეტოლოგები მკაცრად გირჩევენ სუპების მირთმევას, რადგან მათ სასარგებლო ეფექტი აქვთ საჭმლის მონელების სისტემასა და მთლიანად სხეულზე.

აუცილებლად დაუმატეთ თქვენს დიეტის მენიუს სუპი. მუდმივად მყარი საკვების მიღებისას სხეულში ხდება მეტაბოლური პროცესების შეფერხება და ბოსტნეულის წვნიანი კი ხელს შეუწყობს საჭმლის მონელების სისტემის სწორ ფუნქციონირებას.

სუპები კარგია, რადგან ისინი სწრაფად შეიწოვება, თბილი და ხელს უწყობენ საჭმლის მონელების გაუმჯობესებას.  გარდა ამისა, სუპებს, ბევრად ნაკლები კალორია აქვს, ვიდრე სხვა ძირითად კერძებს.

სუპის დიეტის სარგებელი

1. მთელი დღის განმავლობაში შეგიძლიათ მიირთვათ ერთხელ მომზადებული სუპი და არ დაგჭირდეთ სხვადასხვა კერძების გამოგონება.

2. წვნიანს ნაკლები კალორია აქვს და  შეგიძლიათ ბევრი მიირთვათ.

3. არ გექნებათ შიმშილის შეგრძნება.

4. სუპში ვიტამინების დიდი რაოდენობაა.

დიეტას უნდა დაუმატოთ ბოსტნეულის სუპები დაბალი კალორიით. სამწუხაროდ, მომზადებისას, ვიტამინებისა და ელემენტების მნიშვნელოვანი ნაწილი ნადგურდება. მაგალითად, კომბოსტო კარგავს ფოლიუმის მჟავას, ლობიო და ბარდა – შეიცავს კალციუმის 40% და სტაფილო და ისპანახი ვიტამინის ნაწილს კარგავს.

თუმცა, ეს დანაკარგები შეიძლება შემცირდეს. ბოსტნეული მთლიანად უნდა დაიფაროს წყლით. სუპის მომზადებისას, შეეცადეთ სახურავი დახურული იყოს, ამ გზით თავიდან აიცილებთ ვიტამინების გაქრობას.

რაც ნაკლებ დროს გაატარებს ბოსტნეული წყალში, უფრო სასარგებლო იქნება. ამიტომ, შეეცადეთ ის მოათავსოთ მდუღარე და არა ცივ წყალში. გახსოვდეთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ვიტამინების ნაწილი იკარგება, მოხარშული ბოსტნეულის სასარგებლო თვისებები მაინც შენარჩუნებულია. ისინი ამცირებს ქოლესტერინის დონის და აუმჯობესეს საჭმლის მონელების სისტემას.

წესები, რომლებიც სუპის დიეტის დროს უნდა დაიცვათ

1. ასეთი დიეტის ხანგრძლივობაა 1-დან 3 დღემდე. მხოლოდ ერთი თვის შემდეგ შეგიძლიათ გავიმეოროთ.

2. ყოველდღე თქვენ უნდა მიიღოთ 5 დან 6 პორციამდე სუპი.

3. გარდა ბოსტნეულისა, დაამატეთ თქვენი საყვარელი სანელებლები და მწვანილი.

4. დიეტის დროს მიღებული სასმელი წყალი გამოდევნის ტოქსინებს სხეულიდან.

დიეტის დროს შეგიძლიათ არ ჭამოთ სუპის გარდა არაფერი. არსებობს წვნიანის ბევრნაირი დიეტა და სუპების სხვადასხვა რეცეპტები. განვიხილოთ ყველაზე პოპულარული.

1. ბროკოლის წვნიანი

მოათავსეთ კარაქი ტაფაზე, დაამატეთ, ბროკოლი, დაჭრილი ნიახური და ხახვი. მოხრაკეთ ბოსტნეული დაბალი ცეცხლზე 5 წუთით, შემდეგ დაასხით ბულიონს .
სანამ ბოსტნეული მოიხარშება, დაამატეთ მარილი, პილპილი და თქვენი საყვარელი სანელებლები. თქვენ შეგიძლიათ წვნიანი დააბლენდეროთ.

2. სტაფილოს და ჯინჯერის წვნიანი

ჩაასხით ბულიონი ქვაბში, დაამატეთ დაჭრილი ბოსტნეული – სტაფილო, ჯინჯერი, ნიორი. მოვხარშოთ დაბალ ცეცხლზე.

მოხრაკეთ ხახვი, შემდეგ დაამატეთ დანარჩენ ინგრედიენტებს, დატოვეთ წვნიანი ცეცხლზე კიდევ 10 წუთის განმავლობაში. მოაყარეთ მარილი, პილპილი და თქვენი საყვარელი სანელებლები.

ოსპის სუპი

დაჭერით ბოსტნეული: კარტოფილი, ვაშლი, სტაფილო და ხახვი. დადგით დაბალ ცეცხლზე 10 წუთით. შემდეგ დაასხით ბულიონი, დაამატეთ ოსპი, ჯინჯერი, წიწაკა. ადუღეთ წვნიანი კიდევ 30 წუთით და სანამ ბოსტნეული სრულად მოიხარშება დაამატეთ მარილი.

უკუჩვენებები

წვნიანის დიეტა დაბალ კალორიულია. თუ თავის ტკივილს ან უჩვეულო სისუსტეს გრძნობს, დიეტა არ განაგრძნოტ. დროს დიეტა ასევე სასურველია მიიღოთ ვიტამინები და მინერალები.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიმართ უკუჩვენებები კუჭის წყლული და კუჭ-ნაწლავის სხვა ქრონიკული დაავადებებია. დიეტის დაწყებამდე საჭიროა კონსულტაციები ექიმთან.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.