ჯანმრთელობა
სხეულთან დაკავშირებული 7 პრობლემა, რომლებსაც მანდარინის კანი წამლებზე უკეთ უმკლავდება
არაა საჭირო ექსპერტობა იმის ცოდნისთვის, რომ ხილი ძალიან სასარგებლოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის. მათი უმრავლესობა ძალიან დადებითად მოქმედებს ჩვენს საერთო თვითშეგრძნებაზე, რომელთა შორისაც ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი და მიმზიდველი ციტრუსი – მანდარინია.
ეს ხილი ძალიან ჰგავს ფორთოხალს, ამიტომ ერევათ ზოგიერთებს ისინი ერთმანეთში. თუმცა, უდავოა, რომ მანდარინის ასეთი პოპულარობა მისი თვისებებითაა განპირობებული.
მანდარინის თვისებები
- მას გასაოცარი გემო აქვს;
- ფლობს მდიდარ არომატს;
- მდიდარია B1, B2, B3, B6 და B9 ვიტამინებით;
- შეიცავს მინერალებს: მაგნიუმს, რკინას, ფოსფორს, კალციუმს, კალიუმს, სელენსა და თუთიას.
ზილის ამ სახეობის მოხმარება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ორგანიზმისთვის. თუმცა, რა მოვუხერხოთ მის კანს? ექიმების დიდი ნაწილი ამბობს, რომ მანდარინის კანსაც ბევრი სასარგებლო თვისება აქვს.
როგორ გამოვიყენოთ მანდარინის კანი
1. საჭმლის მონელების პრობლემები
თუ საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა გსურთ, შემდეგნაირად უნდა მოიქცეთ: აქციეთ მანდარინის კანი ფხვნილად და დაუმატეთ ნებისმიერ კერძს. ეს საშუალება უმკლავდება კუჭის ტკივილსა და მეტეორიზს.
2. ფიზიკური გამოფიტვა და ძილთან დაკავშირებული პრობლემები
- აიღეთ ცოტაოდენი ცედრა და მოათავსეთ იგი პატარა ქისაში;
- ისუნთქეთ მისი არომატი 15 წუთის განმავლობაში.
ეს დაგეხმარებათ თავის ტკივილის შემცირებაში ან სრულად მოშორებაში, გადაჭრის ძილთან დაკავშირებულ პრობლემებს და მოსპობს დაღლილობის შეგრძნებას.
3. სოკო
ადამიანებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა სოკოა. მანდარინის კანი ამ პრობლემას გადაჭრის, თუ შემდეგ პროცედურას ჩაიტარებთ: აიღეთ მანდარინის ახალი კანი და შეიზილეთ მისი წვენი დაზიანებულ მონაკვეთზე დღეში ორჯერ, სრულად გაქრობამდე.
4. ხველა
ეს საკმაოდ უსიამოვნო პრობლემაა, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს გაციებით ან რესპირატორული პრობლემებით. მანდარინის კანის გამოყენებით, თქვენ ამ სიმპტომ დაამარცხებთ.
- აიღეთ მანდარინის კანის პატარა ნაჭრები და გამოაშრეთ.
- აადუღეთ წყალი და ჩაასხით მანდარინის კანით სავსე ჭიქაში.
- აცადეთ საშუალებას 1 კვირით გაჩერება ბნელ ადგილას.
დროის გასვლის შემდეგ, დაუმატეთ 20 წვეთი სითხე კერძებს და მიირთვით დღეში სამჯერ.
5. ბრონქიტი
დაუამტეთ ნახევარი მანდარინის კანი 1 ჭიქა მდუღარე წყალს. აცადეთ დაყენება 1 საათით, შემდეგ მიირთვით სითხე. ეს წამალი დღეში სამჯერ უნდა მიიღოთ.
6. სურდო
მანდარინის კანის გამოყენებით, თქვენ ეფექტურად დაამარცხებთ ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთებას.
- მოათავსეთ ცოტაოდენი ცედრა მდუღარე წყალში.
- დუღილის ტემპერატურაზე შეისუნქეთ ორთქლი 10 წუთის განმავლობაში, ოღონდ ამ დროს ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ, რომ არ დაიწვათ.
7. ჰიპერტონია და ტაქიკარდია
- მოათავსეთ მანდარინის კანი 3 ლ წყალთან ერთად ქვაბში.
- აადუღეთ წყალი და შემდეგ აცადეთ დაყენება.
- გაწურეთ ნახარში და დაუმატეთ იგი აბაზანას. ასე სიმპტომებს მოიშორებთ.
თქვენ იცოდით, რომ მანდარინის კანის გამოყენებაც შეიძლება? იცით სხვა გზა მისგან სარგებლის მისაღებად?