ტესტები
სწრაფი ტესტი. წარბის ფორმა ადამიანის ხასიათის ფარულ თვისებებს ააშკარავებს
წარბები არა მხოლოდ გარეგნობის მნიშვნელოვანი აქცენტი, არამედ ხასიათის მაჩვენებელია. არ ვგულისხმობთ, პირქუში ხართ თუ გაოცებული. წარბის ფორმა ადამიანის თვისებებზე ბევრ რამეს ამბობს. თუ დაინტერესდით, საინტერესო ტესტი წარბების ფორმებზე გაიარეთ და გაიგეთ რაღაც ახალი საკუთარ თავზე.
ქვემოთ მოცემულია სურათი წარბების 5 ფორმით. ამოცანა საკმაოდ მარტივია. აირჩიეთ ფორმა, რომელიც თქვენსას მაქსიმალურად ჰგავს. თუ აარჩიეთ, შედეგებს გაეცანით.
ფსიქოლოგიური ტესტი წარბების ფორმით: გაშიფვრა
პირველი ფორმა
თუ სწორი წარბები გაქვთ, ყოველთვის ყველაფრის გაკონტროლება გჭირდებათ. გიცნობენ, როგორც ადამიანს კარგი ორგანიზაციული უნარებით. ბევრ ამოცანას სწრაფად და ძალიან წარმატებულად უმკლავდებით, თითქოს იულიუს კეისარი ხართ. ამის წყალობით თქვენი სახლის და სამსახურის საქმეები ყოველთვის წესრიგშია.
მეორე ფორმა
ასეთი ფორმის წარბი მიუთითებს, რომ საქმე ყოველთვის ბოლომდე მიგყავთ. შუა გზაზე არ გაჩერდებით, როგორი სირთულეც არ უნდა შეგხვდეთ. მიზანდასახულობა კარიერაში გეხმარებათ. კოლეგები და უფროსობა გაფასებთ. ძალიან შემოქმედებითი პიროვნება ხართ. ყოველთვის კრეატიული და საინტერესო იდეები გაქვთ.
მესამე ფორმა
ამ ფორმის წარბი ძალიან კომუნიკაბელურ და სიცოცხლით სავსე ადამიანს აქვს. სულის კომპანია, ასეთი სიტყვათშეთანხმება იდეალურად გახასიათებთ. ამის მიუხედავად, ძალიან დაუცველი და მგრძნობიარე ხართ. თქვენი წყენინება ადვილია. ყველაფერი გულთან ახლოს მიგაქვთ, მათ შორის სხვისი პრობლემებიც. დახმარების თხოვნა საჭირო არაა, პირველი მიდიხართ სხვების დასახმარებლად.
მეოთხე ფორმა
ნაკლებზე არასდროს დათანხმდებით. შეუპოვრობა გახასიათებთ. ამის წყალობით შესაძლებლობების მაქსიმუმს აღწევთ. ზოგი თვლის, რომ ეგოისტი ხართ, მაგრამ ასეთი შთაბეჭდილება ექმნებათ მხოლოდ იმის გამო, რომ კარგად არ გიცნობენ. ცივსისხლიანის ნიღბის მიღმა ძალიან კეთილი ადამიანი იმალება. ახლობლებისთვის ყველაფერი შეგიძლიათ გააკეთოთ.
მეხუთე ფორმა
წარბი „ბაფთით“ ამბობს, რომ სამართლიანობის გაძლიერებულ გრძნობას ფლობთ. კამათი არ მოგწონთ. სწორედ ამიტომ, მათ თავიდან არიდებას ცდილობთ. თუ კონფლიქტურ სიტუაციაში ჩაგითრიეს, ოპონენტი დამანგრეველი მარცხისთვის უნდა მოემზადოს. სიმართლეს ნებისმიერ ფასად დაამტკიცებთ.
წარბის ფორმა, რომელიც ადამიანს ბუნებამ არგუნა, მის ხასიათზე ბევრ საიდუმლოს ნამდვილად ააშკარავებს.