ტესტები
სწრაფი ტესტი: რამდენად მიმზიდველი ქალი ხართ
თითოეული ქალი თავისებურად ლამაზი და უნიკალურია, მაგრამ ყველას თავისი ძლიერი და სუსტი მხარე აქვს. გსურთ გაიგოთ, თუ განსაკუთრებული რა მოგცათ ბუნებამ, რაც სხვების თვალში მიმზიდველს გხდით? ამაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს – მხოლოდ მიმართულება. Alltime.ge–ს რედაქცია გირჩევთ სწრაფი ტესტი გაიაროთ და თქვენი ქალური მიმზიდველობის საიდუმლო გაიგოთ. მოცემულ სურათს დააკვირდით და აირჩიეთ ის, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ.
1. მის სპონტანურობა
მოუსვენარი, ცელქი და ანცი, როგორც ბავშვი. თვალები იცინის, ხოლო ხასიათი პატარა ნაპერწკლებს ყრის. სწორედ თვალებში ამ ნაპერწკალის გამო უყვარდებით!
2. მის დიასახლისი
მთავარი თვისება: ზრუნვა და სითბო. ასეთი ქალის გვერდით ნებისმიერი მამაკაცი თავს ისე იგრძნობს, როგორც საკუთარ სახლში. მამაკაცები ამას აფასებენ, თავად ქალი კი რჩეულს მყუდრო ატმოსფეროს უქმნის.
3. მის ხიბლი
ამ ქალში არის რაღაც, რისი აღწერაც შეუძლებელია. ისეთი არაა, როგორც ყველა და ჩარჩოებს არ ემორჩილება. მასთან გატარებული ყოველი დღე სიახლეებით და თავგადასავლებით სავსეა.
4. მის გამოწვევა
ასეთი ქალი სისხლს ადუღებას. მისი დაპყრობა უნდა სცადოთ, რაც ადვილი არაა. მართალია, ამას მხოლოდ ყველაზე თამამი მამაკაცები ბედავენ – დანარჩენები უბრალოდ შორიდან აღფრთოვანებას ამჯობინებენ.
5. მის მოკრძალება
ამ ქალის მთავარი ღირებულება – ზედმეტი პრეტენზიების არ ქონა. ასეთი ქალი კმაყოფილია იმით, რაც აქვს. მთელი გულით სწამს, რომ სჯობს ხელში დაჭერილი წივწავა, ვიდრე ცაში წერო.
6. მის რომანტიკა
მომხიბვლელობის, ჰაეროვნების და სინაზის უიშვიათესი კომბინაცია. წვეთი აგრესიის და ზეწოლის გარეშე. ასეთი ქალი ნებისმიერ ლამაზ ჟესტს და ქცევას გულწრფელად მიიღებს. მას მხოლოდ სიყვარული და ურთიერთგაგება სჭირდება.
7. მის რკინის ლედი
ამ ქალის ძლიერი მხარე – არაჩვეულებრივი გონება, მკაფიო მიმართულება და დამოუკიდებლობა. ის პრინცს არ დაელოდება. პირიქით, თავად იპოვის მამაკაცს, რომ მისგან რამე შექმნას. ასეთი მიდგომა ყოველთვის კარგი არაა, მაგრამ მისგან მამაკაცისთვის დაღვრილ ცრემლებს ვერ დაინახავთ.
8. მის მგრძნობელობა
ასეთი ქალი თვლის, რომ საწოლში მამაკაცი ერთადერთი ინიციატორი არ უნდა იყოს. პირველი ნაბიჯის გადადმა არ ერიდება. მამაკაცები ასეთ ქალებზე გიჟდებიან, რადგან თავს სასურველად თვლიან.