თავის მოვლა
სწრაფი მეთოდები თმის გასაშრობად, თუ ფენი გადაიწვა ან დენი გამოირთო
თმა ახლახანს დაიბანეთ, მაგრამ გაშრობა ვერ მოასწარით, რადგან მოულოდნელად დენი გამოირთო ან ფენი გადაიწვა? არ იდარდოთ. ფენის გარეშე თმის მოკლე დროში გაშრობა შესაძლებელია. ამისთვის ჩვენი რჩევები გაითვალისწინეთ.
Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ გაიშროთ თმა სწრაფად ელექტრო მოწყობილობის გარეშე. სველი თმით შეხვედრაზე წასვლა და თმის ქუდში დამალვა არ მოგიწევთ.
თმის გაშრობა ფენის გარეშე
პირველი ნაბიჯი
თმას ზედმეტი ტენი მოაშორეთ, რომ სწრაფად გაშრეს. ამ მიზნით ფუმფულა პირსახოცით თითოეული ღერი შეიმშრალეთ. სველი თმა რომ არ დაზიანდეს, ძალიან ფრთხილად იმოქმედეთ. თითოეული კულული პირსახოცში გაახვიეთ და გაწურეთ. თუ ძალიან გრძელი და სქელი თმა გაქვთ, ორი პირსახოცი დაგჭირდებათ.
მეორე ნაბიჯი
ამ ეტაპზე მიკროფიბრის პირსახოცი გამოიყენეთ. ამ მასალას რბილი ბოჭკოები აქვს და ტენს კარგად იწოვს. თითოეული ღერი ძირიდან ბოლომდე პირსახოცით დაამუშავეთ. ორჯერ შეიმშრალეთ.
ხრიკი ქაღალდის პირსახოცით
თმის გასაშრობად როგორც ჩვეულებრივი, ასევე სქელი ქაღალდის პირსახოცი გამოგადგებათ. თხელი ქაღალდი არ გამოიყენოთ, რადგან მაშინვე დასველდება და თმას მიეკვრება. მიკროფიბრის ქსოვილით თმის გაშრობის შემდეგ სქელი ქაღალდის პირსახოცი გამოიყენეთ.
ხრიკი გათბობის ბატარეით
თუ დენის გამორთვის შემდეგ ცენტრალური გათბობის ქვაბი მუშაობს და გათბობის ბატარეები თბილია, ერთი ხრიკი გამოიყენეთ. საკმაოდ ეფექტურია. მშრალი პირსახოცი ბატარეაზე გადაკიდეთ და გასათბობად გააჩერეთ. ამ დროში თმა სხვა მეთოდით შეიმშრალეთ. შემდეგ სველი თმა თბილ პირსახოცში შეიხვიეთ. 10 წუთში თმა გაშრება.
როგორც ხედავთ, თმის სწრაფად გაშრობა ფენის გარეშეც შეიძლება. ახლა სველი თმის გამო სამსახურში ან მნიშვნელოვან შეხვედრაზე აღარ დაიგვიანებთ.